
წარმოგიდგენთ ჩანახატების სერიას
====================================================
მესხური ჩანახატები
====================================================
გატეხილი ქვევრი
“ღვინო რად წაგიხდენიათ,
სითხე ღვთისაგან ლოცვილი,
მისი დაქცევა იქნება,
ოქროს მტევნისგან შობილის?!
უღელ ხარს გადაგიხდიდით,
ოთხას ლიტრიან ჭურჭელში,
ღვინოსაც მაგარს დავლევდი,
ბატსაც შევწვავდი ღუმელში!”
,-ეს მხოლოდ წინასიტყვაა,
ამბის რომ მინდა მოგითხროთ,
საფიქრალის და თან ცრემლის,
თან იქნებ გულიც მოგითბოთ.
ესრე ამბავი სალექსე,
მესხეთს მომხდარა თურქეთში,
სადაც მუსუმანნ ცხოვრობდნენ,
და შვილნი ერთად ქრისტესნი.
ყოფა ერთთავად სულ ყველას,
მძიმე ჰქონდათ და უძლისი,
ძარცვავდნენ ურჩევ ბეგები,
და მენშევიკნი უღირსნნი.
ასეთ ყოფა და ჭიდილში,
სოფელში სახელთ ღვინია,
ცხოვრობდა მოლა ქართველი,
მესხეთის მიწის შვილია.
ერთ დღესაც მოლას ეწვია,
ჭაღიაშვილი უდედან,
რომ სარფიანად ეყიდა,
ხარები თავის უღელთან.
მიუხედავად იმისა,
რომ მოლა იყო ქართველი,
ქრისტესმიერთა თვის მოძმეს,
მიაგო დიდი პატივი.
ამ დროს სოფელში ხდებოდა,
ერთი ამბავი ცნობილი,
ხალხი განაჩენს ელოდა,
იმამის სიტყვას ნდობილი.
იმის განაჩენს ელოდა,
ღვინო ქართული ლოცვილი,
სითხე ნაჟური ვაზისგან,
ამჟამად თურქეთს ლტოლვილი.
წვენი ნაწური ღვთიური,
აღმოუჩენის ერთ მჭედელს,
როდესაც ფართოვდებოდა,
და სახლს უღებდა საძირკველს.
ღრმა ორმოდ ის წასწყდომია,
ქვევრებს თავხუფულს დიდრონებს,
უფიქრის განძი ვჰპოვეო,
უტყაპუნებდა ზედ ტორებს.
მაგრამ მალევე ჩავარდა,
სასოწარკვეთას მჭედელი,
როდესაც ჩირაღდნის შუქზე,
უხუფოდ ნახა ქვევრები.
მჭედელი მის ჯალაბობით,
წამსვე გაბრუვდა სურნელით,
ცხვირში რომ ეცათ იქიდან,
სუნი სათრობი ბუნებით.
ქართული სულის ბადაგმა,
უცებ იფეთქა ქვევრიდან,
თითო ოთხას ლიტრს იტევდა,
ღვინოს ნაკურთხსა ზეციდან.
ვინ იცის რამდენ ხანს მალა,
მიწამ ეს მადლი ღვთიური,
თან ოსმალოსაც რა მოხვდა,
მუშტი ქვევრიდან ნთხეული!
გაოგნებულსა მჭედელსა,
ცუდად ენიშნა მომხდარი,
იმამს შესთხოვა სიშორე,
ალაჰის რისხვა მომდგარი.
იმამმა მჭედელს უწონა,
მონანიება ცოდვების,
ნაპოვნ ღვინოზე კი ბრძანა,
სიტყვა გურჯთათვის გოდების!
მან ბრძანა ჭურჭელ შაითნის,
მის სითხით უწმინდურითა,
მიწას ეღვარად უნდობლად,
ელეწათ უფსკრულს ძირისად.
მიწიდან ამოათრიეს,
ქვევრები მირონცხებულნი,
ხელი ჰკრეს, დაბლა დაუშვეს,
დალეწეს ლოცვით გებულნი.
ურჯულოთ ღვინო მიწას სცეს,
ედინებოდა სისხლის ფრად,
თიხის ნამტვრევთ კი მტარვალნი,
ანაკუწებდნენ უტიფრად.
ეს მკრეხელობა რომ ნახა,
ჭაღიაშვილი ქვევრს ეცა,
ამ მტარვალთ ბოროტ ზრახვისგან,
ღვინო რომ გადაერჩინა.
“გამასინჯეთო მაინცო”, -
ჭაღიაშვილი ყვიროდა,
Qვევრის ნატეხთა წყალობით,
ღვინის დალევას ცდილობდა.
შემდეგ ის მაგრა დაითრო,
რეტიანივით დარბოდა,
Qართული ღვინო მის ძარღვში,
თეთრი რაშივით დაჰქროდა.
“რად წაახდინეთ ღვინოი,”
მასში ხარებს ხომ გაზლევდით,
მაგრამ რა გესმით მუდრეგნო,
ძმებო თქვენც შესვით გამხნევდით”
ამ კაცის დაშოშმინება,
არც მთლად იოლი გამოდგა,
საუკუნეთა ბახუსი,
ძლიერ მედეგი აღმოჩნდა.
მას ისევ ქრისტეს შვილებმა,
მხარს გაუკეთეს ხელმკლავი,
და მოლას საძინებელში,
ის მიესვენა ვით მკვდარი.
საზამთრო
ჩვენს დიდ პაპათ რა არ უთქვავთ,
მარაგალიტნი უბნევიათ,
სასაცილო ამბის მომყოლთ,
ურთერთს რამდენ უკბენიათ.
