მიშიკოს იმედები არ გამართლდა. აქციები იმის მაგივრად რომ "სპადში" წავიდეს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად სულ უფრო სერიოზულ და საინტერესო სახეს იძენს. ხალხის რაოდენობა არ მცირდება ეს უკვე პერმანენტული აქციებია. ასეთ პერმანენტულ აქციებს მთელ მსოფლიოში ერთდერთი შედეგი მოსდევს, პროტესტანტების მიზნის მიღწევა.
აქციები მიახლოებითაც არ ჰგავს ნოემბრის აქციებს. ორგანიზაცია უმაღლესი დონის და იმდენად კარაგდაა ორგანიზებული რომ შეიძლება სამაგალითოდ ჩაითვალოს, შედეგიც სახეზეა, + ესეთი კრეატიული აქციები, სააკნებით დინამიზმით და ასე შემდეგ თუ სადმე ყოფილა არ ვიცი , მე პირადად ამ წუთას არ მახსენდება. შედგიც სახეზეა, დღეს მთელი თბილისი, ყველა ცნობილი თუ უცნობი სახე აქციებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.
ვინ არის ამ აქციების რეჟისორი? გრეჩიხა?

თუ ეს ასეა დროა ძეგლი დავუდგათ სიცოცხლეშივე. ეს არ არის "გამიშვი გამატარეს" ან "პური მშივას" აქციები. უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც იყვენენ აქციებზე სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
სააკაშვილს დღეს არანაირი მხარდაჭრა არ აქვს დასავლეთიდან,, მისმა მეგობარმა ამერიკელებმა პირდაპირ მიუთითეს ეს ქართველების საქმეა და თქვენ თვითონ გაარკვიეთ ერთმანეშთიო, ანუ ერთ დროინდელ ფავორიტზეხელი დაიბანა. ევროპა დიდი ხანია იზოლირებულია ამ პიროვნებისგან, თვით კაჩინსკიც კი არ ინტერესდება მის "მეგობრით".
სააკაშვილის წასვლა აქციებიტ სრულიად შეასძლებელია. სააკაშვილს თვითონ სჯერა რომ აქციებით მოვიდა სათავეში...
სააკაშვილის უბედურება იმდენად მასთან დაპირისპირებულ ხალხში კი არაა, რამდენადაც იმაში რომ ფაქტიურად არავინ მის გვერდზე არ დარჩა. ვიწრო ფანატიკოსების ჯგუფის და მერკანტილური ინტერესებით გაერთიანებული "სასტავის" მეტი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღეს როგორც არასდროს ოპოზიცია მიუხედავად იმისა რომ წარმოადგენს დიამეტრალურად სხვადასხვა ინტერესების და მიმართულების ძალებს არის ერთიანი. ის დამოკიდებულება თუ რომელი პარტიის წარმოადგენლები არიან არავის აინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ აქ ერთი მიზნისთვის ვართო. ამას ხედავს აქციებზე მოსული ხალხი თუ როგორ დგანან ერთად ალიანსის, ფორუმის თუ სალომიკას ხალხი ერთად და ეხმარებიან ერთმანეთს, ყოველგვარი დანანების გარეშე.
ყველაფერი ეს მაფიქრებინებს ერთ რამეს. ქართველები კარგად ასრულებენ უცხოურ სცენარს და თუ ეს ასეა სააკოვი საერთოდ უშანსოდ რჩება.
პროტესტის ფორმები: როცა მეფემ გაზარდა გადასახადები, ხალხმა გმინვა დაიწყო, ამისმერე კიდევ უფრო გაიზარდა გადასახადები. ხალხი კიდევ უფრო მეტად გმინავდა, მაგრამ როცა მეფემ კვლავ გაზარდა გადასახადი ხალხმა სიცილი დაიწყო და შეძრწუნებულმა მეფემ დაწია გადასახადები. ხალხი დიდი ხანია დასცინის ამ "პრეზიდენტს" .
ასეთი გაფარჩაკებული პრეზიდენტი და ხელისუფლება, ასეთ დონეზე დისკრედიტირებული აბსოლუტურად ყველასთვის, შინაურისთვის თუ გარეულისთვის ძალიან ცოტაა ისტორიაში. ყვარყვარეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა უკვე რეალობაში.

ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება...
ასეთი იყო აქციების პირველი 5 დღე და იმედია ასევე გაგრძელდება.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.