
- ილია, ილიააა! გაიღვიძე კაცო! არ გესმის რა ხდება ქუჩაზე?
- რა იყო აკაკი?
- შეხედე ადამიანო რა ხდება! ქართული სულის ზეიმია!
- ო ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი ძილი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება! არ მჯერა! ნუთუ მართლა გაიღვიძა ქართველმა ერმა! დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ითხოვენ! რა ერთიანნი, რა ლაღნი, რა ახალგაზრდები არიან!
- მამული! ენა! სარწმუნოება! აი რას ღაღადებენ! შენს სიტყვებს ღაღადებენ!
- ეს რა იარაღის ჟღარუნი ისმის?
- რუსი სალდათის ჩექმის ხმას ჰგავს, თუ ყურთასმენა არ მღალატობს.…
- კვლავ ქართული სისხლი დაიღვრება კვლავ გული მიგრძნობს.
- რატო სტირი აკაკი?
- სიამაყის ცრემლებია მეგობარო.
- ილია! ნახე ადამიანო რა ხდება!
- რა ამბავია აკაკი?
- ვლადიმერი ჩამოაბრძანეს პოსტამენტიდან...
- არასდროს მომწონდა ეს ულიანოვი. მისალმება ადამიანმა რომ არ იცის...
- ამბობენ სერგოსაც ეგ ბედი ელისო
- არ არის ღირსი თუ?
- აკაკი შოთამ ცუდი ამბავი მითხრა.
- რა ამბავი?
- ქართველები ერთმანეთს ურტყავდნენო
- რამ გააგიჟათ?
- რა ვიცი აბა? მე ქართველების აღარ მესმის და იმათ კიდევ ჩემი.
- გუშინ არ იყო ერთიანობა, თავისუფლება, აღმშენებლობაო?
- რას გაუგებ ამათ.
- ტფუი ტფუი ტფუი
- რას იფურთხები აკაკი
- ფურთხის ღირსნი არიან!
- მართლაც რა დაემართათ? რამ გადააჯიშად ასე? დაანგრიეს საკუთარი ქალაქი, ერთმანეთის სისხლი დაღვარეს! ამას ვიფიქრებდით ოდესმე?
- ისე კარგად კი გადავრჩით გუშინ, ხან რამ ჩამიწუილა და ხან რა მომხვდა. მაგრამ მაინც არ ჩავიკუზეთ!
- რატო სტირი აკაკი?
- სირცხვილის ცრემლებია მეგობარო.
- გაიღვიძე, გაიღვიძე!
- რა ხდება? რა ხმაურია?
- რა ვიცი… ისევ შეიკრიბა ქართველობა.
- თავისუფლება, დემოკრატია, გადადექი.
- ენა, მამული, სარწმუნოება აღარ ისმის?
- არა ეგ ხომ უკვე მოიპოვეს.
- აღარ დაშოშმინდა ეს ქვეყანა.
- მთავარია სისხლი აღარ დაიღვაროს!
- ეგ რომ განმეორდეს ჩემი ფეხით წავალ აქედან.
- არა ვარდებით დგანან.
- ეს ახალი სასტუმრო რაღაც უშნოდ მანათებს თვალებში.
- გაიღვძე აკაკი.
- ვინ მაძინებს რო?
- ისევ ხალხი შეიკრიბა და ისევ იგივეს იძახიან.
- სამი წლის წინ ხომ მოიპოვეს ეს რაღაც დემოკრატია?
- ამათ რას გაუგებ?
- ეს ნიღაბ აფარებული კაცები ვინ არიან? ისევ ცემა-ტყეპა, ისევ იგივე?
- ქართველნო! განა არ იცით, რომ: შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს.
- ილია არ ესმით შენი ხმა, ვიღაც ბადრიზე ჰკივიან უშვერად.
- რატო სტირი აკაკი?
- არ ვსტირი მეგობარო, რაღაც ბოლი რომ დადგა ცრემლს მადენინებს უნებლიეთ.
- გესმის ილია?
- ხო გამაღვიძა ამ სარკო, სარკოს ძახილმა.
- ნეტა რას უნდა ნიშნავდეს სარკო?
- სულხან – საბას ეცოდინება.
- გღვიძავს აკაკი?
- ეჰ ვინ მოგასვენებს ამ ქუჩაზე.
- ისევ იგივეს ითხოვენ.
- ხო მესმის.
- მოიცა, მოიცა მემგონი რაღაც ახალს ამბობენ… გამზრდელიო ახსენეს.
- მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს.
- არა შენს ლექსს არ ჰყვებიან… რაღაც უშნოდ გააგრძელეს. იცი უკვე ვფიქრობ, რომ უფალმა დამსაჯა იმის გამო, რომ ნაადრევად მოვითხოვე ერის გამოღვიძება. იმიტომაც არ მაძინებენ ოცი წელი ქართველები.
- მოსემ ორმოცი წელი ატარა საკუთარი ერი უდაბნოში სანამ არ განიწმინდა ხალხი.
- გინდა თქვა, რომ კიდევ ოცი წელი უნდა ვუსმინოთ ამას?
- არ ვიცი.
- ისე რა გაუმართლა ბერმუხა ვაჟას! დგას თავისთვის მშვიდად, მხოლოდ ჩიტები თუ შეაღვიძებენ ხანდახან.
- ეჰჰ.
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...