მესხელ ქართველთ დიდ პაპები,
ბებია და მათი დანი,
ისტორიამ უკვდავად ჰყო,
მათი სიტყვა, ლექსი, კავი.
თითქოს რაღაც უჩინ ძაფსა,
მათი ხსოვნა უკერია,
სიტყვა-პასუხ სხარტი, ლაღი,
დღესაც ბევრი ულევია.
ახლაც თვალწინ მესახება,
მოფუსფუსე ქალბატონი,
მთხრობელს ცერად ახედავდნენ,
ენაკვიმატ ჩიტბატონნი.
ესე ამბავს რასაც ისმენთ,
ზეპირად ფლობს ყველა ბავშვი,
მაგრამ გსურთ რომ კვლავ ისმინოთ,
გიგალობებთ თითქოს შაშვი.
ჰონდა მინდა კიდევ ერთხელ,
მოგაწოდოთ ეს ამბავი,
პაპაჩემი ისკანდერის,
თქმული ღმერთთან ანამღერი:
“პაპაჩემი ისკანდერი,
ხშირად სტუმრობს კოლის წყალში,
იქ იკითხავს ნათესავებს,
მცხოვრებთ ზღვარზე სოფლის თავში.
ერთხელ ხურჯინს მოაყოლა,
საზამთროთა მთელი გროვა,
და მიართვა ქალბატონებს,
არ ენახათ მსგავსი გოგრა.
დაუბარა, რომ ვახშამზე,
მიირთმევდა შემწვარ გოგრას,
და ზედ მეტად სიამებით,
დაატანდა ახალ “გოგრას”.
ახალ გოგრად მიმიხვდებით,
მან საზამთრო იგულისხმა,
მაგრამ ვახშმად რაც იხილა,
გაფიცხდდა და გაგულისდა.
“ეს რა ჰქენით გოგოებო”,-
დაიძახა ისკანდერმა,
საზამთროებს ვეღარ არჩევთ,
დაგაბრმავათ მთლად სანთელმა?!
იხილა კი საოცრება,
მისთვისაც კი უხილავი,
ყავისფერ და ყვითელ მწვარი,
საზამთროსად მხოლოდ კვალი.
ქალბატონებს რომ ენახათ,
წითელ გულა მწვანე გოგრა,
უმალ ღუმელს შეუკეთეს,
ვით ხაპების მთელი მოდგმა.
თვით საზამთრო დაიხრუკა,
გული კი მთლად გაუმუქდა,
სამი ფუთი ერთად იქცა,
მწვანე კანი ჩაუფუყდა.
ეს ამბავი სასაცილოდ,
დღესაც დადის მესხეთს მთებში,
ღიმილსა და სიცილს იწვევს,
საზამთროთი სავსე თეფში.
კაპიკიანი
მამიკო ხშირად მგზავრობდა,
არდაღანს სანოვაგისთვის,
მაშინ ფოცხოვას მართავდა,
ნიკოლოზ მეფის რუსეთი.
ერთხელაც მას დაემგზავრა,
მოლა რეჯაბი ხარებით,
ორივეს ურმით მოჰქონდა,
არდაღანული ნაღები.
შუა გზას დაღლა შეეტყოთ,
და წყაროს მყის ჩამოუსხდნენ,
თანაც წყნარად და მოლხენით,
მჭადს და ყველ-კარაქს ჩაუსხდნენ.
მოლა რეჯაბსა მოსწყურდა,
და რა იხარა წყლისკენა,
რაღაცამ ჩქამი გააგდო,
დაძირვა იწყო ფსკრისკენა.
თურმე წუწურაქ მოლასა,
კაპიკ გავარდა სარტყლიდან,
წყალმა კი ეს “დიდი ფული”,
თავის ფსკერს მძიმედ დასძირა.
მოლამ დიდ ხანსა ეძება,
მისი კაპიკი უგვანო,
მაგრამ ვერას გზის მიაგნო,
ის დაიკარგა უკვალოდ.
მამას მობეზრდა მის მზერა,
ყურთაუვალი წკმუტუნი,
რეჯაბს აჩუქა კაპიკი,
“მოლავ დამღალე წუწუნით”.
მოლამ აიღო კაპიკი,
და გაიქანა სარტყელში,
ძებნა კი ისევ განაგრძო,
თავის კაპიკის, წყალტევში.
მამაიმ უთხრა: “არ გეყო,
ძებნა მაგ ოხერ კაპიკის,
ხომ მოგეც კაცო სანაცვლო,
გვეჩქარის, გზა გვაქვს კვლავ დიდი”
მოლამ მიუგო მამაჩემს,
რომ სხვაა თვისი კაპიკი,
ხოლო მამაის ნაჩუქარს,
ფასი არა აქვს კაპიკის.
ესა სთქვა მოლამ და განგრძო,
ძებნა წყეული კაპიკის,
მამა კი სულ მთლად გაცეცხლდა,
მოკვლა ისურვა ამ გიჟის.
მოკვლისაი რა მოგახსენოთ,
არაა კაცის საკისრი,
ხარებს კი სახრე უჭირა,
თითქოს ზედ დგმოდეთ სახნისი.
მოლამ სირბილი იშურა,
მისდევს მათ წიწაკნაკრავი,
კაპიკის ჯავრი კი თან სდევს,
სახე აქვს მეხით ნაკრავის.
მერე რამდენჯერ მსმენია,
რომ მოლა ყველა ჩავლაზე,
მუხლს უყრის წყარო ანკარას
იმ კაპიკს ეძებს ალალზე
პარიზული ჩანახატები
ჩავედი
“მალევის” ხო,ალდი ღრუბლებს მიაპობს,
ქალაქს მიმაფრენს სიყვარულისას,
მიმიხვდით ალბათ პარიზს ვგულისხმობ,
ქალაქს ტრფობის და ბონაპარტისას.
