პირველ რიგში ჩემ შენიშვნას გავაკეთებ:
ეს პოსტი შესაძლოა ბევრ ქართველს აქვს წაკითხული, შესაძლოა აქაც კი ყოფილა თემა ამაზე, თუმცა სერჩით მე ვერ მოვნახე, და შესაძლოა ბევრისთვის უკვე გადაღეჭილიც არის. თუმცა მე ეს პოსტი ვთარგმნე და ჩემი ცხოვრების 30 წუთი დავხარჯე მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ ეს რეალობა რაც აქ არის წარმოდგენილი იმათ ტვინამდეც მივიდეს ვინც იმდენი ინგლისური არ იცის რომ ინგლისურად დაწერილი სტატიები იკითხოს.
ეს პოსტი აღებულია საქართველოში TLG (Teach and Learn with Georgia
http://www.tlg.gov.ge/) პროგრამით ჩამოსული ამერიკელი მასწავლებლის ბლოგიდან:
++++++++++++++++
ავტორის შენიშვნა: იმ დაბნეულობის გამო რაც ამ პოსტმა გამოიწვია, იძულებული ვარ ეს პატარა შესავალი ჩავამატო:
როდესაც სექტემბერში საქართველოში ჩამოვედით, გარკვეული სახის ინფორმაცია მივიღეთ TLG-ის სტაფისგან. ეს ინფორმაცია მოცემულია პოსტის პირველ ნაწილში “პირველ საორიენტაციო შეხვედრაზე TLG-ს თანამშრომლებმა მოგვცეს უამრავი ინფორმაცია სქესთა შორის ურთიერთობებზე საქართველოში.” და მთავრდება წინადადებით “ასეთი სიტუაცია დაგვხვდა ჩასულებს..” მაგ წინადადებამდე მოცემული ინფორმაცია არ არის ჩემი პირადი აზრი და არც ჩემი პირადი დაკვირვევბები, ეგ არის ის რაც გვითხრეს როცა ჩვენ ჩამოვედით.
მეორე ნაწილში რომელიც იწყება წინადადებით “იმ ქართველებზე დაყრდნობით რომლებსაც ჯერ-ჯერობით ვესაუბრე,” – მოცემულია ინფრმაცია რომელიც პირადად მე შევაგროვე მას შემდეგ რაც საორიენტაციო შეხვედრა დავტოვე და იმ დღის ჩათვლით როცა ეს პოსტი დავწერე. მაგ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია რომელიც მოვიძიე უფრო მეტ ქართველთან შეხვედრით და საკუთარი დაკვირვებებით.
მიზეზი ამ ორი მხარის წარმოდგენისა არის ის რომ კონტრასტი გავავლო იმას შორის რაც TLG-ს სტაფმა გვითხრა და რაც მე ჩემით გამოვცადე, როგორც თბილისის მცხოვრებმა. ძალიან კარგად მესმის - როგორც ამ პოსტშიც ჩანს - რომ ყველა ქართველი ერთნაირი არაა, რომ TLG-მ ბევრი რამ გააზვიადა, რომ თაობათა შორისაც დიდი სხვაობაა, რომ ქალაქები და სოფლები განხსვავდება ერთმანეთისგან, და რომ სავარაუდოდ პირადად თქვენ ანეკდოტებიც კი გაქვთ ისეთ რამეებზე რაც ამ პოსტშია წარმოდგენილი.
ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ინებეთ ცნობილი "სექსი საქართველოში" პოსტი.
9 Nov. 2010
საქართველომ გადაწყვიტა ქვეყანაში შემოიყვანოს 10 000 ინგლისურის მასწავლებელი, მომავალ წლებში, რათა მათ, ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენა შეასწავლონ. ბევრი ეგრევე უნივერსიტეტებიდან მოდის, ბევრი მათგანი ერთი წლით რჩება აქ, ვთქვათ რომ ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია რომ ამ ადამიანებს ენდომებათ ვინმესთან შეხვედრა და სექსი.
