#13390533 · 14 Apr 2009, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში, დიდი ბოდიშს მოუხდი ამ განყოფილების მოდერატორებს, რამეთუ ასეთი სახის თემას ვხსნი. წესები წავიკითხე და აკრძალულია ამ ტიპის თემა, მაგრამ როგორც ხედავთ წერილები არ მყოფნის, რათა სათანადო განყოფილებაში გამეხსნა.
რამოდენიმე დღეა თვალ-ყურს ვადევნებ პოლიტიკის განყოფილებას და აღშფოთებას ვერ ვმალავ !
მოგიწოდებთ ყველას !
შეწყდეს პრეზიდენტის გინება და მისი გადაყენების მოთხოვნა !
მე დაზუსტებულ ინფორმაციას ვფლობ, რომ ტელეკომპანია კავკასიას, პირადათ ჟირინოვსკი აფინანსებს !
ამით ყველაფერი ნათელია, რომ რუსები ცდილობენ საქართველოში შემოსვლას, არა ტანკით, არამედ თავიანთი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსების მოყვანა სურთ.
ალბათ ყველა ხვდებით, რომ ამ პოლიტიკოსებში ოპოზიცია იგულისხმება, რომლებიც ყველანაირი გზებით ცდილობენ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას !
ასევე დაზუსტებულ ინფორმაცია ვფლობ, რომ ამერიკიდან აპირებენ ჩამოსვლას სენატორები მაკკეინის ხელმძღვანელობით, რომლებთაც მიზნათ აქვთ სიტუაციის განმუხვტა, თუ ვერაფერი მოუხერხეს ამ ოპოზიციას, ისინი წაიყვანენ ჩვენს პრეზიდენტს.
მოგიწოდებთ ყველას !
დავდგეთ ჩვენი პრეზიდენტის გვერდით და არ მივცეთ უფლება წაიყვანონ, ის ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი არჩეულია !
როგორც უმეტესობა იძახით, რომ ის ავადმყოფია, ამიტომ უნდა შეუწყოთ ყველამ ხელი, ნუღა გაუმართავთ მიტინგებს, ნუღა ვიმოქმედებთ მის ნერვებზე !
ჩვენ იგი 2013 წლამდე ავირჩიეთ !
ნუ დავემსგავსებით ბანანის რესპუბლიკას !
შეუწყოთ ყველანაირად ხელი, ვაკეთოთ ჩვენც ჩვენი საქმე და საქართველო გაბრწყინდება !
მხოლოდ ჩვენს პრეზიდენტს შეუძლია ქვეყნის გადარჩენა და ამ ვითარებიდან დაღწევა, თუ გამოვიჩენთ ერთსულოვნებას და ყველანი გვერდში ამოუდგებით !
ასევე მოგიწოდებთ !
ხვალ, დღის 12 საათზე, ვაწყობთ მიტინგს ტელეკომპანია კავკასიასთან.
ჩვენი მოთხოვნაა : გადადგეს დავით აქუბარდია და ტელევიზია დაუბრუნდეს ხალხს !
მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ აქციაზე უამრავი ქვეყნისთვის თავდადებული მოვა და პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ რუსეთის გეგმების წინააღმდეგ !
ჩვენ გავიმარჯვებთ !
ისევ მოგმართავთ მოდერატორებს :
ნუ დახურავთ თემას, დიდათ დამავალებთ, თუ პირდაპირ პოლიტიკის განყოფილებაში გადაიტანთ.
წინასწარ უღრმესი მადლობა !
--------------------
Traumatic
|