თბილად მიღიმის თვით შარლ დე გოლის,
აეროპორტი ფრანგული ხიბლის,
ყველა გულღიად მხვდება ფოეში,
მესაზღვრე ქალიც გულით მიღიმის.
უკვე ცენტრისკენ მივქრივარ ტაქსით,
დაღლილი ვარ და მინდა ლოგინში,
საით გნებავთო კითხულობს მძღოლი,
ვპასუხობ - ოტელ “პლეის დე ქლიში”.
აი სასტუმროც ჩემი პატარა,
ახლოს მონმარტრთან “პლეის დე ქლიში”,
აქ უნდა ვიყო იცით ათი დღე,
უნდა ვილოთო მონმარტრის ძირში.
“მულენ რუჟიც” ცომ აქვეა ახლოს,
და სექს შოპების უწყვეტი რიგი,
მეტი რა უნდა აბა ქართველ კაცს,
კარგი ღვინო და ქალების ხიბლი.
მომავალ დღეთა ნეტარ ოცნებით,
კუთვნილ ნომერში ჩუმად ავედი,
კომფორტულ ლოგინს ვანდე ოცნება,
ნუთუ პარიზში მართლა ჩავედი?!
დილის შვიდ საათს ცოტაღა უკლდა,
მეორე დღეს რომ თვალი ვახილე,
ვახ, სილამაზემ სულ დამამუნჯა,
რაც მე ამ დილით თავად ვიხილე.
გაღვიძებული ქალაქის თავზე,
მონმარტრის მთის წვერს ტალღა არტყია,
ეს კაეშანის ფერთა ტალღაა,
აბა რას ითხოვ, ეს მონმარტრია.
წამს გადავწყვიტე დრო არ მეკარგა,
და შეშლილივით გარეთ გავვარდი,
ყველა მიღიმის და მესალმება
ემოციისგან ლამის გავგიჟდი!
როცა გონს მოველ სკამზე ვიჯექი,
და ისევ ისე ხალხი მიღიმის,
მალე დავწყნარდი, თავიც მოვთოკე,
მადლი მომეცხო პარიზის დილის.
სკამზე მჯდომარემ მე გადავწყვიტე,
სტუმრად ვწვეოდი თვით დიდ ეიფელს,
მერე მინდა რომ “ნოტრ დამი” ვნახო,
თვალი შევავლო მომცრო “გარგულებს.”.
ეიფელი
---------
ჰოდა ჩავედი მეტროში იქვე,
და მოთმინებით ათიოდ წუთში,
ეს რა იხილა ჩემ ორთავ თვალმა,
თვით ეიფელი ღრუბლიან ქუდში.
ბილეთის რიგში მყისვე ჩავდექი,
და გადავწყვიტე კოშკის წვერს ასვლა,
გზადაგზა რიგში უკრავენ “შანსონს”,
აი, ბილეთიც და ვიწყებ ასვლას.
კომფორტულ ლიფტით ვიწყე ზეასვლა,
და გაოგნებას არა აქვს ზღვარი,
თვალწინ იშლება თეთრი ქალაქი,
იქეთ “ბულონი”, აქეთ ბაღნარი.
წინ “ტროკადერო” ამშვენებს ხედებს,
მის იქეთ შორს სჩანს “პომპიდუს” ცენტრი,
“ტრიუმფალური თაღიცა” მოსჩანს,
და ყველა გზები იმისკენ მიდის.
ქალაქის მსგავსი დაგეგმარების,
ავტორი არის თვით ჰაუსმანი,
მან ააშენა და ფართედ შექმნა,
პარიზის ყველა წვრილი უბანი.
ეს ბრძანება კი თვით მან მიიღო,
ნაპოლეონის ძმის წულისაგან,
მაშინ საფრანგეთს იგი მართავდა,
და მოქმედებდა თვით უფლისაგან.
ამ ორი კაცის მოღვაწეობით,
პარიზს საზღვრები გაუფართოვდა,
ქუჩჩებიც მეტად, ფართე გაშენდა,
და დღევანდელ დღეს დაუახლოვდა.
თვით კი პარიზი, ნაგები არის,
თეთრი კირქვისგან, ჩუქურთმ მკობილი,
აქ ვერ შეხვდებით ცათამბჯენთ წყებას,
რენესანსშია ის გაწყობილი.
ღმერთის წყალობით კოშკის წვერს შევწვდი,
პარიზი აქედან სხვაგვარად მოსჩანს,
ქვევით სენაა მისი ნავებით,
მონმარტრს კი დილის სიგიჟე მოაქვს,
ეიფელს თავში დარბაზი ახლავს,
ალბათ წვიმის დროს, რომ არ დასველდე,
წვიმა არ იყო, მაგრამ მომინდა,
გადავწყვიტე და თავი იქ შევრგე.
დარბაზის კედელს დროშები ფარავს,
სხვადასხვა ქვეყნის ფერად-ფერადი,
იქვე პირდაპირ იხილავთ მანძილს,
ლევილელებო თქვენ რომ სერავდით.
სამი მილიონ ოთხას მეტრამდე,
გზაა სავალი საქართველომდე,
სიმაყე და ტირილის გრძნობა,
ყელში მომაწვა კოშკის ბოლოზე.
ყოველის ნახვით აღტაცებული,
გუსტავ ეიფელს რომ ხელთ უქმნია,
ზეცის კარიბჭეს ძირისკენ მოვწყდი,
ემოციების ბუმზე ბუმია.
ღვთისმშობლის ტაძარი
----------------------------
ეიფელი რომ დავტოვე მყისვე,
დავიწყე ფიქრი, თუ რა მენახა,
მაგარამ აზრი აქვს განა ამ ფიქრებს,
“ნოტრდამის” ნახვა, ხომ გულით მწადდა.
