მოგეხსენებათ, ქართული 20-წლიანი ნაციონალიზმი კრახის პირასაა (ნაციონალიზმის აქტიური ფაზა იგულისხმება, ე.წ. ერ-გან-მო-დან დაწყებული).
ვისაც არ სჯერა, ჭიანი ვაშლივით ამოღრუტნულ და კასტრირებულ (ან ფეხმოჭრილ) რუკას შეხედოს.
მარა რა, იმ ვიღაცამ, რომც შეხედოს ამ რუკას, რას გაიგებს რო? გაიგებს რამეს? ვერ გაიგებს. რატო? იმიტო რომ ამდენი ხანი თუ ვერ გაიგო, აწი მითუმეტეს ვერ გაიგებს. თანაც დრო არ ექნება. წაიღლაბუცებს, წაიღადავებს, შეიძლება წაუტიროს კიდეც ან შეიგინოს - რუსებს რა?! - და გადავა სხვა თემაზე - ტამპლიერებზე, ალისტერ კროულიზე, როკზე, კუდ-ზე, რაგბიზე და ასე შემდეგ, უსასრულოდ.
როგორც ქუთაისში იტყვიან, პოსტმოდერნია, ბიძია, ეს.
ქუთაისურ-თბილისური პოსტმოდერნია, მა რა არი, შეხედეთ ამათ ნაციონალიზმს. აი მაგალითად უზულა. ხოა ნაციონალისტი? მარა თან ტამპლიერიცაა, თან როკმენი, თან ბერსერკერი, კიდე რაღაცა, თან ბალახონში გამოწყობილი დემონურ პოზებს იღებს ფოტკებში.

- წიპიური "Бесовселение" და გართობა, პა ბალშომუ შჩოტუ.
ანდა მურზაკანი. ნუ, ერთი შეხედვით, აი ნამდვილი ჯიგარი ნაციონალისტი - ქართული ნიკით. მარა იმავე ადამიანს დრუპისაც ეძახიან. სად დრუპი და სად ნაციონალიზმი?

რაც მთავარია, სერიალში, დაჟე რეჟისორიცაა მგონი, ოფისი თუ რაცხა. რაო, ნაციონალისტური სერიალია?

არა, რა თქმა უნდა, თანამედროვე ახალგაზრდების იდიოტური ყოფა, გართობა, ღადავი, დახეული ჯინსები, ვირტუალური ეროტიზმი და ასე შემდეგ - ჩვეულებრივი ნაბორი.
ანუ გაორება, გასამება, გაოთხება და ასე შემდეგ გვჭირს, ვირტუალური რეალობა. შესაბამისად, "ნაციონალიზმიც" ვირტუალურია, ნაციონალიზმის სიმულაკრი.
თუნდაც ბელადი ავიღოთ - თვით მიშა. ერთი შეხედვით, მიშამ, ვერ დაუკარგავ, რეალური ომი დაიწყო. კი, ეს ქნა, რაც მართალია მართალი. ანუ რაღაც რეალური ნაბიჯი გადადგა.
მარა სინამდვილეში რა აღმოჩნდა ეს ყველაფერი? ისევ და ისევ სიმულაკრი, ომის სიმულაკრი. ორდღიანი ომი. ერთადერთი, რაც ამ ომისგან დარჩა, ესაა გალსტუკის მღეჭავი მიშას ან გაქცეული მიშას ვიზუალური სახე. ანუ, საბოლოოდ მოსპო რეალური ომის იდეაც კი. პლუს კიდევ ტელეგამარჯვება ანუ გამარჯვების სიმულაკრი. მიშას რეალობამ და ნებისყოფამ, ადამიანობამ დღენახევარზე მეტი ვერ "გაძლო" და ალბათ ასეც იყო წინასწარ განსაზღვრული, შემდეგ მიშა ისევ იქცა ჩვეულებრივ ტელემიშად, თავის ტელეგამარჯვებებთან, ტელეეკონომიკასთან და ა.შ. ერთად.
ანდა ეს ჩვენი ნაციონალისტები - რომელი დაიხოცა რეალურად? არცერთი. არცერთმა არ გასწირა სიცოცხლე, არ ჩააგდო საფრთხეში. ფორუმზე იჯდნენ ან რუსეთის საელჩოს წინ პიარ-ქციებს აწყობდნენ და ა.შ. ერთადერთი, აქტიური იუზერებიდან ისევ ფრენკი აღმოჩნდა რეალურ ომში.
ვირტუალური რეალობაა ეს ყველაფერი და გართობა, პა ბალშომუ შჩოტუ. რაგბის თამაშზე საცოდავ რუს რაგბისტებზე ზეიმი და ყიჟინა- რუსებს რა?

