ჯეირედ პადალეკი
ჯეირედ ტრისტან პადალეკი (Jared Tristan Padalecki, დ. 19 ივლისი, 1982) არის ამერიკელი მსახიობი. გაიზარდა ტეხასში, პოპულარული ადრეულ 2000 წლებში გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით გილმორის გოგოები, ასევე ჰოლივუდის რამოდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფილმით, როგორებიცაა New York Minute და ცვილის ფიგურების სახლი. ბოლო წლებში კი პადალეკიმ სახელი გაითქვა CW-ს ცნობილი სერიალით ზებუნებრივი, სადაც იგი სემ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯენსენ ეკლსთან ერთად თამაშობს

ადრეული წლები
ჯეირედი დაიბადა სან-ანტონიოში, ტეხასში. დედა, შერონ (შერი) კამერი — მასწავლებელი იყო, მამა, ჟერალდ (ჯერი) პადალეკი კი ბუჰღალტერი. ჯეირედი ნახევრად პოლონელია. ჰყავს უფროსი ძმა ჯეფი და უმცროსი და — მეგანი. 12 წლის ასაკში ჯეირედი შეუდგა სამსახიობო გაკვეთილებზე სიარულს. დაამთავრა ჯეიმს მედისონის სკოლა სან-ანტონიოში. 1999 წელს პადალეკიმ გაიმარჯვა კონკურსში «Claim To Fame», რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა Teen Choice Awards-ზე საპატიო პრემიის გადაცემისა. სწორედ ამ ცერემონიალზე შეხვდა მის ამჟამინდელ მენეჯერს. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯეირედი გადავიდა ლოს ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. თუმცა თავდაპირველად იგი ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.

კარიერა
პადალეკის რიგით პირველი როლი იყო მეორეხარისხოვანი როლი 1999 წლის ფილმში A Little Inside. 2000-2005 წლამდე მან განასახიერა დინ ფორესტერი პოპულარულ სერიალში გილმორის გოგოები. 2000-2003 წლამდე ჯეირედი გამოჩნდა რამოდენიმე ფილმში, როგორებიცაა ჩუმი მოწმე (Silent Witness 2000), სახლთან ახლოს (Close to Home 2001), სამარადისო სინათლის ბეჭედი (A Ring of Endless Light 2002) და ახალგაზრდა მაკგაივერი (2003).
2003 წელს პადალეკიმ ითამაშა უმნიშვნელო როლი კომედიაში Cheaper by the Dozen მას შემდგომ, რაც ახალგაზრდა მსახიობმა და მეგობარმა ტომ უელინგმა სთხოვა ეს, თუმცა ჯეირედის გვარი ფილმის ტიტრებში არაა მითითებული. 2004 წელს იგი გამოჩნდა დები ოლსენების (მერი-კეიტი და ეშლი) კომედიაში New York Minute და ტრილერში ფენიქსის ბრძოლა, 2005 წელს კი საშინელებათა ფილმებში: ცვილის ფიგურების სახლი და მგელი-მარტოხელა. იმავე წელს პადალეკიმ განასახიერა სემ ვინჩესტერი WB-ს პოპულარულ სერიალში ზებუნებრივი, რომლის მეორე სეზონი 2006 წლის 28 სექტემბრიდან CW-ს ეთერში გავიდა. მესამე სეზონი 2007 წლის 4 ოქტომბრიდან, მეოთხე კი 2008 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო. სერიალის შემქმნელმა, ერიკ კრიპკმა განაცხადა, რომ ზებუნებრივი მაქსიმუმ კიდევ ერთ, მეხუთე სეზონს გასტანს. გადაღებები მიმდინარეობს ვანკუვერიში, კანადა.
პადალეკი ასევე მიიწვიეს როლზე MTV-ს საშინელებათა რეალითი-შოუში ოთახი 401. ჯეირედი ამ შოუს წამყვანია, შემქმნელი კი ეშტონ კატჩერია.
2008 წელს ჯეირედმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ტომას კინკადეს საშობაო კოტეჯი , სადაც განასახიერა ამერიკელი მხატვარი ტომას კინკადე.
2009 წელს ჯეირედმა მიიღო მთავარი როლი საშინელებათა ფილმში პარასკევი, 13. ფილმის გახსნა 13 თებერვალს მოხდა. პადალეკი განასახიერებს კლეი მილერს, პერსონაჟს, რომელიც იდუმალი ტბისკენ დაკარგული დის საძიებლად მიდის.

ფილმოგრაფია
1999 -''A Little Inside'' - მეტ ნელსონი
2000- ჩუმი მოწმე- სემი
2000- გილმორის გოგოები- დინ ფორესტერი
2001- სასწრაფო -პოლ ჰარისი
2002 -სამარადისო სინათლის ბეჭედი- ზაჩარი გრეი
2003 -ახალგაზრდა მაკგაივერი კლეი მაკგაივერი პილოტი
2003-Cheaper by the Dozen -ბული
2004 -ფენიქსის ბრძოლა დევისი
2004-New York Minute -ტრეი ლიპტონი
2005 -მგელი-მარტოხელა- ტომი [Cry Wolf - მარტოხელა მგელი-
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=IOII ]
2005-ცვილის ფიგურების სახლი -უეიდი [House of Wax - ცვილის ფიგურების სახლი -
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EFGFJ ]
2005-ზებუნებრივი -სემ ვინჩესტერი [2005-დღემდე ]
Season I Season 2 Season 3 Season 42007 -ოთახი 401 -თავად წამყვანი
2008 -ტომას კინკადეს საშობაო კოტეჯი -ტომას კინკადე [Thomas Kinkade's Home for Christmas - საშობაო კოტეჯი -
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KRSRT ]
2009 -პარასკევი, 13 -კლეი [ Friday the 13th - პარასკევი 13 -
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=IQIQI ]

* * *
ვინც იცით ეს მსახიობი და ნანახი გაქვთ მისი რომელიმე კინო დაპოსტეთ
This post has been edited by Rubby on 9 Apr 2009, 19:02
Keep love in your heart. A life without it is like a sunless garden when the flowers are dead.