კიდევ ჩავედი ლამაზ მეტროში,
და რა დავსახე მარშრუტი ჩემი,
ოციოდ წუთში სადგურში ვიყავ,
სახელად ჰქვია მას “სენ მიშელი”.
ამოვედი და იქვე თვალთ მეცა,
ღვთისმშობლის ტაძრის მაღლივ სვეტები,
აღტაცებისგან ადგილს გავქვავდი,
ემოციისგან ტანს ვერ ვერევი.
პატარა ხიდით სენ მიშელისით,
გადვედი კუნძულს ტაძარი რომ დგას,
გაბრუებისგან ნაბიჯს ვუჩქარე,
ეს თვისებები პაპისგან მომდგამს.
მივუახლოვდი ანგელოზთ ტაძარს,
გოთიკის შედევრს, ხელით ნაქარგევს,
წმინდანთ ფიგურებს “გარგულები” ცვლის,
აქ სიყვარული სიკვდილს ახამებს.
ახამებს ისე, ვით კვაზი მუდომ,
თავი მოიკლა ესმერალდასთვის,
სხვაგვარად პარიზს არ შეუძლია,
ყველაფერს იტანს სიყვარულისთვის.
აი შევედი შიგნით ტაძარში,
სილამაზის და ღვთაების სახლში,
სიტყვით ნუ მომთხოვთ ამის აღწერას,
თორემ დავრჩები მე ფრანგებს ვალში.
ამის აღწერას აზრი არა აქვს,
ეს ყველა კაცმა თვით უნდა ნახოს,
როგორ გიმზერის ქრისტე ვიტრაჟში,
ან როგორ გალობს მრევლი ღვთის ფსალმუნს.
ან რა მოგყვეთ ხის გრძელ სტელაზე,
ამოქარგული ქრისტეს ცხოვრებით,
ან რა მოგითხროთ ჟღერად ორღანზე,
ხმას რომ გამოსცემს ოქროს ნოტებით.
რა უნდა გითხრათ თვით ტაძრის განძზე,
უთვალავი რომ იქ განისვენებს,
ამდენი წმინდა, ოქრო, სომდიდრე,
სკამზე ჩამოვჯექ და წუთს ვისვენებ.
კარლ მეათესი და ბონაპარტის,
აქ ინახება მოსასხამები,
შენი თვალით რომ ამას იხილავ,
თვალს მოხუჭავ და მოინუსხები.
აქაც ამდენი ემოციებით,
დატვირთული და გონგაბნეული,
სასწრაფოდ ვტოვებ ტაძრის კარს ბიჯით,
და სკვერში ვჯდები დაღლილ-ეული.
ნახევარ საათს ასე ვიჯექი,
შემდეგ წრე მივეც ტაძრის გარშემო,
და ისტორიის შეხების გრძნობით,
ამაყი ვტოვებ ღვთიურ გარემოს.
ამ ისტორიის მჭიდრო შეხებით,
გადაღლილი და გადაქანცული,
სასტუმროს წასვლა ვარჩიე გეგმად,
და ლოგინს ვემხე გამოფიტული.
დაღლილ-დაქანცულს იქვე ლოგინზე,
ჩამძინებია რვა საათამდე,
პარიზში რომ ხარ, რა დროს ძილია,
უნდა იფხიზლო გათენებამდე.
პარიზულ ყოფის მეც ამ მომხრესაც,
დრო არ დავკარგე, პირი ვიბანე,
ჯინსის ქურთუკი მოვიცვი მარდად,
და წინ ლუდხანას სწრაფად ვეზმანე.
აქაც ისევე, როგორც სულ ყველგან,
დამხდვდნენ ღიმილით და მოფერებით,
აბა რა უნდა მეტი ქართველ კაცს,
ლუდის კათხას რომ მიეფერები.
გავსინჯე ლუდი, შავი და თეთრი,
და ბევრი სითხე იმ ბარს დავცალე,
გაბჟუებული გამოველ გარეთ,
ღვინო, კი ლუდში მაინც ვერ ვცვალე.
იქვე ვიპოვე პატარა ბარი,
შიგ შევეხეტე ღვინის სასმელად,
აქაც “შარდონიეს” მოვეალერსე,
და ესეც დამრჩა გასახსენებლად.
ამის მერე, კი კაი ბახუსში,
“ქლიშის” ნომერში ამოვყავ თავი,
აი ეხლა კი მართლა ძილს წავალ,
ვგონებ სიზმრების მოფრინდა წამი.
სენ დონი
------------
პარიზში ველურად ჩასულს,
კაცმა არ იცის რა ნახოს,
რითი დაიწყოს, სად მორჩეს,
ამ სასწაულით მონუსხულს.
მე გამიმართლა ამ მხრივაც,
რადგან სასტუმროს მფლობელი,
კორსიკელია გვარით და,
ცოლი ჰყავს უკრაინელი.
ჰოდა მირჩია ცოლ-ქმარმა,
ვწვეოდი მეფეთ საძვალეს,
რადგან სწორედ მათ, ღვთის მადლით,
ფრანგული ძალა გაშალეს.
მეც შევარჩიე მარშრუტი,
მეტროთი მისაღწევადი,
ნახევარ საათს ვიმგზავრე,
ცა დამხვდა ლაჟვარდ ფერადი.
ეს წმინდა მეფეთ საძვალე,
სენ დონის ბაზილიკშია,
ფრანგ მეფეთ წმინდა საძვალე,
ნაკვეთი სარკოფაგშია.
თვით სარკოფაგი ნაკვეთი,
მათ სხეულთ ანალოგია,
მარმარილოსი თეთრი ქვა,
ეს რა ხელს მოუკვეთია?!