პირველ საორიენტაციო შეხვედრაზე TLG-ს თანამშრომლებმა მოგვცეს უამრავი ინფორმაცია სქესთა შორის ურთიერთობებზე საქართველოში. მექანიზმი ნაცნობია: მამაკაცები უნდა იყვნენ სექსში გამოცდილები როცა ქორწილდებიან და ქალები უნდა იყვნენ ქალიშვილები. რა თქმა უნდა ეს სისტემა ვერ იმუშავებს მესამე ფაქტორით, როგორ უნდა მიიღონ სექსში მამაკაცებმა გამოცდილება როცა ქალებს სექსის ქონის უფლება არ აქვთ? ასე რომ უნდა არსებობდეს, თეორიაში მაინც, ქალთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც არღვევს ტრადიციულ წესებს. თეორიები არსებობს ბევრი, თუმცა ქართველი მამრისთვის დასავლელი ქალი კარგი კანდიდატი ყოფილა.
ქორწილამდე ურთიერთობა საქართველოში ძალიან იშვიათობაა. საქმე სხვანაირადაა. მამაკაცი და ქალი ხვდებიან ერთმანეთს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, და ამის შემდეგ უნდა ველოდოთ რომ მამაკაცი გადადგავს "საპატიო ნაბიჯს" ან მორჩება მიცმა-მოცმას და თავის გზაზე წავა. თეორიაში ყველა მდედრს ყავს "პატრონი" ანუ მამაკაცი მცველი, რომლის მოვალეობაც არის რომ ყურადღება მიაქციოს, რათა ქალის ცხოვრებაში მამაკაცები სწორად იქცევიან –სხვანაირად რომ ვთქვათ, სთხოვონ ხელი დადგენილ პერიოდში ან დაანებონთ თავი მას.
უცნაურადაა მიღებული მამაკაცისა და ქალის მეგობრობა. ზოგადად თანამშრომლებს შეუძლიათ ერთად ისეირნონ –სხვა და სხვა სქესის ჯგუფსაც – მაგრამ მამაკაცს და ქალს არ შეუძლიათ ერთად იყვნენ პლატონურად. თუ მამაკაცი და ქალი ერთად დაინახეს სადმე, მიჩნეულია რომ სადაცაა უნდა დაქორწინდნენ.
მდედრ TLG-ელებს დაარიგეს როგორ უნდა მოიქცნენ ქართველ მამრებთან. TLG-ზე დაყრდნობით, დასავლელი ქალები სავარაუდოდ მიიღებდნენ წინადადებას ქორწინებაზე, თუ უკვე დაქორწინებული არ არიან. ქალ TLG-ელებს რჩევა მისცეს ეტარებინათ რაიმე იაფფასიანი საქორწილო ბეჭედი თითზე.
ქართველ მამაკაცებს, აშკარად არ ესმით რას ნიშნავს დაუქორწილებელი ქალი რომელსაც არ უნდა დაქორწინება პირველივე უცნობთან რომელიც მას შეამჩნევს, და ისინი შესაძლოა სახიფათოც კი გახდნენ თუ გასაგებად არ უთხარით უარი მის შემოთავაზებაზე, გასაგებად კიდევ ნიშნავს - სიტყვა სიტყვით, არაორაზროვნად. რის შედეგადაც შეიძლება თავის მეგობრებთან ერთად ძალიან სახიფათო გახდეს.
დასავლელი ქალები გააფრთხილეს რომ მარტო არსად არ გასულიყვნენ. ქართველებზე დაყრდნობით, "მოტაცება" დიდი ხანია აღარ ხდება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. "მოტაცება" იყო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც იტაცებდნენ ქალს, რომელსაც აიძულებდნენ ღამე გაეტარებინა რომელიმე კონკრეტულ რჩეულ მამაკაცთან, მის სახლში, რის შემდეგადაც მიჩნეული იყო რომ ქალს სექსი ქონდა, გინდაც არანაირი ფიზიკური კონტატი არ ქონოდათ იმ ღმეს და ამის შემდეგ ქალი იძულებული იყო ცოლად გაყოლოდა მამაკაცს რომელმაც ის მოიტაცა.
მამაკაც TLG-ელებს დაარიგეს როგორ მოქცეულიყვნენ ქართველ ქალებთან. ჩვენი გაფრთხილება შედგებოდა რამოდენიმე წინადადებისგან, რომელსაც ყოველ წუთას გვიმეორებდნენ: "არ დაამყაროთ სექსუალური კონტაქტი არც ერთ ქართველ ქალთან, თუ მასთან დაქორწინებას არ აპირებთ. თუ მაინც დაამყარებთ, მის "პატრონს" (მამას ან ძმას) გააცხარებთ, რომლებიც თავიანთ ბიძიან-დეიდაშვილიანად დარაზმული, დიდ ზიანს მოგაყენებენ."
