www.radiospot.ge - ქართული დამოუკიდებელი ინტერნეტ-რადიო.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ლაივ მუსიკის მსმენელთა რიცხვის გაზრდას, და იძლევა საშუალებას ქართული ბენდებისთვის, რადიოს მსმენელს პირდაპირ ესაუბროს, გააცნოს მისი ბენდი და მოასმენინოს თავისი მუსიკა.
რადიოს ოფიციალურად გახსნა იგეგმებოდა 2008 წლის შემოდგომაზე, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო საკმაოდ დიდ ხანს გადაიდო. ამჟამად მაუწყებლობა მიმდინაორეობს "საცდელ" რეჟიმში. რადიოზე გადის უმეტესად უცხოური მუსიკა და არის რა თქმა უნდა გარკვეული რაოდენობით ქართული მუსიკა (თუ მოგვაწვდით ქართულ მუსიკას რა თქმა უნდა უფრო დიდი რაოდენობით გავა ჩვენს ეთერში)
4 დღის წინ ამერიკული სიმონს კოლეჯის რადიოსთან თანამშრომლობით გავიდა პირველი თოქ-შოუ. სადაც მოწვეული იყო ქართული ჯგუფი Play Paranoid. გადაცემა განმეორებით გავა ორშაბათს, 23 მარტს, 22:00 საათზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია ამ გადაცემაზე შეგიძლიათ უახლოეს მომავალში იხილოთ რადიოს ვებ-საიტზე (www.radiospot.ge), ასევე შეგიძლიათ გადაწეროთ აუდიო ჩანაწერი.
ქართულ ბენდებს ვისაც სურვილი გაქვთ რომ რადიოს საიტზე დაიდოს თქვენ ბენდზე ინფორმაცია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ myspace-ზე
http://www.myspace.com/radiospot2009 ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით
მოკლედ, ჯერ-ჯერობით სულ ეს არის. იმედია მოგეწონებათ და დაუჭერთ მხარს განვითარებაში..
http://www.radiospot.ge/ This post has been edited by merseysider on 20 Mar 2009, 13:09
Ah.. Blues is back..