guria:) გაუმარჯოს!
პირველ რიგში სანამ დასკვნებს გამოვიტანდეთ მოდი გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ მოკლე ინფორმაციას, შევადაროთ და შევაჯეროთ ორივე კურსი. ანუ ინტეგრირებული მარკეტინგის კურსის ხანგრძლივობა არის 13 კვირა შესაბამისად გამოგივა დაახლოებით
26 გაკვეთილი თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით. ჯობს.გე-ს შემთხვევაში შენ გადიხარ
6 გაკვეთილს ასევე 3 საათის ხანგრძლივობით. თავი რომ გავანებოთ ცოდნის მოწოდების ხარისხს, მარტო გაკვეთილების ხანგრძლივობა მოწმობს იმაზე ვის უფრო სერიუზული მიდგომა აქვს თემისადმი. რადგან მე ერთობ რთულად მიმაჩნია მოიცვა 6 გაკვეთილში ყვლაფერი ის რაც მათ ჩამონათვალში შედის, მე მხედველობაში მაქვს ჯობს.გე-ზე გამოქვეყნებული მასალა. ინტეგრირებული მარკეტინგის კურსის შემთხვევაში შენ გაქვს არჩევანი, ანუ მათ აქვთ 2 სახის კურსი. თუ ხარ პროფესიონალი და გინდა გაიღრმავო ცოდნა გადიხარ სხვა პროგრამას, ხოლო თუ დამწყები ხარ კურსი საფუძვლებიდან იწყება, ანუ აქაც უპირატესობით სარგებლობს გაუს კურსი. ასევე აღსანიშნავია გაუ თბილისის პიარ სკოლის კარგი რეპუტაცია.
სიმართლეს გეტყვი და ჩემთვის არცერთი სკოლა ან მათი ლექტორები არ წარმოადგენენ მეგობრებს, არც კი მქონია არასდროდ მათთან შეხება, მაგრამ შედარებისა და ლოგიკის საფუძველზე მე მგონია რომ გაუს სწავლების ხარისხი გაცილებით მაღლაა თუნდაც საათების რაოდენობის მიხედვით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუმცა გამიგია რომ თორნიკე გურული კარგი პედაგოგია. უბრალოდ ძალიან შემჭიდროვებული აქვთ პროგრამა. გაუში შენ გექნება მეტი საშუალება საურთიერთობოდ, ცოდნის მისაღებად და გასაანალიზებლად რადგან 26 გაკვეთილი გამოგდის თითო 3 საათიანი, თანაც ლექტორები ძალიან კარგები ჰყავთ.
guria:) ეს არის ჩემი პირადი აზრი, და შენ თვითონ უნდა განსაზღვრო შენი მიზანიი რა არის. თუ შენ ფიქრობ რომ თანხის დაზოგვა ღირს ხარისხის დაკლებად მაშინ აირჩიე ჯობს.გე, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიუხედავად დიდი პატივისცემისა თორნიკე გურულის მიმართ, ძალიან შემჭიდროვებულია განრიგი. თუ შენთვის ხარისხი მეტია და იმის საშუალებაც გაქვს რომ ამისთვის გაიღო თანხა მაშინ გაუ უნდა აირჩიო.
მაგრამ,,,, აქ არის ერთი მაგრამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, გირჩევ რომ ესტუმრო ორივე სკოლას და უშუალოდ, ადგილზე შეეცადო გაერკვე დეტალებში.
http://prschool.ge/geo/topics1.phpგაუ თბილისი პიარ სკოლაინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების და პიარის ზოგადი კურსიინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი
კურსის ხანგრძლივობა: 13 კვირა
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათიკურსის მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება.
თანამდროვე პიარ-კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მომავალში პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.
ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ-სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ-სამსახურის ფუნქციები
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
http://www.jobs.ge/geo/11230/სწავლებისა და განვითარების ჯგუფი გთავაზობთ სერთიფიცირებულ ინტენსიურ პროფესიულ ტრენინგ კურსს PR მენჯმენტში** კონცეფცია და მნიშვნელობა
** PR კამპანიების სახეები
** PR კამპანიის დაგეგმვა, იმპლემენტაცია და შეფასება
** მასმედიასთან ურთიერთობა
** ღონისძიებათა მართვა და PR
** PR ინსტრუმენტები და მათი გამოყენება
** PR პროექტი.
სწავლების ენა: ქართული.
განრიგი: ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ -
ოთხშაბათს და პარასკევს (18:30-21:30).
ხანგრძლივობა: 9 აპრილი, 2008 წ. - 25 აპრილი, 2008 წ.
ლექტორი: თორნიკე გურული.
გადასახადი:
265 ლარი.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ასე რომ არჩევანი შენზეა

საუკეთესო სურვილებით