დიდხანს ველოდი ამ დიდებულ დღეს როდესაც ჩემი ტანჯული ერი კვლავ იზეიმებს გამარჯვებას და კვლავ დაამარცხებს ურჩხულ ტირანს, რომელმაც საკუთარ ხალხზე ხელი აწია და ერი დააწიოკა.
მოვიდა ერის მიერ თქვენი განსჯის დრო და რომ გეგონათ მეფენი მეფობენ, დღეს დაგიმტკიცებთ რომ დრონია ამ ჟამის მეფე...
მარტოხელა ქალს ერთი შვილი მოუკალით და ცრემლი აგემეთ ცხოვრების ბოლო წამამდე სანდროს დედას.. - არ შეგრჩებათ!
ინფრასტრუქტურა, მიწა, წყალი, სტრატეგიული რესურსები გაყიდეთ და ჯიბე გაივსეთ გაუმაძღარო ღორებო - არ შეგრჩებათ!
ქვეყანას დააკარგვინეთ 20% ტერიტორია თქვენი უტვინოობითა და გამოუცდილობით, თქვენი ლაჩრობით და იდიოტიზმით 300 ქართველი დაიღუპა - არ შეგრჩებათ!
სრული პოლიტიკური მონოპოლია მოიპოვეთ სინდისის და ნამუსის ფასად - არ შეგრჩებათ!
ადამიანის უფლებებს არღვევთ, ხალხს ატერორებთ თქვენი სკამების და გაუმაძღარი ტრაკების გამო თქვე ღორებო - არ შეგრჩებათ!
მომავალი თაობის და ქვეყნის მომავალი 30 ვერცხლის ფასად გაყიდეთ - არ შეგრჩებათ!
როდესაც ქართველი ლტოლვილი კვდებოდა შიმშილით, თქვენ სახელმწიფო ხარჯზე პუტანკები ჩამოგყავდათ უცხოეთიდან - არ შეგრჩებათ!
სიტყვის თავისუფლება პროპაგანდად აქციეთ და ქართული ერის სიტყვას ფასი დაუკარგეთ - არ შეგრჩებათ!
ზურა ჟვანია მოკალით რომ სკამი არ გაგეყოთ თქვე ღორებო - არ შეგრჩებათ!
ხალხს ზურგი შეაქციეთ და საკუთარი ჯიბის მონები გახდით - არ შეგრჩებათ!
ერი გაძარცვეთ მატერიალური და სულიერი სიმდიდრისგან - არ შეგრჩებათ!
სულ რამოდენიმე საათი დარჩა და ჩვენი დიდებული, დაუმონებელი, საამაყო ქართველი ხალხი განაჩენს გამოგითანთ...გეშინოდეთ და ძრწოდეთ თქვე ნაბიჭვრებო!
This post has been edited by karlos_ on 9 Apr 2009, 04:40