S u p e r n a t u r a l / ანუ ზებუნებრივი.
ესეც ჩვენი ძვირფასი ზებუნებრივის მეორე თემა : )
თემის პირველი ნაწილის სანახავად მიჰყევით ბმულს
Supernatural პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ ტემას, ახალ განწყობას ... გისურვებთ კიდევ მრავალი ზებუნებრივი სერია გვენახოს და გვესიამოვნოს : )
აქვე დავდებ სეზონების ლინკებს და მის მოკლე შინაარსს : )
დასახელება: ზებუნებრივი
ჟანრი: დეტექტივი, დრამა, ტრილერი, მისტიკა,
წელი: 2005
პროდიუსერი: ერიკ კრიპკე
ენა: რუსული
როლებში: ჯარედ პადალეკი, ჯენსენ ეკლსი, ჯეფრი დინ მორგანი, ჯიმ ბივერი, სამანტა ფერისი, კეტი კესიდი, ლოურენ
მოკლე შინაარსი:
სერიალი ორი ძმის, დინი და სემი ვინჩესტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პარანორმალური მოვლენებს იკვლევენ. მოვლენებს, რომლებიც ლეგენდებსა და ფოლკლორს ეფუძნება. 
ბავშვობაში ისინი დედის სიკვდილის მოწმენი გახდნენ. გავიდა წლები და საეჭვო სიტუაციაში ქრება მათი მამა. სემი და დინი მის საძებნელად მიემგზავრებიან. ძმები დარწმუნებულები არიან, რომ თუ დედის სიკვდილის მიზეზს იპოვიან, ამით მამის მოძებნა გაუადვილდებათ.მამის პოვნის შემდეგ ისინი ერთად აგრძელებენ ბრძოლას დემონებისა და მოჩვენებების წინააღმდეგ.
Season I (Russ)-----------------------------------------------------------------

მეორე სეზონში ჩვენი გმირების თავგადასავალი გრძელება... ისინი უამრავ და უფრო საინტერესო ფათერაკებს წააწყდებიან.
Season 2 (Russ)-----------------------------------------------------------------

მესამე სეზონში სიტუაცია უფრო დაძაბული და შედარებით განსხვავებულად მიმდინარეობს, უფროსმა ძმამ მეორე სეზონში უზარმაზარი და აღმაფრთოვანებელი საქმე ჩაიდინა, რითიც მისი უმცროსი ძმა ძალიან ააღელვა .... ახლა კი ისინი ცდილობენ ეს საქმე მათ სასიკეთოთ შემოაბრუნონ
Season 3 (Russ)-----------------------------------------------------------------

მეოთხე სეზონში ძმების ოჯახური ბიზნესი უკვე ცხოვრების გზად და ნომერ პირველ საქმედ, უფრო მეტიც მისიად იქცევა.
ამ სეზონში სიუჟეტი უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება.
Season 4 (Russ)-----------------------------------------------------------------
ვოლფეიფერები : )
Wallpaper 1 Wallpaper 2 Wallpaper 3 Wallpaper 4Wallpaper 4 Wallpaper 4 Wallpaper 5Wallpaper 6Wallpaper 7Wallpaper 8Wallpaper 9Wallpaper 10ჯოჯოხეთში, დინის ჯოჯოხეთში ცხოვრების მცირე მონაკვეთი რომ აღვწერე ... ბარემ აქაც იყოს

- გააკეთე რასაც გეუბნები ! - ალასტერმა ცეცხლოვანი მათრახი ზურგზე გადაარტყა მსხვერპლს და ექვსას მეშვიდე ჭრილობას ახალი სისხლის ნაკადი შეემატა, მათრახზე კი სისხლი ისე შეშრა, როგორც ფუმფულა სქელ ღრუბელზე წყალი, - აბა ძვირფასო, კიდევ ერთი სახელის მოფიქრება მოგიწევს ... ვინ დავპატიჟოთ სტუმრად ჩვენს სტუმართმოყვარე მხარეში ? -
მის სასტიკ სახეს ღიმილი მოეფინა, წითელი თვალები ზიზღსა და სიძულვილს აფრქვევდა, აშკარად ეტყობოდა რომ ცხოვრებაში ერთადერთი სიკეთეც არ ჰქონდა ჩადენილი. მისი ცხოვრების თითოეული წამის განმავლობაში ის მხოლოდ რაიმე ცუდის გაკეთებაზე ფიქრობდა ... თუმცა ისიც ხომ ამისთვის შექმნა მისმა ყოველთვის სათაყვანებელმა მბრძანებელმა.
