#13336228 · 11 Apr 2009, 12:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე იშვიათად ვერევი ფორუმელების დისკუსიაში, მაგრამ ახლა მინდა გკითხოთ: რა უნდა ქართველ ხალხს? ანუ მოდურად რომ ვიკითხო - რა შეკვეთა აქვს ხალხს?
მე მგონია, რომ ქართველ ხალხს ამ ეტაპზე სულაც არ უნდა რადიკალური ცვლილებები ქვეყანაში. ამაზე მოწმობს მათი დუნე აქტიურობა მიტინგებზე, მოძველებულ ლოზუნგებზე რეფლექსური რეაგირება ყვირილით და შეძახილებით - ყველაფერი ეს კარგად ნაცნობი, მრავალჯერ გადაკითხული წიგნის იგივე გვერდებია. ოპოზიცია უუნაროა შესთავაზოს ხალხს ახალი ხედვა, გამოსავალი ახალი ბელადის შეცვლის გარდა. ეს კი ისევ მანკიერ წრეზე ტრიალს ჰგავს.
ქართველებს ეზარებათ უკვე მიტინგეზე ყვირილი, ერთხელ მივიდნენ სეირის საყურებლად, ახლა იფიქრეს - ცუდი ამინდია, სჯობს სახლში დავჯდეთ და ხანდახან ტელევიზორს შევხედოთ, რა ხდებაო.
ალბათ, სჯობს საბოლოოდ დასრულდეს ეს მიტინგობანა და ერთიან ეროვნულ იდეოლოგიასა, ქვეყნის სტრატეგიებზე და განვითარებაზე ვიფიქროთ.
|