სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. დამსაქმებელმა ვერ უპასუხა სოციალური მუშაკების მოთხოვნებს.
სოციალური მუშაკები იყენებენ კანონით მინიჭებულ გაფიცვის უფლებას და 25 მარტიდან იფიცებიან.
იფიცებიან, რადგან მათი გაჩუმება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეინარჩუნებს წლების მანძილზე არსებულ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც არღვევს დასაქმებულისა და ბენეფიციარების ინტერესებს.
სოციალური მუშაკები იფიცებიან თავშესაფრის მომლოდინე ხანდაზმულებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს სარეაბილიტაციო მომსახურებებს. ყველასთვის, ვისაც ძლიერი დაცული სოციალური მუშაკის მხარდაჭერა სჭირდება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას ღირსეული სამუშაო პირობებისთვის!
ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას, რომელიც ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურებებს შექმნას ემსახურება!
https://www.facebook.com/events/2505410732820704/წავდეთ ხალხო დავეხმაროთ