პირველად საქართველოში 2011 წლის 10 დეკემბერს,შაბათს 13:00-ზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების"(GSPSA) და "სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების" მიერ აღინიშნება ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე (IARD),რომელსაც მსოფლიოს მრავალს ქვეყანაში ძირითადად აღნიშნავენ ანთებული სანთლებით. ღონისძიების ჩატარების ადგილია "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავშესაფარი,ავღნიშნოთ ღონისძიება თავშესაფრის ცხოველებთან ერთდ, ღონისძიება უკვე რეგისტრირებულია IARD-ის ავტორ გაერთანება UNCAGED-ში
ყოველწლიურად აღინიშნება ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე (IARD) - 10 დეკემბერი - მისი მიზანია გავიხსენოთ ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი ცხოველები და ეს დღე მოგვიწოდებს ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის აღიარებისაკენ(UDAR). ამ ისტორიული კამპანიის მიზანია ადამიანთა უფლებებზე დააშენოს და დაარწმუნოს კაცობრიობა, რომ სიკეთეს და პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება.
უკვე მეცამეტე წელიწადია რაც ათასობით ცხოველთა დამცველი მსოფლიოში ამ დღეს აღნიშნავს ანთებული სანთლებით და სხვა ინსპირირებით. სოლიდური პიროვნებები ერთად იხსენებენ იმ მილიარდობით დაღუპულ ცხოველს რომელიც ადამიანის მიერ იღუპება მსოფლიოში ყოველწლიურად.
ღონისძიების ადგილი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, II მ/რ., I კვარტალი კორპ. 3ა
http://www.facebook.com/events/260652803992167www.vet-express.gewww.gspsa.org.ge * * *
პარალელურ რეჟიმში ბათუმში ახალგაზრდული ჯგუფი და ჩვენი მეგობარი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ბუნების შვილები" აღნიშნავს 10 დეკემბერს, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღეს, ვისაც არ შეგიძლიათ თბილისში მოსვლა და ვინც ახლოს ხართ ბათუმთან შეგიძლიათ მათ შეუერთდეთ. აჭარის რეგიონში მოქმედი ტელეკომპანია "TV25" აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ცხოველთა დაცვას და გააშუქებს ბათუმის ღონისძიებას.
შეგახსენებთ,რომ ორგანიზაცია "ბუნების შვილები" აქტიურად ეწევა ცხოველთადამცველობით საქმიანობას აჭარის რეგიონში, ცხოველთა მსოფლიო დღეს 4ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას სკვერში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა მათი წარმომადგენელი გულო ფუტკარაძე და სხვა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად მოაწერა ხელი ხელისუფლებისადმი მიმართვას.
This post has been edited by temucka on 8 Dec 2011, 22:32