როგორც კათოლიკთ ტაძარი,
სენ დონიც უმდიდრესია,
მაგრამ სიმდიდრეს ვინ ყურობს,
აქ მეფეთ სულნი სვენია.
აგერ ფრანცისკი პირველი,
ფილიპ მესამე, მეოთხე,
გვერდიგვერდ წვანან დიადნი,
ქვეყნის მშნებელნი, მეოხე.
ჰენრი მეოთხეც აქ არის,
და იქვე მარი ბურბონი,
ის ხომ ცოლია მეფისა,
ადგილიც მისი იქ არი.
. . . . . . . . .
სარკოფაგების რიგებში ნახავთ,
პრინცესების და პრინცთა საძვალეთ,
ეს პატარები რით დაიხოცნენე?!
საწყლები ალბათ, როგორ გაწამდნენე!
აუცილებლად თქვენს თვალს მიიბყრობს,
მეთორმეტესი ლუის საძვალე,
ანა ბრიტანელს, მის გვერდით მწოლეს,
ვერ აკადრებდი სულ სხვა სავანეს.
შემდეგ იწყება სარკოფაგთ რიგი,
ამ ქვეყნის მეფეთ აღმშენებლების,
ამდენი ლუის ერთად საძვალე,
ერს დროს არ აძლევს ძილის , სვენების!
დიდ თეთრ კიბეებს მარმარილოსას,
ქვევით ჩავყავარ, გალობა ისმის,
იქ კი ვიპოვე ის მეფეები,
ჩვენ რომ კინოთი ზეპირად ვიცით.
მეთექვსმეტეს და მეთვრამეტეს ქვეშ,
ლუით ძვალებზედ ქვები აწყვია,
ქვებია შავია მარმარილოსი,
მათზე კი მეფეთ სახელნი ტყვია.
აქვე ძევს ერთი დედოფლის ძვალნი,
მასაც ზევიდან შავი ქვა ადევს,
მის მიმართ ფრანგებს ცოდვა ადვიათ,
ანტუანეტას თავი რომ ჰკარგეს.
მის თავ მომკვეთსაც წყევლამ უწია,
და რაც სხვას ავნო, იგივ იგემა,
რობესპიერმა იმ ჯალათ მარატს,
დედოფალივით თავი მოჰკვეთა.
ამ ისტორიის “აირფონთ” სმენით,
ნელ-ნელა ვტოვებ მეფეთ საძვალეს,
მართლმადიდებლურ პირჯვარს ვიწერ, და
პატივს მივაგებ წმინდა სავანეს.
ეხლა კი რა ვქნა, საით წავიდე?!
ვფიქრობ და მეტროს მივეშურები,
მომშივდა რაღაც, ჯერ ვისადილებ,
შემდეგ, კი ლუვრში გავეშურები!
ლუვრი
---------
შუა დღის ორზე ლუვრთან ვიდექი,
პოლიციამ რომ ჩამიშხუილა,
ვერ გავარკვიე რით დადიოდნენ,
კიდევ ორმა რომ ჩამიწუილა.
რომ დავაკვირდი “როლიკი” ეცვათ,
თითქოს ყინულზე დასრიალებდნენ,
აი გამოჩდნენ პირამიდებიც,
და ტურისტებიც თავს იქ იყრიდნენ.
მეც შევერიე მათ ურიცხვ ამქარს,
და იქვე ფანტანს ჩამოვუჯექი,
ბილეთის რიგშიც იქვე მახლობლად,
ჩინელს ზურგს უკან ამოვუდექი.
ნახევარ საათს ბილეთის ცდაში,
ჩინელთან ერთად ფინიშს მივედი,
შემდეგ ბილეთი ხელთ ჩავიბღუჯე,
და პირამიდის გულში შევედი.
გული, ეს არის თვით შესასვლელი,
ლუვრში კარის დარ შესანაბიჯი,
ახლა კი დროა ქვევით დავეშვა,
რომ იქ აღვბეჭდო ჩემი ნაბიჯი.
კიბეს დაშვება რომ დავაპირე,
რაღაც პლატფორმა ამოძვრა პირას,
ზედვე შევდექი ამ მრგვალ ზედაპირს,
და მყის დავეშვი ჰოლის მე ძირას.
ჰოლს შუაშია ცნობათ ბიურო,
ხალხს ეხმარება გზის შერჩევაში,
საით წავიდნენ ან რომელ ფლიგელს,
დენონისა თუ რიშელიეში.
ლუვრი რომ ნახო, გულით და სულით,
ათწლეულები კაცს არ ეყოფა,
და მეც საკუთარ დროის სიმწირით,
მხოლოდ დენონზე დრო არ მეყოფა.
დენონის ფლანგზე მე მეგულება,
უდიდეს მხატვართ ხელთ ხელოვნება,
ტულუზ ლოტრეკი, სანგი, ვან გოგი,
ასე მომეწყო მე გემოვნება.
პირველ სართულზე ზურგი ვაქციე,
უთაო, ცალფრთა მე ქვის ანგელოზს,
შემდეგ კიბეებს კვლავ შევუყევი,
იქ მსურს შევიგრძნო შედევრთა გემო.
აი მივადექ პირველ დარბაზებს,
და თვალი მომჭრა ერთმა სურათმა,
თვით ღვთისმშობელი ექვს ანგელოზთან,-
ვაჰ რა ძნელია ღვთაების აღქმა!
ამ დარბაზიდან სხვაში გავდივარ,
იტალიური ფერწერის სკვერში,
ვის არ იხილავთ ამ გრძელ კედლებზე,
ლეონარდოს და რაფაელ სანტის!