))
ამ ნაციონალიზმის მთავარი ლოზუნგიც ისეთივე ირაციონალური და მთლიანობაში შლეგურია, როგორც მთელი ჩვენი ყოფა. ესაა რუსეთისგან განთავისუფლების ლოზუნგი.
ანუ თავისუფლება არა რაღაცისთვის, არამედ თავისუფლება რაღაცისგან.
ამის მერე არ იციან, რა ქნან.

ის იდეა, უფრო სწორად, ემოცია აქვთ და ამით კაიფობენ პროსტა, ერთობიან, მოდური ლოზუნგია, კაი გასართობი.
ის, რომ ამგვარი "ნაციონალიზმი" ირაციონალურია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის ხალხი, ვინც ასე ენერგიულად და სიხარულით ებრძვის რუსეთს, არც კი უსვამს საკუთარ თავს კითხვას - მერე რა იქნება? ან: რითი სჯობია ამერიკის სამხედრო ბაზა რუსეთის სამხედრო ბაზას? ეს ემოციურ ფონად აქვს, რომ ამერიკა კარგია, რუსეთი ცუდი. მთელი ეს "ნაციონალიზმი" არის უბრალოდ ზომბირება ყოველდღიურობის მიერ და ემოციური გართობის, ცარიელი დროის შევსების ფორმა. რაციონალობა მასში თითქმის ნულოვან დონეზეა. ამიტომ არის, რომ ვერავითარი არგუმენტები ასეთ ზომბირებულ ადამიანზე ან არსებაზე ვერ მოქმედებს - არც ციფრი, არც ისტორია, არაფერი. მას სჭირდება გართობა, მისი განწყობა განპირობებულია რაღაც ფონით, რომელსაც ვერ აცნობიერებს და მიდი-შეუბერე.
რაც შეეხება ამჟამად ტელემიშას შეცვლას ახალი მიშათი. საერთოდ, რატომ დაისვა ეს საკითხი, რომ მიშას ცვლიან? უბრალოდ, ტელემიშა გაცვდა, როგორც ვიზუალური სახე. თანამედროვე ადამიანს სჭირდება ახალ-ახალი ვიზუალური სახეები. თან უსა-ში პირველი კიბორგი, ან უფრო სწორად, პროტო-კიბორგი პრეზიდენტი მოვიდა და ეს უკვე არქაულად ქცეული, რესპუბლიკული პროტესტანტების და მესიანისტების თოჯინა თუ ფრანკენშტაინი, თან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, აღარაა საჭირო. მართალია, ამ თოჯინას 90-იან წლებში ზრდიდნენ ჯერ კიდე, მაგრამ მაინც ბუშის დროს ჩამოყალიბდა საბოლოოდ.
ის კონგლომერატი, რაც მიშას წინააღმდეგ გამოდის, საკმაოდ ჭრელია. ერთი მხრივ, ძმები გრეჩიხები. ყოველ შემთხვევაში, აშკარად არქაული დისკურსი აქვთ, უხვად ჰომოფობია და კიდე ბევრი მისასალმებელი რამ.
იგივე ოქრუევიც, დაახლოებით ეგეთ პონტში, არა მგონია საფრანგეთში დიდად შეიცვალოს.
მეორე მხრივ, იუსუფოვი. ნუ, ეს იავნად ყველაზე იდეალური წიპი ობამოიდებისთვის -წყნარი, თერაპ.. კი არა და იურისტი, ცოლის ისა, ნუ ცასაკლაპია ლა. :დ
ეს აკიდეს ალასონიას, რომელიც, მე მგონი, დაახლოებით იგივე წიპაჟია. ნუ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
უბრალოდ მაინტერესებს თუ ობამოიდებმა მაინც იტოგში წელს მოაძრეს ტელემიშა, ალასონიას თავის უსუფასთან ერთად როგორ გაქაჩავენ და გრეჩიხებს და ოქრუევს როგო მოიშორებენ? არც ისე ადვილი იქნება, დაჟე ამ ჩვენი თბილისურ-ქუთაისური პოსტმოდერნის პირობებში,

რამეთუ არქაიკას მოშნად აამოძრავებენ გრეჩიხები, ჩემი აზრით.. მარა რაღაცას ათოხლებენ ალბათ. :დ
ხო დამავიწყდა - ტელემიშა გუშინ რო დავითის საფლავზე დებდა ფიცს, დღეს დოქტორ დოტის ლაჯებში გდია, იმ დოტის, რომელიც თავისი შიშველი ფეხის ტერფის ფონზე იღებს ფოტოზე ქართულ ეკლესიას. :დ ეკლესიებს გვინგრევენ?