ასეთი სიტუაცია დაგვხვდა ჩასულებს.
იმ ქართველებზე დაყრდნობით რომლებსაც ჯერ-ჯერობით ვესაუბრე, ქორწილამდე სექსი და ღალატი არ ხდება. მიუხედვად იმისა რომ არ შემხვედრია ქართველი რომელიც აღიარებს რომ ქორწილის მერე ვინმე სხვასთან ქონია სექსი, მითხრეს რომ 70% ქართველი მამაკაცებისა თავიანთ ცოლებს ღალატობენ და რომ ბევრი მათგანისთვის ეს ნორმალურია.ასევე ძალიან ცოტა ქართველი ვნახე ვინც აღიარა რომ ქორწილამდე სექსი ქონია. თუმცა, ერთ ქართველზე დაყრდნობით, არსებობს სასტუმროები რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქორწილამდე სექსისთვის ან ქორწილის მერე სხვა პარტნიორთან სექსისთვის, და არსებობენ პროსტიტუტები, თუმცა პროსტიტუცია რაღაც კვაზი-ლეგალურად ფუნქციონირებს, რაც ქართველმა სამართალდამცავმაც კი ვერ ამიხსნა.საერთო ჯამში რისი თქმაც მინდა არის ის რომ, არის სექსი, მაგრამ უკიდურესად დამალული და მიჩქმალულ-მიჩურჩულებული.
ეხლა მითხარით რა მოხდება როცა უამრავ, დასავლელ, ინგლისურად მოლაპარაკე, თანამედროვე, ლიბერალ ადამიანს ჩააგდებ ერთად. ჩემ ჯგუფში 92 ვიყავით, და 10 თუ 15 აქედან 30-ს გადაცილებული.
ზოგიერთი ეგრევე დაწყვილდნენ. ზოგს სპონტანური სექსი ქონდა, ზოგს ნასვამი სექსი. ძირითად მოხდა ის რაც უნდა ივარაუდო როცა რამოდენიმე ათეულ ადამიანს ერთად შეგყრიან და გეტყვიან რო ადგილობრივებს ახლოს არ გაეკარო.ზოგი გაეკარა, ზოგი - არა. იყო ცუდი შემთხვევბიც. ერთი ორი ამბავი მოვისმინე რომლებიც ძალიან ცუდად დამთავრდებოდა რომ არა გამართლება, რის შედეგადაც TLG-ელ ქალებს უფრო მეტად აფრთხილებდნენ რომ შორს დაიჭირონ თავი თავიანთი უბნელი მამაკაცებისგან. ასე რომ, ქალებო, თუ აქ ჩამოსვლას გეგმავთ, ძალიან ფრთხილად იყავით სადმე თუ გახვალთ და თუ რამეს დალევთ. იმოძრავეთ ჯგუფში, უკეთესია ისეთ ბიჭების ჯგუფში ვისაც ენდობით. სერიოზულად ვამბობ ამას.
ყველაზე საშინელი რამ ამ ყველაფერში არის ის ფაქტი რომ ქალები რომლებიც საქართველოში TLG-ს პროგრამით ჩამოდიან, არიან ფაქტიურად ერთად ერთი პოტენციური სექს-პარტნიორის კანდიდატი მთელ ქვეყანაში, ძალიან ბერი მამაკაცისთვის - TLG-ის მამაკაცი მასწავლებლების ჩათვლით.
პირადად მე დაგიმოწმებთ რომ ის ფაქტი რომ სექსი არ უნდა გქონდეს ქორწილამდე არის აბსოლუტური სიგიჟე –თუმცა საერთოდ არ ვარ დაინტერესებული ქორწინებაში, და მგონია ამ თემას ჯობს თავი დავანებოთ –მაგრამ მგონია რომ უმეტესობა დასავლელი ბიჭებისა ჩემ მდგომარეობაშია აქ. უმეტეს ჩვენგანს ესმის, რომ ქართველები მთელ ამ სექს/ქორწინების ამბებს ისე სერიოზულად უდგებიან რომ ჯობია შევეშვათ საერთოდ,რაც ნიშნავს რომ ბევრი ჩვენგანისთვის, თუ არ გვინდა რომ ბერბიჭები ვიყოთ მთელი იმ ხნის განმავლობაში რასაც ამ ქვეყანაში გავატარებთ, ჩვენი ერთად ერთი არჩევანი არის ქალები რომლებიც ჩვენთან ერთად აქ ჩამოვიდნენ.