ბელსებული მას ყოველთვის ენდობოდა, დარწმუნებული იყო რომ საკმარისი რაოდენობით მისცა მის პირმშოს ყველანაირი ბოროტება, ალასტერიც არასდროს ღალატობდა მის ჭეშმარით მშობელსა და მბრძანებელს.
და აი ახლაც, როდესაც ლილითმა კიდევ ერთი თავგანწირული ადამიანის სული ხელთ ჩაიგდო, თავის ნაგაზებს დააგლეჯინა და ასე ტკივილით გამწარებული ჯოჯოხეთის უკიდეგანო, უსაშინლესი და უსასრულო ბოროტების სივრცეში გამოამწყვდია, გუშაგად და დამსჯელად ალასტერი დაუყენა, ბელსებულის ყველაზე ბოროტი მსახური.
დინ ვინჩესტერი, რომელმაც მისი ღვიძლი ძმისთვის სიცოცხლე დათმო, და ერთ წლიანი ჩვეულებრივი ცხოვრების სანაცვლოდ აქ, ჯოჯოხეთში უნდა მიეღო სამუდამო ტკივილი, ტანში გარებული ჰქონდა უთვალავი, გავარვარებული, ფოლადის მილები, რომელიც საშინელ ტანჯვას უასმაგებდა.
უკვე ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ძმისთვის სიცოცხლე დათმო, ორმოცი უსაშინლესი წელიწადი, ყოველწამიერი ტკივილი, ყოველწამიერი საშინელი ფიქრები, ყოველწამიერი ტანჯვა.... სხეულის ყველა წერტილში.
მის თვალწინ ნაწილებად იჭრებოდა ადამიანთა სხეულები, ის ადამიანები კი არ კვდებოდნენ, მხოლოდ ტკივილს განიცდიდნენ, ზოგს გავარვარებულ ლავაში ყრიდნენ და წვავდნენ, არც ისინი იხოცებოდნენ. ჯვარზე აკრავდნენ ხალხს, შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ, ეს ცეცხლი მათ კანს ჯერ აწითლებდა, შემდეგ აშავებდა, ხორცი იჭმუჭნებოდა და სითხეს ანთხევდა, ეს სითხეც ქრებოდა .... წესით ამ დონის დამწვრობამდე ადამიანი კვდებოდა ... თუმცა დემონების მსხვერპლნი ტკივილს იქამდე განიცდიდნენ სანამ ძვლის უკანასკნელი ნარჩენიც დაეწვებოდათ, შემდეგ კი ისევ უბრუნდებოდათ საკუთარი ტან-ფეხი და ტკივილი თავიდან იწყებოდა.
აქვე აწამებდნენ ჩვენს მთავარ გმირსაც, გმირს რომელმაც ასეთი განსაცვიფრებელი საქმე გააკეთა ძმის სიცოცხლისათვის, გმირი რომელიც უკვე ორმოცი წელიწადი ტკივილს იტანდა, და არ ასრულებდა მისი მწვალებლის სურვილს.
ალასტერმა მას მოლაპარაკება შესთავაზა, რომ თუ დინი დაასახელებდა ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის სახელსა და გვარს, იგი ერთი საათით დაისვენებდა ტკივილისგან, თუკი კიდევ დაასახელებდა სახელს, ისევ დაისვენებდა და ასე გაგრძელდებოდა ....
მაგრამ მხოლოდ დასახელება და სახელის თქმა არ იყო ყველაფერი ... ის ადამიანი ვისაც დინი აირჩევდა, მის წინაშე ლილითის ნაგაზები ჩამოათრევდნენ და მისნაირად აწამებდნენ.
ეს რა თქმა უნდა იცოდა დინმა ... მაგრამ ის გმირი იყო, გმირები კი არასოდეს ნებდებიან.
*******
- დინ, დინ, დინ .... - ჩემო მოკვდავო ... უკაცრავად, მკვდარო მეგობარო ... ხომ იცი, რომ უკვე მეორმოცე წელია რაც ერთად ვხალისობთ ... მე და შენდა სასიხარულოდ შენც .... - ალასტერი სარკაზმული ღიმილით მსხვერპლს გარს უვლიდა, - იცი რა დინ, მე შენი გამკვირვებია, ორმოცი წელიწადია ერთ პატარა თხოვნას არ მისრულებ, რა მოგივა, რომ ერთი ... მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი მითხრა ? - ალასტერმა დინს ხერხემალი გამოაძრო და მის მაგივრად გავარვარებული ფოლადი შეარჭო, - ერთი ადამიანის სანაცვლოდ, ერთი მშვიდი საათი დინ ... - დემონმა მსხვერპლს თავის ქალა აჰხადა და შიგ ნელა, თქრიალით და ბუყბუით ჩაუშვა ლავა, - აბა დინ, რას იტყვი ?
