მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპის გათვალისწინებით (

) უნდა გავიხსენოთ ეს თარიღიც
ოცი წლის წინ, 1989 წელის მარტში Tim Berners-Lee -მ (მისი სრული სახელი ტიტულით შემდეგია: Sir Timothy John Berners-Lee) წარმოადგინა გლობალური ქსელის პირველი ნიმუშები. ეს ეხლა ქვია გლობალური ქსელი, თორემ მაშინ ეს ლაბორატორიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის გაკეთდა.
ჰო, რაც მთავარია ბატონი Tim Berners-Lee-ის ეს იდეა განხორციელდა CERN-ში. ასე რომ ცერნი არ არის ის ადგილი სადაც გიჟი ფიზიკოსები მხოლოდ შავ ხვრელებს ქმნიან (ზოგიერთის აზრით

).
ამჟამად Tim-ი (ანუ Tim Berners-Lee და არა ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი

) მუშაობს GGG სისტემაზე. GGG - "Giant Global Graph" ერთგვარი ალტერნატივა world wide web-ის. ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო სოციალურ ასპექტებზე მახვილდება. მოკლედ ამ კაცს ისევ დიდი გეგმები აქვს.
ესეც ლინკი ცერნის საიტზე -
http://info.cern.ch/www20/ 
წყარო :
ინტერნეტის დაბადების დღე 
ვიფიქრე მეცნიერებაში არის და წწწში რატომ არ უნდა იყოსთქო