შეიძლება მართალი იყოს და აი რატომ.
საინტერესო ამბავი კი მოხდა ამ 2 დღის წინ და კაციშვილმა არ მიაქცია მგონი ყურადღება.
გახსოვთ, ალბათ, როგორ უსტვინეს ბურჯანაძეს I დღეს. II დღეს კი ხალხის ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა მიტინგზე.
იუზერებმა ეს ხალხის იმედგაცრუებას და გადაღლას მიაწერეს.
სინამდვილეში კი, ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ ბურჯანაძემ პატარა ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი ჩაუტარა დანარჩენ ოპოებს.
ვინც მიტინგების მოწყობის ტექნოლოგიას ოდნავ მაინც იცნობს, ის დამეთანხმება, რომ ნებისმიერ მიტინგზე ტრიბუნის შორიახლოს პირველ რიგში პარტიული აქტივისტები დგებიან. სწორედ ისინი აძლევენ ტონს დანარჩენ მომიტინგეებს. როცა აუცილებელია პირველნი უკრავენ ტაშს, როცა საჭიროა, პირველნი უსტვენენ და ა.შ. დანარჩენი ხალხი კი ძირითადად მათ ბაძავს. ასეთია მასების ფსიქოლოგია და ამაში არაფერი დასაძრახი ან გასაკვირი არ არის.
ასე რომ, ბურჯანაძეს არა ხალხმა, არამედ პირველ რიგში სხვადასხვა ოპოპარტიების აქტივისტებმა უსტვინეს. რა თქმა უნდა, ხალხიც დაეთანხმა მათ და მიბაძა. მაგრამ ინიციატორები სწორედ აქტივისტები იყვნენ.
და ბურჯანაძემაც გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა გაჩეჩილაძის და კომპანიისათვის. მან უბრალოდ დაავალა თავის მომხრეებს, რომ მიტინგზე II დღეს არ მისულიყვნენ. ამიტომაც იყო II დღეს ცოტა ხალხი და ჯერ სრული პროსტრაცია, შემდეგ აქეთ-იქით უაზრო სირბილი და ა.შ.
გაკვეთილმა შედეგი გამოიღო. III დღეს ხალხმა ისევ მოიმატა და ბურჯანაძეს დანარჩენი ოპოლიდერები უკვე ანტრე-ბატონოთი ესაუბრებოდნენ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მომიტინგე ხალხის მასის დიდი ნაწილს სწორედ ბურჯანაძის "მომხრეები" შეადგენენ.
ეხლა ვიკითხოთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ბურჯანაძეს ჰყავდეს იდეური, ანუ ალალი მომხრეები?!
გაჩეჩილაძეს შეიძლება, თავადაც საკმაოდ იდეინი ტიპია, ალასანიას შეიძლება-ახალი ხილია, შალვას ვიცით რომ ჰყავს, ფორუმს აგერ პრეკურსორის მაგალითი, კაი კოკოც ჯანდაბას.
მაგრამ ბურჯანაძეს?!

იდეური, ალალი მომხრეები?!
მისი შვილის მეგობრები - იმჰო, ეს მაქსიმუმია.
ამიტომ, 30 ლართან დაკავშირებული ინფო, შესაძლოა მართალიც იყოს.
This post has been edited by D-zine on 14 Apr 2009, 21:02