აფხაზები საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. მათი თვითსახელწოდებაა აფსუა. 1990-იანი წლების მონაცემებით აფხაზების რაოდენობა 90 ათასი კაცის ფარგლებში იყო. თვით აფხაზეთში კი 83 ათასი აფხაზი ცხოვრობდა. დღეისათვის დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში კატასტროფიულად შეცვლილია. დაახლ. 300 ათასი ქართველი დევნილობაში იმყოფება. აფხაზების გარკვეულმა ნაწილმაც დატოვა აფხაზეთი. მათ რაოდენობას ახლა 70 ათასამდე კაცს ანგარიშობენ. აფხაზებისაგან ფაქტობრივად მთა და მთისწინეთი დაიცალა. ისინი ქალაქ სოხუმსა და ზღვისპირა რაიონებში ქართველთა კუთვნილ სახლებში ჩასახლდნენ.
საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ აფხაზთა წინაპარი ტომების მოსვლამდე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ყველა მონაკვეთში ქართველური მოდგმის ტომები (სვანები და ზანები) ცხოვრობდნენ. აფხაზეთის მიწა-წყალი მთლიანად შედიოდა კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში (ძვ.წ. VI-IIსს.). ძვ.წ. VI-IVსს-ში დიოსკურიიდან (ცხუმი) ბიჭვინთის რაიონის ჩათვლით ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით კოლხები, კოლები და კორაქსები მკვიდრობდნენ. მათგან ჩრდილო-დასავლეთით კი ჰენიოხები არიან მოხსენიებულნი. ახ.წ. I ს-ში ჩრდილოეთ კოლხეთის სანაპიროზე სანიგები არიან დასახელებულნი. ზოგიერთ ბერძნულ წყაროში I-II სს-ში პონტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მხოლოდ ორი ტომობრივი ერთეული _ სანიგები და ლაზები არიან მითითებული. ძალიან ბევრ მკვლევარს, სრულიად სამართლიანად, სანიგები ქართველური მოდგმის ტომად მიაჩნია, ოღონდ მათი ერთი ნაწილი სანიგებს სვანური მოდგმის ერთეულად თვლის, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, საპირისპიროდ აფხაზი მკვლევარებისაგან, რომლებიც დაბეჯითებით წერენ იმის შესახებ, რომ სანიგები მათი წინაპრები იყვნენ. გადაჭრით ძნელია თქმა სანიგები სვანები იყვნენ თუ ზანები. ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში სვანური მოდგმის ტომებს ეკავათ. აქ შეიძლება გავიხსენოთ სტრაბონის ცნობა, რომ დღევანდელი სოხუმის მახლობლად, დიოსკურიის თავზე სვანები ცხოვრობდნენ. სამართლიანადაა შენიშნული, რომ თანამედროვე აფხაზეთის აღმოსავლეთი მთიანი მხარე, კოდორის ხეობა თავის დროზე სვანებს ეკავათ და, როგორც აშკარად ჩანს, ამ ხეობით ისინი შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც გადიოდნენ. აღნიშნულის ყველაზე დიდი არგუმენტი კი ისაა, რომ სოხუმის ძველი სახელწოდება (აფხაზეთის სხვა ტოპონიმებთან ერთად) სვანურის საშუალებით იხსნება (ცხუმი სვანურად რცხილაა). ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიოსკურია (ცხუმი) სანიგების სამთავროში შედიოდა. სამართლიანადაა შენიშნული, რომ სანიგებს მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ეჭირათ, ლაზები კი უფრო სანაპირო და ბარის ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული.
აფხაზურ ეთნოსში ორი ეთნოგრაფიული ჯგუფი გამოიყოფა: აბჟუელები და ბზიფელები, შესაბამისად, აფხაზური ენა, რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახის ადიღეურ-აფხაზურ ჯგუფში შედის, ორი დიალექტის (აბჟუურის და ბზიფურის) ერთობლიობას წარმოადგენს.
ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც. ცნობილია, რომ აფხაზთა თვითსახელწოდებაა “აფსუა” (სხვათაშორის, აფსუაც, აბაზგიც, აფსილიც, აფხაზიც აბაზადან მომდინარე ეთნონიმებია).
რაც შეეხება აფხაზური გვარსახელების ქართულ ყაიდაზე გადაკეთებას, უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მცხოვრები თავად-აზნაურები ყოველთვის ქართველ ფეოდალებად თვლიდნენ თავს და შესაბამისად მათი გვარებიც ქართული სუფიქსებით იწარმოებოდა. ასეა ყველა საისტორიო წყაროსა და საბუთში. შარვაშიძის (აფხაზური ჩაჩბას) მეგრული ფორმა _ შარაშია კი XVIIს-ის იტალიელ მისიონერს კასტელს აქვს დაფიქსირებული. მას ნახატზე მიუწერია “აფხაზეთის მთავარი სეტემან შარაშია”. აფხაზებს ჰგონიათ გვარსახელის აქირთავას აფხაზური ფორმაა აქირთა. პირიქით, აქირთაა სწორედ მეგრული ფორმა (რაც აფხაზურში პირდაპირ შევიდა), აქირთავა კი მისი ლიტერატურული ქართულის ვარიანტია.
პ.ს ეს ყველაფერი მოკლედ არის ამოკონსპექტებული

ისე კი უფრო მეტის დაწერაც შემეძლო