მოკლედ უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს ეს ვითომდა პატივისცემა რომელიც ნელ ნელა მარაზმად გარდაიქმნება.
- არ ადგე მე გადავიხდი! არა მე ლარიანი მაქ და ბარემ მივცემ ამ დროს კი მეასმე მიაწვდის მძღოლს 2 ლარისანს და თავი დიდი გმირი გონია, წამიერ დიდებას განიცდის იქ მჯომთაგან

.
მაგრამ როდი მთავრდება ყველა მომენტი ასე მშიდობიენად.
- ესეიგი პიროვნება მიდის "მარშუტკის" გაჩერებასთან საკმაოდ ეჩქარება მაგრამ უცებ შეუნელა ნაბიჯს და მეტიც ახლო მყოფ მაღაზიაში შევიდა და რატო

მან შორიდან შეამჩნია თავისი თანამშრომელი მაშინვე თავში გაუელვა რომ მისთვის (ზედმეტი) 20 - 30 - 40 - 50 - თუ - 70 თეთრი უნდა გადაეხადა და ამიტომ აარიდა თავი.
- ეს კი ყველაზე მძიმე შემთხვევაა რასაც მე შევესწარი

მოკლედ "მარშუტკა", ეგრედ წოდებული მიკროავტობუსი

გაჩერდა და ივსება ხალხით ეხლა რა ხდება ამოვიდა ქალი და დაჯდა უკანა ნაწილის პირველივე სკამზე საიდანაც ყველა ჩამსვლელ ამოსმვლელს ხედავდა, შეიძლება არ უნდოდა მარა იძულებული იყო დაენახა. ხოდა ამოვიდა ხალხი და ამოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ამ ქალმა კი მყისვე მიატრიალა თავი ფანჯრისკენ, ბიჭმა ღიმილით შეხედა მაგრამ პასუხად თავის უკანა ნაწილი დაინახა

. სხვანიც ამოვიდნენ და დაიძრა ეს ჩვენი მიკროავტობუსი.
ერთი 15 წუთის შემდეგ როდესაც "მარსშუტკაშ" მხოლოდ მე, ქალი და ის ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით, დადგა ჩასვლის დრო. ეს ქალი განაბული ზის და არ ინძრევა რადგან გრძნობს ბიჭის მოახლოებას და ამასთან შეაცურა ჩანთაში ხელი საიდანაც სიმწრით ამოიღო ლარიანი, ისე რომ სახეზე არ იმჩნევდა, მოკლედ მოახლოვდა ეს ბიჭი ჩაუარა ქალს და მძღოლს ფული გადაუხადა, ქალმა ამოისუნთქა გადავრჩიო და ისევ ხურდას დაუწყო ჩხრიალი 4 წამის შემდეგ კი ბიჭმა კარიდან დაუძახა:
გადახდილია თქვენი წოწია ანა!
ქალმა კი მიუგო:
უი გიორგი ვერ დაგინახე როგრ ხარ, დედაშენი როგორაა?!
ხელი კი ისევ ლარიანისკენ გასწია რითაც ბიჭს აგრძნობინა რომ დამენახე აუცილებლად გადაგიხდიდიო
ბიჭმა სწრაფი უაზრო ღიმილით შეხედა და გაუდგა გზას...
ამ სპექტაკლის მომსწრე ისე გამეცინა რომ მეც იმ ბიჭითან ერთად ჩავედი, თორე იტყოდნენ გიჟია ეს ვინარიო
მოკლედ აი ეს არი რაც უნდა მეთქვა, ძაან მაინტერესებს თქვენი აზრიც
This post has been edited by Roy! on 28 Oct 2008, 15:33