იმიტომ, რომ აგვისტოს ომისა და აშშ-ში ობამას გამარჯვებამ შექმნა ილუზია, რომ (როგორც ეს შევარდნაძეს დაემართა ბოლოს) ჩვენმა მთავარმა მოკავშირემ საქართველოს ხელისუფლებას წითელი შუქი აუნთო.
შესაძლოა, იყო კიდეც ვიღაც ხალხი ობამას ადმინისტრაციის გარემოცვაში, რომლებმაც ჩვენს ოპოზიციონერებს - ბურჯანაძეს და ალასანიას პირველ რიგში - მიანიშნეს - ახლა თქვენი დროაო.
ამათმაც სასწრაფოდ ხელისუფლება დატოვეს - არიქა გემი იძირებაო - და მეგობარ თუ არა-მეგობარ ოპოზიციონერებსაც დააბოლეს - განსაკუთრებით უსუფაშვილმა ჭამა მაგარი, არადა ამას ამბობდა თავად - ვადამდელ საპრეზიდენტოს ჩვენი მოკავშირეები არ დაუჭერენ მხარს, და ნუ მივქარავთ, საპარლამენტოზე ვიჩალიჩოთო, მაგრამ სწრაფად გაგამყრელიძდა ეგეც...
ნუ ამას კიდევ დაუმატეთ, რომ მაისაშვილი როგორც ირკვევა ობამას ბიძაშვილის მეზობლის შვილის ნათლიაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი და სარკოზის ცოლი ერთად გამოდიოდნენ პოდუმზე - ანუ ევროპაც ოპოზიციისკენაა.
ამ შიზოფრენიამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებული გახდა ბრაიზა გამოეგზავნა სიტუაციის დასარეგულირებლად. ამ ვოიაჟის მიზანი იყო ორი - აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის ეთქვა, რომ ალიევის ხელისუფლებაში დარჩენას აშშ, როგორც აზერბაიჯანის მოკავშირე მხარს უჭერს და საქართველოს ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის კი ეთქვა, რომ პრობლემები უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებით და კომპრომისის მოძებნით და არა ხელისუფლების გადატრიალებით.
ადამიანმა ოპოზიციასთან შეხვედრისას პირდაპირ თქვა:
- საქართველოში არეულობის დაწყება არ აწყობს საქართველოს და დააზარალებს საერთაშორისო სტრატეგიულ პროექტებს და ჩვენს მოკავშირეებს, შესაბამისად ამით მოიგებს რუსეთი.
მაგრამ არაო მაისაშვილმა თქვა - ეგ მიშამ მოისყიდაო, პენსიაშია უკვე გაშვებულიო და რო დაბრუნდება ვაშინგტონში დასჯიან მწარედო...
საბავშვო ბაღია რა...

ალტერნატიული ვარიანტი:
რატომ იჩქარა ხელისუფლებამ? (post #13087304) * * *

მივედი.
ვნახე.
ვერაფერი შევაგნებინე.
მეორე სერია.