თავი XXXV
კომპიუტერული დანაშაული
მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა
1. კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმზე, ეგმის სისტემაზე ან მათ ქსელზე, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
http://kanoni.justice.gov.ge/tbrowser.asp?ID=649