#25969987 · 14 Jun 2011, 10:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირება იწყება
საქართველოში ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირება იწყება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების პროექტის პრეზენტაცია დღეს, 15.00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, სერტიფიცირების კომისიის წევრები - გიორგი უშიკიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი, დავით შუღლიაშვილი, ნატალია ზუმბაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, სერტიფიცირების მიზნებია ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისთვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენა. სერტიფიცირებული ფოლკლორული ანსამბლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მხარდაჭერას მიიღებენ. ფოლკლორული ანსამბლებისათვის სერტიფიცირების პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო ანსამბლებზე. აღნიშნული პროექტი, ასევე არ ითვალისწინებს საბავშვო ანსამბლების სერტიფიცირებას. სერტიფიცირების პროექტში მონაწილეობისათვის განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ანსამბლების სერტიფიცირება მოხდება ორ წელიწადში ერთხელ.
P.S. უშიკიშვილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ არსებობენ მასზე ბევრად მცოდნეები და გამოცდილები. ესეიგი ვერ მოვეშვით რა ამ ტენდენციურობას.........
This post has been edited by brevalo on 14 Jun 2011, 11:01
|