კარპაჩიოს და კარავაჯოსაც,
აქ დაუდიათ ბინა კედლებზე,
ამათზე მეტი მხოლოდ ერთია,
და ის თამაშობს ყველას ვნებებზე.
“მონალიზაა” მისი სახელი,
დარბაზის ბოლოსკედელს რომ ფარავს,
საითაც წახვალ თვალს იქ გაყოლებს,
მისი მზერისგან ვერსაით წახვალ!
ლეონარდოა და ვინჩი, მაგი,
ამ სასწაულის მქმნელი პოეტი,
არავინ იცის მასზე ვინა არის,
უცხო ქალი თუ ავტოპორტრეტი.
. . .
ამ ჯადოსნური სასწაულებით,
მონუსხულმა და გადაქანცულმა,
ვარჩიე იქვე, მომცრო დარბაზში,
ჩამომვჯდრიყავ ხალხის მალულად.
ეს ჩანაფიქრი მყის აღვასრულე,
რაღაც პატარა დარბაზს ვეწვიე,
მაგრამ ვინ მოგცა დრო მოსვენების,
თურმე რენუარს თავად ვეწვიე!
რენუარი და ანრი მატისი,
იყვნენ ამ დარბაზს ჩემი დამხდურნი,
თვით პოლ სეზანიც აქვე ყოფილა,
თურმე ზღაპარში კვლავაც დავბრუნდი.
გაოგნებული ვუყურებ კედლებს,
ენით უწერელ ფრანგულ შედევრებს,
ვტკბები ნახატთა ცისარტყლის გამით,
თვალი ძლივს უძლებს ამ ნატიფ ფერებს.
ისე დარბაზში მარტო არა ვარ,
ვიღაც ქალბატონს სახე შეშლია,
ამ სილამაზით, მას, გაქვავებულს,
ვგონებ “რამსები” მთლად არევია.
“ლა ფანტასტიკო” უცებ აღმოხდაა,
შემომხედა და ხელი ჩამჭიდა,
არ დავიბენი ხელი ხელს მივეც,
იგივე განცდა მეც ტანს გამიჯდა.
“ში სინიორა” მივეც პასუხად,
ამ ფრანგულ წალკოტს ორივე ვსერავთ,
ღენუარს, სეზანს, სულით ვეხებით,
გოგენის ტალღებს იალქნით ვსერავთ.
ჩემს ახალ ნაცნობს ვემშვიდობები,
სანახვი მაქვს კიდევ რუბენსი,
ვემშვიდობები ნატიფ ქალბატინს,
ესეც მოვლიე მე რენესანსი.
რუბენსის დარბაზს კედლებს უმშვენებს,
დედიშობილა ქალთა ვნებანი,
ქალის სიშიშვლე მსგავს სიმეტრიით,
მხოლოდ რუბენსის ხელით არს ქმნილი.
მალე რუბენსის დარბაზსაც ვტოვებ,
რათა ვიხილო ენით უთქმელი,
სამეფო კარის წვრთა ნაქონი,
სიმდიდრე უხვი, ხელად უხლები.
ვეწვიე კიდეც ამ ლამაზ დარბაზს,
სავსეს ნივთებით გაწყობილს ლალით,
აქ არის ნივთნი: ალმას, ზურმუხტი,
მორთულ-მოკაზმულ ოსტატის ხელით.
რას წარმოიდგენ აქ რომ არ იყოს,
ლალი, ფირუზი, ასი კარატის,
და თვით გვირგვინი ლუი თხუთმეტის,
სხვა ამის მსგავსი ნეტავ სად არის?!
ამდენს კი უკვე, ვეღარ გავუძლებ,
“ქოსიკო, ძალა გამომელია”,
წავალ “ქლიშიზე” ლუდხანას შევალ,
პაწა შიმშილიც ქე მომერია.
მონმარტრი
---------------
დღე აღარ მახსოვს, მაგრამ თორმეტზე,
აღმართს შევყევი მონმარტრს მიმავალს,
აღარ დამთავრდა ეს ქვაფენილი,
ვეღარ ვღირსე კაცო მე ამ პლაცს.
ბოლოს გამოჩნდა ნანატრი მიწა,
ბევრი მხატვრები არ იყვნენ იმ დღეს,
კაფეში იქვე გარეთ დავდექი,
და ყავა შევსვი იქ ნაშუადღევს.
იქვე ერთ მხატვარს გავესაუბრე,
სკამზე, წნელისგან კალათას გრეხდა,
მან ამიხსნა, რომ მონმარტრს ცხოვრება,
მხოლოდ საუქმო დღეებში ჩქეფდა.
თანაც მირჩია მონმარტრის მთაზე,
ფეხით თროკიალს და ოფლად გაღვრას,
ფუნიკულირს ვაგონს ჩაჯდომა,
და სეკრ კიურის ბაზილიკს ასვლა.
ბაზილიკიდან თვით მონმარტრამდე,
ხუთიოდ წუთის სავალი გზაა,
თანაც ხედები პარიზის თავზე,
ამ ვაგონიდან თირმე სულ სხვაა.
თუმცა მონმარტრის მხატვართ სამოთხეს,
“კუკუშკა” ავტო სხვა გზით მიწვდება,
იგი კალენკურტს რკალს უვლის მოგრძოს,
და ამ ოცნებას ზურგით ადგება.
მეც გადავწყვიტე ვწვეოდი მონმარტრს,
შაბათს ან კვირას ავოტო “ორთქმავლით”,
შემესვა “ბორდო” ერთი ბოკალი,
და მეოცნება ხვალის მომავლით.
. . .
შაბათს შუა დღეს ისევ მეტროთი,
თავი ამოვყავ სადგურ პიგალზე,
ავტო “ორთქმავალს” შევახტი სხარტად,
და გავეშურე მხატვართა მთაზე.
