#13773431 · 9 May 2009, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალითი–შოუების პოპულარაზაციამ ახალი სინდრომის გაჩენა გამოიწვია. ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანები თვლიან, რომ მათ ცხოვრებას პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებენ ტელემაყურებლები.
მედიკოსები თვლიან, რომ მსგავსი ილუზიის გავრცელებას იწვევს რეალითი–შოუების მომრავლება და სოციალური ქსელების პოპულარიზაცია. ამ ფსიქიურმა მოშლილობამ მიიღო "ტრუმანის სინდრომის" სახელწოდება.
დაავადების სახელწოდება დაკავშირებულია პიტერ უირის ფილმთან "ტრუმანის შოუ". ფილმის მთავარი გმირი – ტრუმანი – ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ერთ დღეს იგებს, რომ მთელ მის ცხოვრებას იღებენ კამერით, როგორც რეალითი–შოუს.
ამერიკელმა ფსიქიატრებმა დააფიქსირეს "ტრუმანის სინდრომის" 70 შემთხვევა. მაგალითად, ერთმა ამერიკელმა გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა იმის გამო, რომ თვლიდა, თითქოს ეს იყო მისი ერთად–ერთი შანსი შოუს დატოვებისა.
სინდრომი სხვა ქვეყნებშიცაა დაფიქსირებული: 26 წლის ბრიტანელი ფოსტალიონი ოცდაოთხი საათის განმავლობაში თავს კინოფილმის გმირად თვლიდა. ამიტომ მას გამუდმებით თან სდევდა მომხდარის არარეალურობის შეგრძნება.
ამ დაავადების განკურნების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტები არ ენდობიან ექიმებს, თვლიან რა მათაც შოუს მსახიობებად.
--------------------
http://www.last.fm/user/restless4
|