აი, აი. ... ჩვეულებრივი ბიჭები რატომ არ გაგახსენდა?
აი, რა ვიცი, რომ უყვართ კიდეც, ზოგჯერ კიდეც ჩხუბობენ, ბრაზობენ, ყვირიან, გინებიან კიდეც ზოგჯერ. . .ძალიან ძალიან იშვიათად ტირიან კიდეც, ზოგჯერ ძალიან მურთაზებიც რომ არიან, ზოგჯერ სვავენ კიდეც და გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებსაც "აშანშალებენ". ზოგი ფულიანია, ზოგიც-უფულო, ალბათ უნდათ უკეთესები იყონ, ზოგჯერ გამოსდით, ზოგჯერ-არა.
ისეთები, რომ ცდილობენ ერთგულები იყონ. . . ნუ, ესეც არ გამოსდით ხანდახან.
კიდევ. . . კიდევ, ალბათ ჭკვიანებიც არიან, თუმცა არც ისე ჭკვიანები როგორც ბევრი სხვა. . . ალბათ.
ნუ, შეიძლება არც გადაუშლიათ წიგნი 1-2 წელია, მაგრამ იქამდე წიგნებსაც კითხულობდნენ.
სუულ ადრეულ ბავშოვობაში პატარა ველურებს, ტომ სოიერს და ჰეკ ფინს რომ ბაძავდნენ, მშვილდ-ისრებით რომ დარბოდნენ. ცოტათი რომ გაიზარდნენ ნოდარ დუმბაძეს რომ კითხულობდნენ და სტუდენტობაზე ოცნებობდნენ, მდგმურობაზე, უფულობაზე და . . და მერიზე.
მერე სტუდენტებიც რომ გახდნენ. სრულიად ჩვეულებრივები, ან-ზარმაცები, ან-ბეჯითები, თუმცა არავისგან გამორჩეულები, "ტუსოვკებზე" და "ფართიებზე" სამარიაჟოდ რომ არ დადიან და მარტოს სადმე პარკში ჩამიჯდომა, ქვიშაში მოთამაშე ბავშვების ყურება და ერთი ბოთლი ლუდის (ან ლიმონათის, ან თუნდაც კოკა-კოლას) დალევა რომ ურჩევნიათ. . . სრულიად ჩვეულებრივები, უბრალოები რომ არიან. .
"ნაცრისფერი მასის" წარმომადგენლები. არა, არამგონია, არამგონია ასე იყოს. . . ან არ მინდა ასე იყოს.

აი ასეთ ბიჭებზე რატომ არ დაწერ არაფერი?
This post has been edited by lemona on 14 Jul 2008, 23:39