ეხლა google-ით მოვძებნე 'კერძო დეტექტივი' და ერთ-ერთი ეს ამომიგდო:
"...ხოლო რაც შეეხება გაზეთ ,,ახალ ვერსის’’ რედაქციას, რომელიც თავისი სტატიით ცდილობს მკითხველს თავს მოახვიოს აზრი, თითქოსდა მართლმადიდებლური ეკლესია ,,უწყინარი ფანტასტიკური ზღაპრით’’ ,,ჰარი პოტერით’’ ტყუილად აშინებს მოსახლეობას და რაღაცეებს აზვიადებს, რომ თითქოს მაგია არც არსებობს - გვსურს ვკითხოთ, იქვე გაზეთში ათი გვერდის შემდეგ, რატომ აქვეყნებს ამგვარი შინაარსის განცხადებებს:
,,შევასწავლით (მსურველ ქრისტიანს) სრულიად მკურნალ-თეურგის პროფესიას ანუ გეცოდინებათ: დიაგნოსტირება და სწრაფი განკურნვა კოსმოსის (ღვთის) ძალით. (მითიებულია ტელეფონი) გურამი, ალექსი”.
ანდა ამგვარი:
,,კერძო დეტექტივი გთავაზობთ: დაკარგული ადამიანის, ნივთის, სპეციალური ინფორმაციის პოვნა-მოპოვებას, ანონიმურად. ვმუშაობთ ნათელმხილველთან ერთად. სოლოლაკი... (მისამართი და ტელეფონი), გურამი’’.
(საგულისხმოა, რომ ორივე განცხადებაში ერთი და იგივე ტელეფონის ნომერია მითითებული)."