Peter Kowald (1944-2002) იყო გერმანელი კოტრაბასისტი, თანამედროვე იმპროვიზირებული (ექსპერიმენტული) მუსიკის ერთ-ერთი შემქმნელი და ამ ჟანრის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. გამოირჩეოდა თავისი გახსნილობით და სურდა მუსიკის გლობალიზაცია, სხვა და სხვა კულტურის, მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხის მუსიკის ერთმენთში არევა და ამ არევის შედეგად ისეთი რამის დაკვრა რაც განსხვავებული იქნებოდა ყველფრისგან.
Peter Kowald-ის შემოქმედების გაცნობა - ეს ნიშნავს თანამედროვე იმპროვიზირებული მუსიკის გაცნობას და არა მარტო ჯაზ-მუსიკის, თუმცა ამას შეიძლება ექპერიმენტული ჯაზიც დაერქვას. ეს არის მუსიკალური ექსკურსია მსოფლიოს გარშემო, სხვა და სხვა კულტურებსა და ეთნოსში.
თავად Peter Kowald განსხვავებული იყო სხვა მუსიკოსებისგან, მისი ბუნებრივი მოთხოვნილებები იყო განსხვავებული იმისგან რაც 60-იანებში იყო მიღებული საზოგადოებაში მუსიკად. დოკუმენტურ ფილმში ”Rising Tones Cross”, რომელიც გადაღებულია 80-იანი წლების დასაწყისში და რომელიც მოგვითხრობს Peter Kowald-ის ტურს New York-ში (და რომელსაც საუკუნეა ვეძებ და ვერსად ვერ ვნახე რომ გადმოვწერო

) იგი უკრავს უამრავ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მუსიკოსთან. მაგალითად დუეტი საქსაფონისტ John Zorn-თან და New York-ის რომელიღაცა მიწისქვეშა სარდაფში ნაპოვნი რეპერი, რომლის სახელი ნახევარზე მეტმა რეპის მსმენელმა მსოფლიომ არც კი იცის.
Peter Kowald-ი ასევე იყო ძალზედ ინდივიდუალური ხასიათის, ჟღერადობისა და ტექნიკის კონტრაბასისტი. გარდა ჯგუფური შესრულებისა მას აქვს სოლო კომპოზიციები, სოლო პერფორმანსები და მისი ყველაზე ცნობილი სოლო ალბომი
”Was Da Ist” (რაც იქ არის).
მისი მუსიკა რთული მოსასმენია და ძნელად აღსაქმელი, ეს არ არის ერთი შეხედვით მხოლოდ და მხოლოდ ხემის კონტრაბასზე გასმა გამოსმა, ეს არის ზოგჯერ ზუსტად გათვლილი თემები, ზოგჯერ ქაოტური ნოტები, ზოგჯერ ერთი შეხედვით ქაოტური მაგრამ რაღაც სისტემაში მოქცეული თემები, სხვა და სხვა სახის განწყობა გადმოცემული აბსოლუტურად განსხვავებული ფორმებით, ზოგჯერ მძიმე, ზოგჯერ მსუბუქი, ზოგჯერ მომაბეზრებელი, ზოგჯერ საშიში ან აუტანელი, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანში იყოს და რისი ჩვენებაც უნდა და ამაზე თავადაც საუბრობს:
”როდესაც მე ვუკრავ მაგალითად სოლოს, ამ საღამოთი დუეტი დავუკარი, მაგრამ როცა ვუკრავ სოლოს, ვგრძნობ, რომ შემიძლია ჩემი ყველა მხარე გამოვაჩინო. არის მედიტაციური მხარე, რაც ვფიქრობ თითოეულ ჩვენგანშია, მაგრამ ასევე არის აგრესიული მხარეც, ცანცარა მხარეც, სერიოზული მხარეც და სასაცილო მხარეც... და საზოგადოება ხშირად არ გაძლევს უფლებას რომ გამოაჩინო შენი ყველა მხარე, იმიტომ რომ ლიმიტირებულია, ლიმიტს გიწესებს, გზღუდავს. მაგალითად, არ შემიძლია მე დავდგე და ვიტირო ქუჩაში, ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვიტირო ჩემ ბასზე და ხალხი მიიღებს ამას როგორც - ”ამ კაცს შეუძლია იტიროს თავის ინსტრუმენტზე...”
Peter Kowald-ს ვისთან ერთად დაუკრავს არ ჩამოვწერ, რადგან ეს ნიშნავს თითქმის ყველა ცნობილი ავანგარდისტ და Freejazz მუსიკოსების ჩამოთვლას, აქ მოცემულია მათი არასრული ჩამონათვალი:
http://en.wikipedia.org/wiki/Peter_Kowaldდავდებ პირველ რიგში ალბომს Was Da Ist.
Peter Kowald - Was da ist (1994) - solo albumშემდგომში დავდებ ალბომს "Adult Games"-ს. დუეტი Sainkho Namtchylak-თან.
აბა ჰე
მიმაგრებული სურათი