tamuna_mptმასზე გამოსახული წარმატებული იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი ბრიუგეში წარმოადგენდა მედიჩების სახლის სავაჭრი ინტერესებს.მასში აისახება ის ყველაფერი,რის გარეშეც ვერავინ ვერ ჩამოყაილბდებოდა იმ დროში "წარმატებულ პიროვნებად": მიზანდასახულობა,პატივმოყვარეობა,სიმკაცრე,ძლიერი ხასიათი
მის გვერდით ახალგაზრდა მეუღლე ჯოვანა ჩენამი კი პირიქით განასახიერებს სინაზესა და მორჩილებას. ხასიათის ეს ყველა ინტიმური შტრიხი გასაოცარი ფსიქოლოგიურობით აქვს ასახული მხატვარს,
თვითონ ნამუშევარის თემა არის ცოლ-ქმრული ერთგულების ფიცის.
იმ დროს თურმე ეს ცერემონია,რომელსაც მხოლოდ 2 ადამიანი უნდა დასწრებოდა მთელს ჰოლანდიაში ყოფილა გავრცელებული და თავისი მნიშვნელობით საეკლესიო ცერემონიას უტოლდებოდა.
ფორთოხალი მიანიანიშნებს მათ ცოლ-ქმრულ ბედნიერებასა და იდილიაზე;
ფეხსაცმელები და ძაღლი ცოლ-ქმრულ ერთგულებაზე;
წმინდა მარგარიტას პატარა ქანდაკება მიანიშნებს,რომ ეს ქალი კარგად იმშობიარებს

1 სანთელი,რომელიც ჭაღზე ანთია- თვითონ ცერემონიის არსის ბრწყინვალებაზე;
დაულაქავებელი სარკე-სისუფთავეზე;
ყველა ეს შტრიხი ცალცალკე, ერთად ქმნის ოჯახის,როგორც "პატარა ტაძრის" სომბოლოსა და იდეას.
ვან ეიკის ეს ნახატი იმდენად მრავალფეროვანი და ორაზროვანია,რომ საეჭვოა მისი არსის გარკვევა ოდესმე მოხერხდეს მთლიანად.
სხვათა შორის ამ ნახატთან დაკავშირებით ბევრი სასაცილო ამბავი დადის
ერთ-Eრთის მიხედვით ვან ეიკი21-ე საუკუნის ბოლოს ლამის ნოსტრადამუსად აქციეს,რადგან მავანნი ფიქრობდნენ,რომ ეს ჯოვანი არნოლფინი გაჭრილი ვაშლივით გავჰგავს არც მეტი არც ნაკლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს

ისა ეს ძააან მცირე და მოკრძალებული რასაც ეხლა ვასწრებ
გაგრძელება იქნება

ბიოგრაფია გაინტერესებს?