არადა მე მაგრად გამეცინა

მოკლედ:
მაგ საიტის კეთება დავიწყე 2 წლის წინ. მაშინ, როცა თითქმის არაფერი ვიცოდი. შესაბამისად, კეთების პროცესში ვსწავლობდი და თითქმის 3 თვე დამეხარჯა.
ტექნიკურად მაქვს ძალიან ცუდად აწყობილი, ანუ საშინელი html/css მარკაპია (თუმცა, ყველა ბრაუზერში უპრობლემოდ მუშაობს

)
ინსტრუმენტების 50% ჩემია, მეორე ნახევარი - ინსპირირებული სხვადასხვა უცხოური საიტების მიერ.
ავტორიზაცია, სტატისტიკის ძრავა, რეგისტრაციის და იუზერების სისტემა, ინსტრუმენტების მოდულური სამართავი და ა.შ. დაწერილია ნულიდან. ფაქტიურად, ამ საიტის კეთებისას ვისწავლე php ცოტა advanced დონეზე და JS-ის საწყისები.
სამწუხაროდ საიტი მხოლოდ სასწავლო მასალის დონეზე დამრჩა. ახალი ინსტრუმენტების დამატებისთვის დრო აღარ მრჩება.
შესაძლოა მომავალში გამოვნახო დრო და თავიდან ბოლომდე გადავაწყო მთელი საიტი, გავხადო უფრო customizable და social.
ამჟამად კი, მიხარია თუ ვინმეს რამეში გამოადგება. გმადლობთ