#13087514 · 24 Mar 2009, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იანვარში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ უმაღლესი მთავარსარდლის სახელზე გაგზავნილი იქნა წერილი სადაც იყო თხოვნა მოხალისეების ბაზაზე ჩამოყალიბებულიყო საზენიტო ბატარეების გათვლები. საზენიტო ბატარეები თხოვნაში რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა, ამაზე თუ გაინტერესებთ მოგვიანებით. პარალელურად ასლები დაგზავნილ იქნა თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გვარდიის სარდლის, საჰაერო ძალების სარდლის, შსს მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის უფროსის სახელზე. რამდენიმე ხნის შემდეგ შეგვეხმიანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსი. გვთხოვა წერილზე ხელისმომწერები მივსულიყავით გასაუბრებაზე. გასაუბრება შედგა. რამდენიმე ხანში დაგვიკავშირდა საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი პოლკოვნიკი გვარდიის სარდლის დავალებით და გვთხოვა მივსულიყავით თავდაცვის სამინისტროში გასაუბრებაზე. გასაუბრების შედეგად აღმოჩნდა, რომ იქმნება რეზერვის ახალი სისტემა. კადრირებული პრინციპით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები. არა მხოლოდ საზენიტო გათვლები ან ქვეითები, არამედ სრულფასოვნად დაკომპლექტებული, შეიარაღებული, ეკიპირებული და გაწვრთნილი საჯარისო ნაწილები, შედგენილი კადრირებული პრინციპით. წვრილმანებით თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ გეტყვით რომ გადაწყვეტილია მოხალისეთა საქმეში ჩართვა. საქმე სერიოზულად დგას. სიები უნდა წარედგინოს ამ კვირასვე. ანუ დროში შეზღუდვაა.
განსაკუთრებით პრიორიტეტულია 27-დან 35 წლამდე რამენაირ სამხედრო გამოცდილების მქონე ჯანმრთელ ხალხზე. სამხედრო გამოცდილება მოიცავს ყველაფერს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, საკონტრაქტო სამსახურს, სამხედრო კათედრებს, რეზერვის შეკრებებს და ა.შ. ასევე რეზერგვალილი სტუდენტებიც. მსურველებთან დაიდება კონტრაქი სადაც გაწერილი იქნება მათი უფლებები და მოვალეობები. მოთხოვნა მათდამი იქნება რეგულარული არმიის ბრიგადების იდენტური. სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ვერ დავკონკრეტდებით. ყოველ შემთხვევაში ერთი რამე ცალსახად შეიძლება ითქვას. მომზადება იქნება სერიოზული, "ჯი-თი-პი" პროგრამით + სპეციალობა. შესაბამისად მოთხოვნა ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის, მაგრამ სამამულიშვილო საქმე კეთდება.
მოკლედ, ვინც თვლით რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, სურვილი გაქვთ მიიღოთ რეალური სამხედრო მომზადება და საფრთხის შემთხვევაში იყოთ ღირებული რესურსი საქართველოს თავდაცვისთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ინფორმაცია და მსურველის მონაცემები (სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი და სამხედრო ნამსახურება) გამოაგზავნეთ შემდეგ მაილზე
geomilitarist@gmail.com
--------------------
რუსეთს ომი ვერავინ ვერ მოუგო. © ორლულიანი
რუს მოატყუებ, ამერიკელს ვერა © ორლულიანი
რუსეთი ჩვენთან ფულს დებდა და სამაგიერო არ მიჰქონდა... ამერიკელს მიაქვს © ორლულიანი
|