რაც შეეხება თბილისს, აქ სიტუაცია ცოტა სხვანაირია. თბილისი ინტერნაციონალური ქალაქია ძალიან ბევრი ადამიანით, რომლებიც ნაკლებად "ტრადიციული" ქვეყნებიდან არიან და ყველაზე დასავლური ქალაქია მთელ ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ არიან ცოტაოდენი ქართველი ქალები მაინც, რომლებიც ტრადიციებს არ იცავენ და იმას აკეთებენ რაც უნდათ ან ვისთანაც უნდათ. მონაწილეობა მივიღე ძალიან სახალისო თამაშში "არასოდეს მქონია", სადაც სასმელი დავლიე და იქ იყვნენ, როგორც მინიმუმ ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი ქალი რომელთაც აქტიური სექსუალური ცხოვრება ქონდათ. ასე რომ, თუ ძაან ჩავეშვი, სადმე საერთაშორისო ბარებში გავიდოდი და ვინმე ქალს გავიცნობდი, და არანაირი უსიამოვნება არ მექნებოდა მის "პატრონთან". მაგრამ სოფლებში ვინც არიან იმათ შედარებით რთულად აქვთ საქმე.
მაგრამ ვფიქრობ მთავარი ესაა: თუ ფიქრობთ აქ ჩამოსვლას დიდი ხნით, მარტო ქართველების დამოკიდებულება არაა რაც უნდა მხედველობაში იქონიოთ. ასევე სხვა TLG-ერების დამოკიდებულებაც უნდა გაითვალისწინოთ. თუ ქალი ხარ, ფრთხილად მარტო ბეჯით ქართველებთან არ უნდა იყო, რომლებიც ფიქრობენ რომ ყველა დასავლელი ქალი თავაშვებული პარიზ ჰილტონის ტიპისაა, მაგრამ ასევე ფრთხილად უნდა იყო სასოწარკვეთილ TLG-ელ ბიჭებთანაც, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან და იძულებითი ქორწინების შიშით ქართველ ქალებს ვერ ეკარებიან. თუ მამაკაცი ხარ, უნდა შეეგუო იმ სავარაუდო ფაქტს რომ შესაძლოა რომ ერთი წელი მოუსვენრად იყო და ეცადო ადამიანად დარჩე მიუხედავად ამ საშინელი ამბავისა.
თუმცა რაღაცა კარგიც არის ამ ყველაფერში. ყველა TLG-ელი ვალდებულია წარადგინოს ვენერიული დაავადებების უკანასკნელი ანალიზის პასუხები და ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პროგრამაში ვერ მოხვდებით. 100%-იანი არასოდესაა ესეთი რამეები და მე არც დაუცველ სექსს ვუწევ კამპანიას– ასე რომ პრეზერვატივები მოიმარაგეთ სანამ აქ ჩამოხვალთ! – მაგრამ უფრო მეტად დაცული იქნებით სხვა TLG-ელთან რომ დაწვეთ, ვიდრე ზოგადად რომელიმე სხვასთან აქ.
და ბოლო შენიშვნა ამ პოსტთან "სექსი საქართველოში" დაკავშირებით: თემა გაცილებით უფრო ტაბუდადებულია ვიდრე შეერთებულ შტატებში. მაშინაც კი როცა ქართველებს ელაპარაკები ურთიერთობებზე, ზოგადად პასუხობენ რომ ნებისმიერმა შეიძლება ილაპარაკოს რომანტიულ ურთიერთობებზე ქალსა და მამაკაცს შორის. ძალიან უცნაურია.
თუმცა, ამას წინად მე და ჩემი თანამცხოვრები კაფეში გავედით ამას წინად და ტელევიზორში ამას აჩვენებდნენ, ასე რომ დაუკვირდით:
October 9, 2010
თარგმანი რედაქტირებული არაა და მექანიკური შეცდომები შესაძლოა მრავლად იყოს.
This post has been edited by შიზოფრენია on 23 Jan 2011, 16:33