9 აპრილიდან აქციებთან დაკავშირებით ხელისუფლება 7 ნოემბრის შეცდომას არ გაიმეორებს, თუმცა მოქალაქეების უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა, ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა კანონით არის განსაზღვრული და დაიცავს ყველა მოქალაქის, მათ შორის მათ მიერ მიტინგებისა თუ დემონტსრაციების გამართვის უფლებებს.
“ბუნებრივია, იმ კანონმდბლობის ჩარჩოში, რაც არის”, – დასძინა დეპუტატმა.
გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებეს, ასევე უნდა იმოქმედონ როგორ მომიტინგეებმა, ისე - მიტინგის ორგანიზატორებმა.
“7 ნოემბრის გარკვეული შეცდომები გათვალისწინებულია და აღარ განმეორდება. რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებებს, თუ იქნება კანონი დარღვეული, საპასუხო მოქმედებაც კანონით განსაზღვრული იქნება”, – განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზციის მიერ ნებისმიერი შტურმის განხორციელების სურვილი აღკვითილი იქნება, თუმცა არა მასშტაბური ფორმით.
“ამიტომ ყველას, ვინც ორგანიზატორია, მიტინგზე აპირებს მისვლას ან სხვადასხვა ფორმით მოძღვრავს საზოგადეობას, უნდა ესმოდეს, რომ აქ მისი წილი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
წყარო :
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/15356.htmlასე ადვილად გგონია შეგრჩებათ გივიიიიიიიიიი?
გაიღვიძე გივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. © გრეჩიხა
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