მედეა ჩახავა

მედეა ვასილის ასული ჩახავა დაიბადა 1921 წლის 15 მაისს.
1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას

შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნის ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), ნადია (გორკის "მტრები"), გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ფეფელა (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ III"), მარია (გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ჭრიჭინა" (ცქრიალა), "ბაში-აჩუკი" (მელანო), "მანანა" (მეეზოვე), "ნინო" (ნინო), "გლახის ნაამბობი" (თამრო), "მხიარული რომანი" (სოფიო) და სხვა.

ვისაუბროთ მედეა ჩახავაზე