"სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. სასწავლო სახელმძღვანელოები სავაჭრო წერტილებშიც გაიყიდება სადაც წიგნის მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება.
სხელმძღვანელოების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ.
სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალია განთავსებული. მოსწავლეებს შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. სამინისტროს ინფორმაციით, გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციით სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას განაგრძობს. 2012-2013 სასწავლო წელს 1,069,530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128,919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა."
http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=3627