ეხლა რამ გადამაწყვეტინა ახალი თემის გახსნა!
რაც ამ ფორუმზე შემოვდივარ(უკვე დიდი ხანია, წლების წინ სხვა ნიკი მქონდა

) ძალიან მაკვირვებს ქართველი მამრების მოწოდებები-ქართველო ქალებო დაკავდით სექსით, უსექსობა სირცხვილი, კომპლექსების ნიშანი, ჩამორჩენილობა და გოიმობაა
არადა ვინაა ეს ხალხი? პროსტა გაიხედ-გამოიხედეთ სანაცნობო, სამეზობლო-სანათესაოში ეგრე აზროვნებს ვინმე? აქ როგორ ცხოვრებასაც მოუწოდებენ მაგის ნახევარი რომ გააკეთო ალბათ ჯორზე უკუღმა შეგსვამენ და ტალახის სროლით გარბენინებენ
ვის ატყუებთ, რა გინდათ? თქვენ არ ხართ ეგ საზოგადოება ვინც ახალგაზრდა გოგოზე, ველიკაზე თუ დაჯდა ან ცხენოსნობით ან მოტოციკლეტით თუ დაინტერესდა ზნაჩიტ "რაღაც" აწუხებს; მოკლე კაბა თუ ჩაიცვა ე.ი. კაცი უნდა და გული უნდა აირიო მაზე საძმოში, რო თურმე გაიგეთ ბიჭებო "ნინო" გაბოზებულა; ბიჭთAნ ერთად თუ გაიარა ზნაჩიტ იმ ბიჭის ნაშაა(ჯერ იმასაც არ გაიკითხავთ, იქნება ბიძაშვილია

) და კისრის ღრძობამდე რომ თვალს გააყოლებთ და "ვაიიიი საწყალი მისი მშობლები, ეს რა გამოვიდა"

; და სხვა ამაზე უარესი კიდე...
ეხლა არ თქვათ მაგსე დაკომპლექსებული და გოიმი სასტავი ამბობბსო-მაშინ მე გეტყვით რომ საქართველოში რადგან თითქმის ყველა ესე ლაპარაკობს, ქართველები ასეთები ვყოფილვართ და შესაბამისად ნუ უბიძგებთ საწყალ გოგონებს რომ საზოგადოებაში თეთრ ყვავებად იქცნენ-სხვისთვის საკუთარი აზრების მოხვევა დანაშაულია კაკ მინიმუმ.
და თავიც არ იმართლოთ რომ მსგავსი არაფერი მითქვამსო, აქ კონკრეტულ პიროვნებებზე არაა ლაპარაკი, აქაა მამაკაცების და საერთოდ საზოგადოების 90%-ზე ლაპარაკი.
და აქ მპოსტავების აბსოლიტური უმრაველესობაც დარწმუნებული ვარ, როცა საქმე საქმეზე მიდგება ქალიშვილს და უკოცნელ(

) გოგოს აირჩევს-ვიცნობ ეგეთებსაც-გოგოებს როცა კერავენ ქალიშვილობას აგინებენ და მერე მე მითხრა ერთმა რას ამბობ, მაგათ ვაბოლებ რომ მომცენ თორემ არაქალიშვილი და ბოზი ცოლად რათ მინდაო
აი რა მხინჯია თქვენი აზროვნება. და სიმახინჯე არ გყოფნით პირფერობას და ორმაგ სტანდარტებს რაღას უმატებთ?
ეხლა ორმაგ სტანდარტებზე:
ან სადაური ლოგიკაა ვაფშე ქალიშვილებს აგინებთ და გეებს ლამის ტ***ში შეეტენით რომ არიქა და თანამედროვე და სვეცკი ტიპი გერქვათ. მე არ მესმის, გეობა არაა დასაძრახი(მე პირადად არ ვძრახავ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს) მაგრამ ამ ფონზე ის გოგოა დასაძრახი და მასხარად ასაგდები ვინც, არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, რა თქვნი საქმეა, გადაწყვიტა რომ გათხოვებამდე ქალიშვილი იყოს? აქ რატო გავიწყდებთ თქვენი პრადვინუტობა და სვეცკობა? ამანაც ხომ თავისი არჩევანი გააკეთა და გეის არჩევანს თუ პატივს სცემთ ამან რა დააშავა?ანუ ქალIშვილობა სასცილოა, ცოდვა და ჰომოსექსუალიზმი გამოსულობის, თავისუფლების, მაგარი ტიპობის ნიშანი?(ვაი თქვენს პატრონს

)
მე ადრე ვიძახდი რომ გეებისადმი არანაირი უარყოფითი გრძნობა არ მქონდა და ვინც ცუდს იტყოდა, ყბაში ვეცემოდიხოლემე-მეთქი ისიც ადამიანია და შეეშვით. მაგრამ რომ დავფიქრდი რა რეაქცია მექნებოდა რომ ვთქვათ ჩემი ვაჟი მოსულიყო და მოეხარებინა რომ გეია, მივხვდი რომ ორმაგი სტანდარტებით ვუდგებოდი ამ საკითხს, რადგან მართლა გავაფრენ ესეთი რამე რომ მოხდეს(ისნია არც გავაგდებ, არც ვეჩხუბები და არს "ექიმთან" წავიყვან მაგრამ შეიძლება ისეთ დეპრესიაში ჩავვარდე რომ რაღაც ავუტეხო თავს). ანუ რა, სხვა მკიდია გინდა თმებით იაროს, და ვინც მიყვარს, იმისგან შორს ეგეთები? ეგ სადაური სიმართლეა? ხოდა იმის მერე მოვკეტე საერთოდ აღარ ვეხები ამ თემას. რათქმაუნდა გამორიცხულია ვინმე ჰომოსექსუალისტი რამენაირად დავამცირო, პირიქით დავიცავ კიდეც თU მისი ორიენტაციის გამო შეურაცხყოფას მიაყენებენ, მაგრამ არც ტაშს დავუკრავ და ყოველთვის იმას ვიტყვი რომ ყველას აშოროს.
ესაა ორმაგი სტანდარტები ძმებო და დებო, რაც ყველაზე აუტანელია-ან დაიკავე 1 პოზიცია, ან მეორე... იყავი შენთვის წყნარად, და რაც მათავარია ნურავის ნუ უბიძგებ და მოუწოდებ გააკეთოს რამე. არაა ეგ თქვენი საქმე და გასარჩევი ვინ ვისთან, როდის და როგორ იტყ$#%$ებს და დაეტიეთ თქვენს ტყავებში რა
თუ ძაან აბდაუბდად მოგეცვენოთ ჩემი ნაბოდილები, უბრალოდ გაატარეთ