#29467587 · 31 Jan 2012, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენად უსაფრთხოა იმ შენობებში ცხოვრება, რომელთა მშენებლობა 1-2-წლიანი შესვენების შემდეგ განახლდა?
ინვესტორები უხარისხო მშენებლობების გაგრძელებაზე უარს ამბობენ Bookmark and Share 10/03/2011
რამდენად უსაფრთხოა იმ შენობებში ცხოვრება, რომელთა მშენებლობა 1-2-წლიანი შესვენების შემდეგ განახლდა? ექსპერტების აზრით, მშენებლობის განახლება გარკვეული სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ობიექტი, რომელთა მშენებლობაც შეჩერებულია, კომპანია "დექსუსის" (კომპანია "ცენტრ-პოინტის" სამართალმემკვიდრე) აქტივშია.
სამშენებლო დარგის ექსპერტის ნიკო კახეთელიძის შეფასებით, რაც "დექსუსმა" დაუმთავრებელი მშენებლობები დაამთავრა, წარმოუდგენლად დაბალი ხარისხისაა. "დექსუსში" კი განმარტავენ, რომ ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც დაასრულეს, სამშენებლო სამუშაოების განახლებამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა ჩაატარა და მხოლოდ დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ განახლდა ამ ობიექტების მშენებლობა.
"მიმდინარე წელს კომპანია "დექსუსი" 5 პროექტს განახორციელებს და, საერთო ჯამში, "ცენტრ პოინტის" 625 მომხმარებელს დააკმაყოფილებს. მიმდინარე თვეში ექსპულატაციაში შევიდა "დიდი დიღმის ოაზისის" მე-2 კორპუსი და ბათუმის "თეთრი მაგნოლია", მომდევნო თვეებში კიდევ ორი ახალი ობიექტი გაიხსნება.
გასული წლის ოქტომბერში ბაზარზე გამოჩნდა საინვესტიციო კომპანია Swiss capital group–ი, რომელმაც დაუსრულებელი მშენებარე ობიექტებისთვის სესხის გასაცემად 10 მილიონი დოლარის მობილიზაცია მოახდინა. Swiss capital group-ის მარკეტინგის განყოფილების უფროსის ნინო აბსანძის თქმით, განაცხადის გაკეთების შემდეგ შეჩერებული მშენებარე ობიექტის კვლევა ხდება და ამის საფუძველზე იდება დასკვნა - შესაძლებელია თუ არა საფრთხეების თავიდან აცილება და მშენებლობის კვლავ გაგრძელება.
„Swiss capital group-მა უარი განაცხდა თბილისში (კონკრეტული მისამართის დასახელებისგან თავს შევიკავებ) მშენებარე სახლის ინვესტირებაზე იმ მოტივით, რომ ექსპერტიზის დასკვნა ნახევრად აშენებული კორპუსისის შესახებ უარყოფითია, რაც ნიშნავს იმას, რომ ობიექტი მთლიანად უნდა დაინგრეს და საძირკველიდან დაიწყოს ახალის მშენებლობა. მსგავსი რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კომპანიის სტარტეგიიდან გამომდინარე უხარისხო მშენებლობის გაგრძელებაზე უარი ვთქვით,"– აცხადებს აბსანძე.
Swiss capital group-მა მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 4 პროექტი დააფინანსა, მათ შორის ორი შეჩერებული მშენებარე სახლი თბილისში, ერთი - ბათუმში, ერთი - კვარიათში. ამ ეტაპზე განხორცილებულია 2 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია და ეს მოცულობა წლის ბოლომდე 4 მილიონ დოლრამდე გაიზრდება.
ადგილობრივი ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე, უძრავი ქონების სააგენტო "გორო ჯგუფი" თბილისურ დაუმთავრებელ მშენებლობებში ფულის ჩადებას გეგმავდა და ამ საქმეში პარტნიორებად ისრაელურ კომპანიებს ასახელებდა. თუმცა მიმდინარე თვეში გაირკვა, რომ "გორო ჯგუფი"-სთვის კაპიტალის დაბანდება მომგებიანი აღარ არის. ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის თბილისის მერიის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ახალი ეტაპი, რომლის საფუძველზეც კომპანიებს ბინების 400 დოლარად გარანტირებული გაყიდვის საშუალება მიეცათ და მათთვის უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ისეთი ხელსაყრელი აღარ არის.
შედარებით წვრილ კომპანიებს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვთ და ისინი თავად ინვესტორებს არ აინტერესებთ.
ამაზე უამრავჯერ დაიწერა, საინეტერესოა თუ ნორმების დაცვით არის შეჩერებული მშენებლობები განახლებული და ვინ ამოწმებს რომ რომ ასეა? რას გვიშენებენ ეს ხალხი? სახლებს ტუ.......თავად რომ მოყვნენე შიგ, ვისაც ხალლი ერტ ადგილზე კიდია * * * მიტოვებული მშენებლობების მფლობელებს ქონებას ჩამოართმევენ Bookmark and Share
მიტოვებული მშენებლობების მფლობელებს ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. შედეგად, თბილისში უფუნქციო შენობის მესაკუთრე ვალდებული იქნება მშენებლობის ნებართვა 6 თვეში მიიღოს.
კანონპროექტში დაზუსტებულია, რომ ასეთი შენობები საცხოვრებლად, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არ უნდა გამოყენებოდეს. თუ პირი 6 თვეში ნებართვას არ აიღებს, "დარღვევის" გამოსასწორებლად გონივრულ ვადას მიიღებს. თუ მესაკუთრე ამ გონივრულ ვადაშიც ვერ ჩაეტევა, ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.
თუ პიროვნება არც მშენებლობის ნებართვას აიღებს და არც ჯარიმას არ გადაიხდის, მისი ქონება იძულებით რეალიზაციას დაექვემდებარება.
--------------------
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience
|