ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.
ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).
მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.
2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს
ტიპებიარსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.
პირადი/პერსონალური ბლოგიპირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.
კორპორატიული ბლოგიუმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.
მედია ტიპის მიხედვითვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)
მოწყობილობის (device) მიხედვითბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).[2] ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.
ჟანრობრივიზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).
კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგიკითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.
საზოგადოება და კატალოგინგი
ბლოგოსფერობლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რახან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ისინი შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი. „ბლოგოსფეროში წარმართული“ განხილვები მედიის მიერ მიჩნეულია, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახანს ეძახიან (ბლოგობა?) Bloghood-ს.
ბლოგძიების სისტემებიბლოგძიების სისტემებით ეძებენ ბლოგების შიგთავსს. ასეთი სისტემებია: GoogleBlogSearch[1]Bloglines[2], BlogScope[3] და Technorati[4]. ტექნორატი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ბლოგძიების სისტემებს შორის, უზრუნველყოფს უახლესი ინფორმაციის მიწოდებას, პოპულარული ძიებების და იარლიყების (tags) შესახებ, რომლებიც კატეგორიებად ყოფენ პოსტებს. კვლევითი საზოგადოება მუშაობს ძებნის ახალი გზებს გამოგონებაზე, keyword-ების გვერდის ავლით, რათა უფრო მარტივი გახდეს ბლოგოსფეროში წარმოდგენილი უზარმაზარი ინფომაციის ზღვაში ნავიგაცია. ერთი ასეთი პროექტია BlogScope.
ბლოგსაზოგადოებები და დირექტორიებიარსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog.
ბლოგი და რეკლამაბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პუპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.
ქართული ბლოგოსფეროქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად
http://Blogger.com და
http://Wordpress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.
პირად ბლოგებზე ირჩევა საზოგადოებრივი პრობლემები, იწერება გასართობი, შემეცნებითი შინაარსის სტატიები. როდესაც სხვა მედია საშუალებები მიუწვდომელია, ქართული ბლოგოსფერო აქტიურად იწყებს ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია როკოს ბლოგი (
http://rocko.ge ) [3], რომელმაც 2007 წელს ეროვნულ ინტერნეტ-კონკურში - topsite.ge - გაიმარჯვა, ნომინაციაში ”წლის საუკეთესო საინფორმაციო საიტი”.
გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები[4], სილამაზესთან და ქალურ რჩევებთან დაკავშირებული მრავალ-ავტორიანი ბლოგები[5]. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის[6], მუსიკის[7], ბიზნესის, ეკონომიკისა და საბანკო–ფინანსური სექტორის შესახებ FinGeorgia[8]
ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა”[9], პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…
წყარო:
ონლაინ-ენციკლოპედია.
პოპულარული ბლოგები http://rocko.gehttp://landish.gehttp://sweet.gehttp://artidea.wordpress.comhttp://bigcrow.wordpress.comhttp://dodka.wordpress.comდა სხვა...
P.S ჩემი ბლოგია
http://4money.blog.ge
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