#13406570 · 15 Apr 2009, 15:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას!
2009 წლის 18 მარტს დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი "ნათელი მომავალი".
ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
•საქველმოქმედო საქმიანობა ქრისტიანული სახარების ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე; •დაეხმაროს ფინანსურად და მატერიალურად: -მარტოხელა და მარჩენალ დაკარგულ დედებს; -ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს; -მოხუცებულთა თავშესაფრებს; •ხელი შეუწყოს ობოლ და უდედმამო ბავშვებს პროფესიული განათლების დაუფლებაში; •აქტიური მონაწილეობა მიიღოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაცია-მშენებლობის დაფინანსებაში; •მარტოხელა და მარჩენალ დაკარგული დედები და ზრდასრული ასაკის უდედმამო და ობოლი ბავშვები დაასაქმოს ფონდის კუთვნილ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობებში ფონდის მიზნების განხორციელებისთვის.
ფონდის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, ფონდის ამოცანებია:
•ფინანსური რესურსების მოძიება როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი იურიდიული ორგანიზაციებიდან და ფიზიკური პირებისაგან; •მჭიდრო კავშირი საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ურთიერთშორის ინფორმაციის გასაცვლელად;
მიზნების მისაღწევად ფონდი, კანონით დადგენილი ფარგლებში, განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
•მიიღებს შემოწირულობებს უცხოური და ადგილობრივი იურიდიული ორგანიზაციებიდან და ფიზიკური პირებისაგან; •სრულად ან წილობრივი შენატანის სახით დააფუძნებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
გთხოვთ დამეხმაროთ ვისაც სურვილი გაქვთ:
1. შევიმუშავოთ ვებ-გვერდის დიზაინი; 2. რეკლამირება გავუკეთოთ და ფართო მასებს გავაცნოთ ფონდის არსებობა; 3. დავუკავშირდეთ უცხოელ და ადგილობრივ ორგანიზაციებს და კერძო პირებს შემოწირულობების შესაგროვებლად.
მე მარტო ამ საქმის განხორციელებას დიდხანს მოვუნდები.
მერწმუნეთ, დიდი მადლია მათ თვალებში სიხარულის ნაპერწკლის დანახვა.
პირადი კონტაქტისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ: zurabge@yahoo.com-ზე.
|