ქლიშის ბულვარზე ერთმანეთს მიჯრით,
სექს შოპებია ჩამწკრივებული,
ოციოდ მეტრში კი სალამს გვაძლევს,
წისქვილის ფრთებით თვით “მულენ რუჟი”.
კალენკურტის და ქლიშის კუთხეში,
ჩვეული სცენა ფრანგული ხდება,
წყვილი კაფეს წინ ისე ამბორობს,
მათ შემხედვარე გული აძგერდა.
მონმარტრის გზაზე თითქოს ყველა სახლს,
მეც შევხვედრივარ სადღაც სიზმრებში,
ჩუქურთმ - ნაძერწი ეს სილამაზე,
წლობით იძერწა ფრანგულ კირქვებში.
აი მოვედით მონმარტრს ცენტრიდან,
აურაცხელი ხალხის ნაკადით,
იმ დეღეს ამდენი ნაღდად არ იყო,
აქ ხალხს სწადია წასვლა ნადავლით.
ზოგს სურს სურათი უცნობი მხატვრის,
ზოგს კი თავისი სახის პორტრეტი,
ზოგიც უკვეთავს კარიკატურას,
აქ ყველა მხატვარს მზად აქვს მოლბერტი.
მე გადავწყვიტე მოვრიდებოდი,
ცნობისმოყბარე ტურისტთა მასას,
ღია კაფეში სკამი დავლანდე,
იქ მომართმევენ ყინულს და ყავას.
ალბათ თქვენც იცით, ტომ მხოლოდ ყავას,
არ დასჯერდება ქართველი არა,
ყავას ვაყოლე ზედ კონიაკი,
აბა მონმარტზე სხვა რა უნდა ვქნა.
რომ შევჟუჟნდი მომეპრიანა,
მეც რომ ვიღაცას ფანქრით ვეხატე,
და უკეთესი მხატვრის ძებნაში,
მხატვართა სკვერში გადავეხეტე.
ვიღაც მხატვარმა ამ მომცრო სკვერში,
ხელის მოქნილი მყის მოძრაობით,
შავ-თეთრ ქაღალდზე წამში გამოჭრა,
ჩემი პორტრეტი ზუსტი რაობით.
აღფრთოვანება, რომ ვერ დავმალე,
ძედგამოჭრილი ჩემი პორტრეტით,
თხუთმეტი ევრო უცებ ამაფრცქვნეს,
სიცილ-კისკისში, მომცრო სონეტით.
სამი საათი მონმარტრს დავჰყავი,
რას არ მივედე და რა არ ვნახე,
დაღლა შემეტყო, წასვლა ვარჩიე,
მესამე ტალღა ვერ გადავლახე.
ფეხით დავუყევ მონმარტრის კიბეს,
ქალაქს დავხედო მე მაღლობიდან,
შებინდებისას ზედ თვალს შევავლებ,
თვით ცის კამარის მანათობლიდან.
კიბის ბოლოში, მაღაზიაში,
ღვინო ვიყიდე “შარდონიესი”,
სასტუმროს ჭიქით დავაჭაშნიკებ,
თითქოს ის იყოს სომელიასი.
ნაპოლეონ ბონაპარტი
--------------------------
რას ვიფიქრებდი თუკი ოდესმე,
თვით დიდ ბონაპარტს პატივს ვაგებდი,
მოწიწებით, რომ ქედს მოვუხრიდი,
მას იხსენიებს არვინ აგდებით!
ნაპოლეონი ხომ საფრანგეთის,
და არა მარტო მისი შვილია,
Iგი ხომ დიდი, გრძელი ეპოქის,
რევოლუციით ქმნილი შვილია.
რევოლუციის შემდეგ მან თვითონ,
თავი აცხადა იმპერატორად,
ეს კორსიკელი დაბალი კაცი,
მყის მოგვევლინა ომის ავტორად.
ევროპა მალე მან ხელთ ჩაიგდო,
მაგრამ რუსეთში იმტვრია ცხვირი,
მას განაჩენი საკუთარ ხალხმა,
გამოუტანა მკაცრი და ძვირი.
ის გაასახლეს კუნძულ ელბაზე,
საიდანაცგან გაიქცა უკან,
იმპერატორად ყოფნა ისურვა,
უკვე მეორედ და უკვე მუდამ!
მაგრამ ჩაფლავდა მისი გეგმები,
და არ აკმარეს მას ეხლა ელბა,
ატლანტის წყლების ჰავა უსაჯეს,
წმინდა ელენეს კუნძულზე ხელად.
ის ასვენია პარიზს ტაძარში,
რომელსაც ჰქვია ინვალიდები,
და თუ იქ შეხვლათ უკანა მხრიდან,
გაოცებული დიდ ხანს იქნებით.
აქ დარწმუნდებით რომ სიმართლეა,
ის ამბავი რომ ვინც კი იქ შევა,
იმპერატორის სსსახელს პატივს სცემს,
და მის საფლავსაც ქედს უხრის ყველა.
მაგრამ საფლავი განა კი ჰქვია,
ნაპოლეონის განსასვნებელს,
ეს აკლდამაა კუბოთ ნაგები,
სხვაგან ვერ ნახავთ მსგავს სასვენებელს.
იმპერატორი თავად სვენია,
ურთჩატანებულ ექვს კუბოში,
პირველი არის რკინის თუთიით,
ის კი თვითონ წევს წითელს კუბოში.
კუბო მესამე და ის მეოთხე,
ფერით თეთრია ტყვიით ნაგები,
მეხუთე არის აბანოზის ხის,
ხოლო მეექვსე მუხით ნაჭედი.
