საინტერესო ინტერვიუა თან იმენნა "ჟიზნენი"
უცნობის დედა ამბობს ტელევიზორი რომ ჩავრთე და ღობეზე მიძვრებოდა, მეგონა ახალი კლიპი გააკეთა და იმას უშვებენო....
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/4595-vin-...s-sakanshi.html- პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ამბავი როგორ შეიტყვეთ?
- საღამოს ტელევიზორი რომ ჩავრთე, ზუსტად იმ კადრს უჩვენებდნენ, რომელზეც ჩანს, გია ღობეზე როგორ ხტება. ვიფიქრე, რაღაც ახალი კლიპი გადაუღიათ-მეთქი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ რეალობა იყო. იმ დროს ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა: ნანა, რა ხდება? რაშია, საქმეო? - ახლობლები მეკითხებოდნენ. ვინ აღარ დამირეკა?! თვითონ არაფერი ვიცოდი და მათთვის რა უნდა მეპასუხა?!
- იმ დროს სახლში მარტო იყავით?
- მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე მიტინგზე იყო წასული. იმ კადრებისთვის როგორ უნდა მეყურებინა და ტელევიზორი სასწრაფოდ გამოვრთე, გულმა ვეღარ გაუძლო. იმ ღამეს ლევანის დასისხლიანებული თავი რომ დამენახა, ალბათ გული გამისკდებოდა. სასწრაფოდ იმ ახლობლებთან დავიწყე რეკვა, რომლებიც მივიჩნიე, რომ ჩემზე მეტად ინფორმირებული იყვნენ. რა მდგომარეობაშიც ვიქნებოდი, ადვილი წარმოსადგენია!
- ლევანი და გია საავადმყოფოდან იმ ღამესვე წამოვიდნენ. როდის ნახეთ თქვენი შვილები?
- საავადმყოფოში ორივეს ხელწერილი დააწერინეს, რომ საკუთარი ნებით მიდიოდნენ. მეგონა, გია სახლში მოვიდოდა, მაგრამ იმავე ღამეს საკანში დაბრუნდა. მის სანახავად, გათენდა თუ არა, წავედი. იცით, რა საშინელ მდგომარეობაში დამხვდა?! მას მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს, სასტიკად არის ნაცემი - 2 ნეკნი აქვს გატეხილი! განა ასეთი რა დააშავა?! ხელში ფურცელი ეჭირა, შეიარაღებული ხულიგანი ხომ არ იყო!