კი, ეგრეა, ოვერდრაივი ნიშნავს პავიშენნი პერედაჩას

ავტომატიკებში როგორც წესი მე-3 სიჩქარე არის პირდაპირი ანუ 1:1 შეფარდებით

იმისთვის რომ გადაცემა იყოს უფრო მაღალი, შესაბამისად ძრავი უფრო დაბალ აბაროტებზე ტრიალებდეს და ბენზინი ნაკლები დაწვას, ავტომატურ კარობკებში არის ე.წ. OVERDRIVE რეჟიმი, როცა ირთვება სპეციალური ჰიდროტრანსფორმატორი და გადაცემების რიცხვს ზრდის

ზოგიერთ კარობკას ღილაკით ერთვება ეგ რეჟიმი, ზოგს D-ში უკვე ჩართული აქვს სტანდარტულად და მაგის გამოსართავად S რეჟიმში (ან 3-იან პოზიციაში) უნდა გადაიტანო
მაგ რეჟიმის კნოპკაზე გამოტანის მთავარი მუღამი ის არის რომ რიჩაგის წვალება არ გიწევს. OVERDRIVE რეჟიმი უნდა გამოიყენო ტრასაზე, ბენზინის ეკონომიის მიზნით

ქალაქში ეგ რეჟიმი სჯობია გამორთული იყოს, რადგან კარობკას ხშირად მოუწევს ჰიდროტრანსფორმატორის ჩართვა-გამორთვა, შესაბამისად სიცოცხლესაც შეუმცირებს