- გთხოვ, გეხვეწები, გემუდარები, დამანებე თავი, გემუდარები, გთხოვ, - ცრემლიც კი სწვავდა ისედაც გატანჯულ სახეს - გემუდარები, თავი დამანებე, - დინი მუდარით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მის მტანჯველს
- თავი დაგანებო დინ ? - შენ ერთ სურვილს არ მისრულებ, ერთ სრულიად უმნიშვნელო სურვილს დინ ... და თავი დაგანებო ?
ალასტერმა დინს მუცელი გამოჰფატრა და მარწუხებით გამოაგლიჯა ყველაფერი რასაც კი შეეხო.
- მხოლოდ ერთი სურვილი დინ .... მხოლოდ ერთი ადამიანი დინ.
- არასოდეს !
- მხოლოდ ერთი სახელი დინ ...
- არასოდეს!
- ერთი სახელი ...
- არასოდეს!
გავარვარებული უწვრილესი რკინის ჯოხები, მის უკანო თვალებს მიუახლოვდა და შიგ ცენტრში შეაღწია.
- ერთი სახელი დინ ვინჩესტერ !
- არასოდეს !
- ერთი სახელი მეთქი
- ტრაკზე მაკოცე !
- იყოს ნება შენი .... - ალასტერი უსაშინლეს არსებად იქცა, პირი ცეცხლით ჰქონდა სავსე და წითელი, გავარვარებული ალესილი კბილებით ეცა დინს და უკანალი მოაჭამა.
- არასოდეს !
- ალასტერმა ისევ ჩვეული დემონის სახე მიიღო ...
- ოჰ, მაშ მე შენთვის სურპრიზი მაქვს დინ.... - ან ერთი სახელი ან შენი უმცროსი ძმა შენს თვალწინ დაეშვება, ლილითის ლეკვებთან ერთად .
თუმცა შეუძლებელი იყო ისეთი ადამიანის ჯოჯოხეთში გამწესება რომელიც ცოცხალი იყო ... მას მისი მფარველი ანგელოზი იცავდა, მის მფარველ ანგელოზს კი მთელი სიკეთის არმია. ასე რომ ეს ისეთივე ტყუილი იყო, როგორც ჯოჯოხეთში ერთი პატარა სიკეთე მომხდარიყო.
- არა ... ოღონდ სემი არა... ოღონდ ჩემს სემს თავი დაანებეთ - დინი პატარა ბავშვივით აყვირდა.
სამამდე ვითვლი დინ - ალასტერს სახეზე კმაყოფილება ეხატა ... ერთი, ორი ... სა..
ელიზაბეთ პერსივალი ! - დინის ტანიდან ყველა მილი გაქრა, მოსალოდნელი სიმშვიდისა, მან უარესი ტკივილი მიიღო, ყველა წერტილი უარესად ასტკივდა, ალასტერი კი კმაყოფილი და გახარებული ხარხარებდა .....
მის წინ უდანაშაულო ახალგაზრდა ქალი, საზარელმა ნაგაზებმა მოათრიეს. ის იყო დაწვას უპირებდნენ რომ ჯოჯოხეთი სასწაულმა სინათლემ გაანათა.
უკიდეგანო სივრცეში გამოჩნდა თეთრი არსება, რომლის ვერც სახეს და ვერც სხვა ნაწილს ვერცერთი სულიერი თუ უსულო ვერ დაინახავდა .
ეს იყო ანგელოზი, რომელიც ღვთის საბჭომ გამოაგზავნა დინ ვინჩესტერის გამოსაყვანად.
დინტან კი უთვალავი დემონი გაჩნდა, ისინი გარს შემოეხვივნენ, თუმცა ძლიერმა სხივმა მათი ბრბო დაშალა და გაანადგურა.
კასტიელი დინისკენ დაეშვა, თეთრი ხელი მხარზე დაადო.
დინმა იგრძნო ის რაც ორმოცი წელი არ ეგრძნო ... ეს იყო უსაფრთხოების, სიკეთის, სიყვარულის, ბედნიერების, საამური სიმშვიდის გრძნობა .... და დინმა გონება დაკარგა ....
ცნობისთვის ვისაც აინტერესებს ბელსებული და ლილითი
LILITH
.უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი.ყველანაირი უსიცოცხლობის,უწმინდურობის დედოფალი.ლამიების,ბავშვთა მკვლელების მფარველი.
ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
BAALSEBUB
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,
ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.
ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ვებსაიტი - www.supernaturaltv.com
: )
აბა .....
დ ა ვ ი წ ყ ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე თ თ თ თ This post has been edited by Glorfindel on 21 Feb 2009, 02:23
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos