#13386500 · 14 Apr 2009, 12:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნმილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ ძალებს, მათ ლიდერებს და მომხრეებს (ე.წ. ოპოებს) აქვთ დარბევის ძალიან დიდი სურვილი
ქვეყნის ხელისუფლება არ იჩენს კეთილ ნებას, რომ გაითვალისწინოს საზოგადოების აღნიშნული სეგმენტის სურვილი და არ არბევს მათ. როგორც გაირკვა არც უახლოეს მომავალში იგეგმება რაიმე მსგავსი ქმედება.
გამომდინარე აქედან გადავწყვიტე, რომ ვიყო საჭირო დროს-საჭირო ადგილას და დავაფუძნე მომსახურების ტიპის ორგანიზაცია ,,დამსაჯე"
ამ ეტაპზე ფირმა ,,დამსაჯეს" ძირითადი მიმართულება იქნება მსურველების დარბვა, რასაც ის უმაღლეს დონეზე, საერთშორისო სტანდარტებით შეასრულებს *მოწვეული გვყავს უცხოელი სპეციალისტები *შევიძინეთ დასარბევად სავარჯიშო უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მანეკენები *ვწვრთნით ჩვენს თანამშრომლებს ISO 0078569 სტანდარტის შესაბამისად (პირველ ეტაპზე აყვანილია 87 მუტანტის ტიპის მამაკაცი)
,,დამსაჯს" მოსახურეობის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წინასწარ აირჩიოთ დასარბევი ისტრუმენტი (გვაქვს შესაბამისი კატალოგი) დარტყმის ზონები, ერთიდაიგივე ადგილას დარტყმის რაოდენობა,სიძლიერე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დომენის რეგისტრაციას www.damsaje.com.ge მომხმარებელს სურვლის შემთვევაში საშუალება ექნება პირდაპირ საიტიდან დარეგისტრირდეს ასევე იმალე ჩვენ კომპანიას ექნება მომსახურება ,,დაამაჯე სახლში" რაც გულისხმობს გამოძახებით ადგილზე მისვლას და მომსახურების ადგილზე განხორციელებას. ამ შემთხვევაში მომსახურეობის საფასურს (თბილისის ფარგლებში) ემატება 10 GEL - მძღოლოს ანაზღაურბა, ხოლო თბილისის გარეთ ყოვლ კილომეტრზე 4 GEL.
დარბევის მსურველების რეგისტრაცია წარმოებს დღეიდან (14.04.09) ზეგამდე (16.04.09) 09:00-17:30 დროის ინტერვალში
მისამართი: კოკოითის ქუჩა #69/2 (შესასვლელი ეზოს მხრიდან)
დარბევის მსურვლმა თან უნდა იქონიოს: *პირადობის მოწმობა და მისი ასლი *3X4 ზე ფერადი ფოტოსურათი *ჯანმრთელიბის ცნობა -ფორმა53 (თუ ქალწულია, მისი დამადასტუებელი დოკუმენტი) *,,გრეჩეხას" პლაკატზე დაფიცბის წერილობითი ვერსია, რომ მართლა უნდა დარბევა. (ნოტარიულად დამოწმებული ან მაისაშვილის დაგინებული) *ასფალტის ჭამის დამადასტურებელი დოკუმენტი(და მისი ასლი)
ასვე იქნება გასაუბრება სპეციალისტთან სადაც მოგეთხოვებათ: უცნობის რეპერტუარიდან სამი ნებისმიერი სიმღერა, გადაცემა ,,სტუდია სპექტრიდან" რიმელიმე გადაცემის წამყვანის მონოლიგი(ტექსტან ახლოს), ერთი ლექსი რუსეთზე, მედვედევის და პუტუნის შედარებითი დახასიათება.
პირველი ნაკადის დარბევა მოხდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, (ვარკეთილის მხრიდან) 14:30 საათზე გხთოვთ, ადგილზე გამოცხადდეთ ნახევარი საათით ადრე!
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!!!!! ფორუმის მომხმარებლებისთვის გვაქვს სპეციალური შემოთავაზება(გაეცნობით ადგილზე)
--------------------
http://www.boke.ge/forum/index.php? act=module&module=gallery&cmd=user&user=8106
(_)(_)==&==(_)(_)
|