არც ნოსტრადამუსი ვარ და მით უმეტეს კაკულიობაც არ მხიბლავს. მე უბრალოდ შევეცდები ჩემეული პროგნოზი გავაკეთო საქართველოში უახლოეს მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები და რა შესაძლებლობა მესახება გამოსავლად ამ არა თუ პატური, მგონია უკვე საქართველოსთვის წამგებიან მდგომარეობაში.
შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფორუმელების აზრი იმ კონკრეტულ კითხვაზე, რასაც დავსვამ.
ხელისუფლებას მორალური რესურსი არ აქვს იმისა, რომ ძალით დაშალოს აქციები. თანაც გააქტიურებულია თვითგადარჩენის ინსტიქტი. თუმცა მას ჯერ არ აქვს განცდა იმისა, რომ ყველაფერს სრულად კარგავს, ამიტომ არაა წამსვლელი არა უბრალოდ დიალოგზე, არამედ სერიოზულ დათმობებზე.
თუმცა უსასრულოდ მიტინგები ვერ და არ გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ დროში გაწერილი მოქმედებების ხალხი. თანაც ოპოზიცია არ გამოიყენებს ძალას, და არა მარტო იმიტომ, რომ არ უნდა, არც რესურსი აქვს ამისა. შესაბამისად, სათუოა უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდეს იმ შედეგის მიღება, რისი მოლოდინიც ოპოზიციამ ხალხს შეუქმნა. და თუნდაც ასე მოხდება, მაშინ ახალი რეალობა გაჩნდება, იმ ოპოზიციური ლიდერებით, ვინც, მომიტევეთ, მარა პირადად მე არ მგონია, მოძებნიან რესურს ქვეყნის შედარებით უმტკივნეულოდ ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. ამას თან დაერთვება ის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ვერც კანონი და ვერც მერაბიშვილის შექმნილი მარგინალური ვერტიკალი ვეღარ შეაკავებს იმ შესაძლო ძალისმიერ ტალღას, რაც შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოების გარკვეულ ძალებს.
თუ აქციები დროში გაიწელება, უფრო მეტია ალბათობა იმის, რომ ოპოზიცია ამ გზით ვერ შეძლებენ შედეგის მიღებას, რაც სერიოზულად გაამწვავებს ვითარებას. მერე მიშა უფრო მარგინალური მეთოდებით განაგრძობს მმართველობას, არ ვიცი როდემდე.
მოკლედ ისეა როგორც ზღაპარში მარჯვნივ წახვალ - დაიღუპები, მარცხნივ წახვალ - იგივე გელის.
არის ერთი გზა პირდაპირ. ამის თაობაზე მინდა გკითხოთ.
1989 წლის 9 აპრილს პატრიარქმა მიმართა თავის ხალხს, მარა მას არ დაუჯერეს. შედეგი ვნახეთ
პატრიარქმა გუშინაც მიმართა თავის ერს, და ვნახეთ, მისი მიმართვა როგორ დაჩეხეს და დაანაწევრეს.
ეკლესია ამბობს რომ არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში. მომიტევონ, მარა ესე ხდება მას მერე რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა იმპერიის დანგრევის მერე, თორე ისტორიას თუ გადავხედავთ, დედა ეკლესია ყოველთვის ქართული სახელმწიფოებრიობის არა პასიური, არამედ ყველაზე აქტიური დამცველი იყო, ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდებში.
ზუსტად ასეთ კრიტიკულ პერიოდში ვართ დღეს.
აქედან გამომდინარე დღეს გვერდზე განდგომის და მარტო მოწოდებების დრო არაა.
უწმინდესი არის ერთადერთი ადამიანი, ღვთით კურთხეული, ვინც სრულიად საქართველოსთვის არის ის პიროვნება, ვისი თავდადებაც იგნორირებული ვერ იქნება. დიახ, თავდადება, რადგან ის, რაც მე ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, მისგან სერიოზულ თავდადებას მოითხოვს. მესმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, მარა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ, თუ ეს აზრი მიეწოდება, წამსვლელია ამაზე.
აუცილებელია არა უშედეგო და დროში გაწერილი დიალოგი, არამედ სერიოზული კომპრომისები ხელისუფლების მხრიდან და ოპოზიციის მზაობაც ამაზე. კონკრეტული პირობები და ვალდებულებები, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მერე დაიდება.
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს საქართველომ სერიოზული პოლიტიკური კატაკლიზმები, ღმერთო მომიტევე, მარა პატრიარქის ადგილას ვიტყოდი: - "სანამ ისინი, ვისაც ხელეწიფება ქვეყნის მართვა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ვინც ქმნის პოლიტიკურ ამინდს და ვინც არის პასუხისმგებელი ქვეყნის - როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნაზე, არ მიიღებენ ქვეყნისთვის აუცილებელ, თუმცა პირადად შეიძლება წამგებიან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, მანამ მე განდეგილად დავდგები, მაგ. შიო მღვიმეში ან ნებისმიერ სხვა უფლის სახლში!"
ეს იქნება ისეთი ქმედება, რომლის იგნორირებას ვერ შეძლებს ვერც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, და არა მარტო...
ამის მერე მოხდება სრული სულიერი ლუსტრაცია ქართული პოლიტიკური სპექტრისა თავის პოზიცია-ოპოზიციით.
თქვენი აზრი ამ მოსაზრებაზე, ის პლის-მინუსები, რაც შეიძლება ამას მოყვეს
* * *
ამ თემის გახსნა მთხოვა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც არ აქ ამ ფორუმზე ნიკი

ძალიან აინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ თელასთან დაკავშირებით, შემოვა და წაიკითხავს, არ დაიზაროთ