ყველა ეს კუბო პედესტალზე დგას,
ქვედა სართულზე, კიბით სასვლელში,
და ყველას, ვისაც სურს თუ არა სურს,
ძირს იცქირება გადასახედში.
სწორედ ეს არის თქმის გამართლება,
რომ ქედს მოუხრის ბონაპარტს ყველა,
ეხლა კი დროა დაბლა დავეშვათ,
და ვინახულოთ იქ სხვაც ნელ-ნელა.
ქვედა სართულზე ნელა ჩავდივარ,
პატივი ვაგო სხვა ფრანგ გმირებსაც,
იქ აკლდამაა ვაუბანის, და
ლაუეტის და სხვა კავთ ღირსთასაც.
ერთი სართულით კიდევ იქ ქვევით,
განისვენებენ ბერტრან, დუროკი,
აი ის კიბეც, ქვევით რომ მიდის,
ისტორიისკენ მიმავალ თოკით.
აჰა ჩავედი ქვედა კიბეზე,
სადაც კორსიკის შვილი სვენია,
თავად ვუყურებ ამ საოცრებას,
რაზეც აქამდე მხოლოდ მსმენია.
ამ ქვედა დონის ჩუქურთმ კედლები,
გამოსახავენ დიდ გამარჯვებებს,
რაც კი მომხდარა ბონაპარტის ჟამს,
თუმც ვერ იხილავთ აქ განსაცდელებს.
სიმართლეს გეტყვით აქ რომ ვიდექი,
ამაყი ვიყავ მე ქართველობით,
რადგან ბონაპარტს პირადი მცველი,
ქართველი ჰყავდა, ცნობილ გმირობით,
ბონაპარტს იგი, როგორც მამლუქი,
არაბულ ცხენთან, ერთად საჩუქრად,
ეგვიპტის შეიხს მიურთმევია,
კორსიკელისთვის პატივის ღირსად.
სახელი იყო მისი რუსტამი,
თვრამეტისა წლის თბილისელ ბიჭის,
უკუღართობის ბედის ბორბალით,
სხვაგან იბრძოდა იბერულ ნიჭით.
ქართველ რუსტამი - როსტომ რაზმაძე,
ბოლომდე ედგა ბონაპარტს მხარში,
იმპერატორის დიდი ნდობისთვის,
არ დარჩენიათ ის ფრანგებს ვალში.
ნაპოლეონმაც ხელი შეუწყო,
მის ბედისწერას ერთ ლამაზ ქალთან,
თვით ჟოზეფინას კამერდინერის,
ქალიშვილ შერთო, პარიზის კართან.
მას თვით ფრანგებმააც არ დაუვიწყეს,
იმპერატორის ეს ერთგულება,
ისტორიაში ის შეიყვანეს,
მემუარებიც უქვეყნეს ერთად.
როსტომის საფლავს თქვენ დღეს იხილავთ,
ყველა მარშრუტში, ტურისტულ რუქას,
ის ასვენია დურდანს, პანთეონს,
ფრანგული მიწა ქართველით სუნთქავს.
ზუსტად ამიტომ მეამაყება,
იმპერატორის კუბოსთან დგომა,
მას გვერდში ედგა, ჩვენი ქართველი,
თავისი ბედის, ამაყი მონა.
ამის ფიქრი და თვით შეგრძნება,
ერთობ რთულია, დამეთანხმებით,
ძალზედ დამღალა ემოციებმა,
ვგონებ დრო არის, გარეთ გავედი.
. . . .
გარეთ გავედი ტაძარი ვტოვე,
და გადავწყვიტე სადმე დაჯდომა,
სკვერში ვიპოვე სასვენ ადგილი,
ჩემი ქვეყნის ბედს ვუწყე დარდობა.
მალე გონს მოველ, მიმოვიხედე,
ედემში ვზივარ, სიტურფით ვხარობ,
ამდენ ყვავილში, ამდენ ფერებში,
ლამის ვიფრინო, სულ აღარ ვდარდობ.
აი ვიღაცის ბავშვი მეწვია,
თითზე წამავლო პაწია ხელი,
მეთამაშეო თვალებითა მთხოვს,
მეც არ დავზარდი წავყევი ნელით.
მალე პატარას ქლოშინ-ქლოშინით,
წამოეწია ალბათ ბებია,
გამიღიმა და მადლობა მითხრა,
კარგი ხალხი ხომ ჩემი ბედია!
დაახლოებით საათს ვიჯექი,
ამ სამოთხეში შადრევანის წინ,
შემდეგ გზას გავყევ სასტუმროსაკენ,
მეყო სვენება მე აქ ჩემსა წილ.
ვბრუნდები
--------------
ხვალე მოვფრინავ და პარიზს ვტოვებ,
ჩემი გული კი საფრანგეთს რჩება,
პარიზის სინდრომს მეც ვაღიარებ,
ახლა კი შანსონეს ტკბილი დროც დგება.
დილით ადრიდან მეტროს ვაშურე,
თავი ამოვგავ ზედ პანთეონთან,
მოკირწყლულ ქუჩას ქვევით მივყავარ,
ყველა სიმღერის დიდ ჩემპიონთან.
ეს ჰანგი ნაზი სულში ჩამძრომი,
ფრანგული არის სულისა წილი,
განა რამე სჯობს ქუჩად მის სმენას,
როცა მას მღერის შარლი და ლილი.
შარლი და ლილი ტაძარტან მღერის,
იქვე პატარა მოედანია,
მეგობრები კი მათ ხმას აძლევენ,
ქუჩის შანსონეს ლაღად მღერიან.
ჰოდა მივილტვი იმ ადგილისკენ,
გზადაგზა ფრანგულ ნამცხვრებსაც ვმუსრავ,
“ნაპოლეონიც