ჩემი აზრით, ეს ორი მიდგომა ფუნდამენტურად განსხავდება ერთმანეთისგან, ყოფიერების დონეზეც კი ლამის.
"საკრალური" სამზარეულო ეს არის საკრალურის განცდა კვებაში. აქ არ იგულისხმება მხოლოდ რელიგიური ასპექტები, არამედ უფრო ფართოდ, უბრალოდ საკრალურის განცდა. ეს განცდა, რა თქმა უნდა, ძველად, მოდერნის ეპოქამდე ბუნებრივად არსებობდა, მოდერნის შემდეგ კი ცალკეულ ადამიანებში და სოციუმში ინერციით. მაგალითად, დამოკიდებულება პურისადმი: კულტურაში შემორჩენილი აღწერა, დაუვარდა პური და აიღო, აკოცა, "წინაპრების ძვლებით განაყოფიერებულ მიწაზე მოწეული" პური და ა.შ. არის საკრალური მიდგომის გამოვლინება არაპირდაპირ.
შემდეგ, საკრალური იყო და მნიშვნელოვან წილად არის იაპონელებისთვის ბრინჯი, ჯამი ბრინჯით. საკრალური კვების მაგალითებია ისლამში "ჰალალ", იუდაიზმში კოშერი, ქრისტიანობაში სამარხვო კერძები, განსაკუთრებით, სააღდგომო და ა.შ.
ასეთ განცდას უპირისპირდება, ჩემი აზრით, ჰედონისტულ-გურმანული მიდგომა, რომელშიც მთავარია არა საკრალურობა, არამედ რაოდენობა, მრავალფეროვნება, გემოვნებითი შეგრძნებების აბსოლუტიზაცია, დესაკრალიზაცია, ყველა ტაბუების მოხსნა, სამზარეულეობის ერთმანეთში არევა, ექსპერიმენტები და ა.შ.
ჩემი აზრით, ქართული სამზარეულო უნდა წავიდეს ძირითადად საკრალურობის აღდგენის გზით და არა გურმანულ-ჰედონისტურით. აქ იგულისხმება უარის თქმა ზედმეტ გაევროპელობაზე სამზარეულოსი, გამრავალფეროვნებაზე (თუმცა, მთლად ჩაკეტილობაც არ ვარგა), ძველი კერძების აღდგენა, ოღონდ მე-19 საუკუნემდელი... მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი იყო მოდერნის შემოჭრა ქართულ სამზარეულოში, როცა ჯორჯაძემ გამოუშვა წიგნი რაღაც ევროპული კერძებით, ნამცხვრებით და სირობებით...
კიდევ ერთი მთავარი საკითხია არ არსებობა ყოველდღიური ქართული კერძების, ე.წ. ნაბორის. მაგალითად, ირანში არის ყოველდღიური კერძები, საკრალური ფაქტიურად, ბრინჯი 2-3 სახის, ქაბაბი ესეც 2-3 მოდიფიკაციის და კიდევ რამდენიმე ბოსტნეული, ჩაი, 1-2 სხვა კომპონენტი. ამით იკვებება მთელი ერი მთელი წელი. რა თქმა უნდა, ხანდახან სხვა კერძებიც არის, მაგრამ ძირითადად ეს, რესტორნებშიც, დუქნებშიც ყველგან ესაა - ბრინჯი + ქაბაბი.
თურქებს აქვთ ასეთი ნაბორი მოფიქრებული, იგივე ქაბაბი, ბრინჯი, კიდევ 2-3 რაღაც საჭმელი, ჩაი, ტკბილეული. შეხვალ კაცი მაგათ რესტორანში და შედარებით იაფად ისადილებ.
ჩვენ ასეთი ნაბორი არ გვაქვს. არის ხინკალი, მაგრამ ხინკალს ვერაფერს ვერ დააყოლებ, ვერც ბოსტნეულს, ვერც ჩაის, ვერც ყავას, მხოლოდ ლუდს... არის ხაჭაპური, მაგრამ ეს ცაკლე კერძია. არ არის ნაბორი ან ნაბორები, ყოველდღიური, შეკრული მენიუ პატარა რესტორნებისთვის, სასადილოებისთვის, დუქნებისთვის. იგივე როგორც მაკდონალდში და მსგავს სირობებში აქვთ. რაღაც უნდა მივიფიქროთ ამ მიმართულებით, თუ საერთოდ შესაძლებელია.
This post has been edited by რქები on 13 May 2009, 04:12