#13308607 · 9 Apr 2009, 18:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქციაზე დარღვევების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ “საინფორმაციო ცენტრ - 09”-საც მიმართონ
აქციაზე დარღვევების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ “საინფორმაციო ცენტრ - 09”-საც მიმართონ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ “საინფორმაციო ცენტრ 09”-ს, სადაც მორიგეობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები; ისინი არა მხოლოდ დააფიქსირებენ აქციების დროს მომხდარ დარღვევებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევენ. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვინც შენიშნავს რაიმე დარღვევას 9 აპრილის და შემდგომი მანიფესტაციების მიმდინარეობისას ასევე მიმართოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს; ან დარეკოს ცხელ ხაზზე - 99 58 98; ან მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს - მაჩაბლის ქუჩა 11.
--------------------
better late than never
|