მილიარდერმა კერძო კოლექციონერმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, საოცარი სასწაულთმოქმედი სიწმინდე გაუმხილა და საჩუქრად გადასცა მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ესაა იმ ჩოჩორის ტყავი, რომელზეც ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე იჯდა, როდესაც დიდებით შევიდა იერუსალიმში. ახლა ის ვირის ტყავია, რადგან ის ჩოჩორი გაიზარდა და ვირი გახდა, სანამ აღესრულებოდა და ზეცად ამაღლდებოდა. ამ ვირმა სიცოცხლეშიც მრავალი სასწაული მოახდინა. გარდაცვალების შემდეგ კი მისი ტყავი გახდა სასწაულთმოქმედი. იმედი გვაქვს, რომ მას საქართველოშიც ჩამოიტანენ პატივით და დიდებით. მრავალ ჭეშმარიტ ქრისტიანს ექნება საშუალება (მცირედი საფასურის გადახდის შემდეგ) მიეახლოს და ემთხვიოს ამ სიწმინდეს. სავარაუდოდ ის ჯიპიანი მამაოების ჯიპების მფარველი სიწმინდე გახდება
მიმაგრებული სურათი