#13929797 · 21 May 2009, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Led_Zeppelin
QUOTE | ქართულათ არ არის ეგ ინტერვიუები???????????????????????????????????????????? |
ქართულად სიმონ მასხარაშვილს წიგნები აქვს გამოცემული. და ძალიან საინტერესოც. ლევან სანიკიძისა და ლევნ გოთუას სტილში კი არა, რაციონალური პოზიციებიდან იხილავს წარსულს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მისი ინტერვიუები ქართულად.
ეს ინტერვიუები კი იმიტომ დავდე, რომ მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც იუზერებს სჭირდებათ ხოლმე ინგლისურად ბმულები, და შესაძლოა ვინმეს გამოადგეს-მეთქი.
monte cristo2009
QUOTE | საერთოდ ასეთი ინფორმაცია უცხო ენებზე გადამოწმებას საჭიროებს, რადგან შესაძლებელია შეგნებული შეცდომებია გაპარული ვიღაცის მიერ. საერთოდ კი ავტორი ამოწმებს ყოველთვის ნათარგმნს. მერე კი უმტკიცე მტრებს ჩვენ არ დაგვიწერიაოო... |
საქმე ის არის, რომ Georgian Journal-ი ბეჭდური სახით გამოდის, როგორც მედიასახლ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთი გამოცემა. საიტი რომ ჰქონიათ, ახლაღა მივაქციე ყურადღება. როგორც ვიცი, ეს ყოველკვირეული ფერადი გაზეთი აქ უცხოელებს შორის ვრცელდება. მასხარაშვილის ინტერვიუებს წელიწადზე მეტია, აქვეყნებენ. რამე უზუსტობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, თვითონ მასხარაშვილი გამოუთქვამდათ პროტესტს ან სულაც აღარ მისცემდათ ინტერვიუებს. რა ვიცი, ასე მგონია.
|