მოგალსამებით ფორუმელებო დიდი ხანი ამ განყოფილაბაში თემა არ გამიხსნია, მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო თემა საინტერესო იმიტომ რომ ამ თემის წესებია საინტრესო, რასაც მე გთავზობთ და დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო ვარაუდებს წავიკითხავ და ამრიგად ყველა გვერდი საინტერესო იქნება და არა მხოლოდ პრაიმ პოსტი
მოგეხსენებათ ისტორიის ლოგიკა... რომელიც ხშირად დამოკიდებული პიროვნებებზე ან სოციალურ ტენდეციებზე...
პირველ შემთხვევაში, რომ არა კონკრეტული ადამიანი არ მოვლენილიყო ქვეყნად შემდგომი პოლიტიკური პროცესები არ განვითარდებოდა ისე როგორც ეს დღეს ვიცით(ალექსადრე მაკედონელი, ატილა ჰუნი, ნაპოლეონი, დავით აღმაშენებელი და ა.შ.)
მეორე შემთხვევაში კი მოვლენები განპირობებული იყო
სოციალური ფონით და ამ შემთხვევაში რომლიმე ისტორიული პიროვნების ლიდერობა განაპირობა ამ სოციალურმა ფონმა და მის ისტორიულობა სწორედ გარეშე ფაქტორებმა შექმნა. რომ არ მოვლენილიყო ეს კონკრეტული პიროვნება ქვეყნად მაშინ სხვა ლიდერი აიღებდა ამ ფუნქციას: მაგალითად: ლენინი, კრომველი,
ილია ჭავჭავაძე და ა .შ.
ეხლა კი გთხოვთ დაძაბოთ თქვენი წარმოსახვის უნარი და მინდა წარმოგიდნოთ თემის პირობები:
წამროვიდგონოთ რომ გვაქვს დროის მანქანა(ან უკან დაბრუნების საშულება როგორც გენებოთ) და გვაქვს საშუალება რომ რომელიმე ისტორიული პიროვნების ლიკვიდაცია მოვახდინოთ იმ ეტაპზე როცა ის არაფერს არ წარმოდგენს და თავის ისტორიული მისია ჯერ შესრულებული არ აქვს.....(გეთახმებიტ სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ეს არის თამაშის არსი)
წარმოდიგინეთ??... ახლა კი ბატონებო შემოგვთავზეთ თქვენეული ოსტორიული განვითარების პერსპექტივა თუ იმ ადამიანს ვისაც თქვენს ფანტაზიაში მოაშორებთ (ან მოკლავთ) როგორ განვითარდებოდა ისტორია როგორც ახლო ისე შორეულ პერპექტივაში?? იმედია თამაში წესები გასაგებია და როგორც თემის ავტორი პირველი მე ვითამაშებ, დავბრუნდებ XII საუკუნეში 1200 წელს მონღოლეთში და სანამ 1206 წელს თემუჩინი გახდება ყაენი და გააერთინებს დაქსაქსულ მონღოლურ ტომებს მანამდე Barett ის სნაიპერული შაშხანიდან გამოვასალმებ სიცოცხლეს.....
როგორ განვითარდებოდა მოვლენები საქართველოსთვის??
ჩემი აზრით ამ ერთი ზუსტი გასროლიტ არ შედგებოდა მონღოლური კამპანია საერთოდ, რადგან თემუჩინმა არა უბრალოდ შეაერთა მონღოლური ტომები არამედ მათ ქცევის კოდექსიც დაუწესა და მრავალი გამაერთიანებელი ფაქტორი წარმოშვა სწორედ თავის პირადი ქარიზმის წყალობით, მაგრამ გადაარჩენდა ეს თუ არა საქართველსო დასუსეტებისგან და დანაწევრებისგან??
1225 წელს გარნისტან დავმარცხდით და დაგვამარცხა სპარულსმა ძალამ სავარაუდოდ ეს ძალა ჩვენსკენ მაინც გამოილაშქრებდა მაგრამ მის სათავეში იქნებოდა ლაშა გიორგი რასაც შეეძლო ბრძოლის ბედზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეტანა... მაგრამ ის ფაქტი რომ გიორგი არ იყო კარგი მთვარსადალი ამას 1220 წელს გამართული ბრძოლაც გვიჩვნებს როცა 60 000 იანი ჯარით დამარცდა ჯებე და სუბუდაის არმიასტან და თავადაც დაიჭრა რამაც ერთი წლის მერე მოკლა კიდეც....(საბედნიეროდ ეს ომი არ შეგდებოდა) მაგრამ სპარსულ შემოტევაში საქართველოს მარცხის შანსი დიდი მაინც რჩება... თუმცა უფრო საინტერესო კითხვა გვრჩება საპასუხოდ დანაწევრდებოდა თუ არა საქართველო 16 საუკუნეში? ცხადია რომ საქართველოს სამეფო გენილოგია თემუჩინის მკველობით სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგებოდა... ორმეფიანობა არ შედეგობდა, რადგან დავით ულუ ვერ გახდებოდა მეფე ისევე როგორც დავით ნარინი, რადგან ლაშა თუ არ დაიღუპებოდა სპარსელებთან ბრძოლაში მაშინ მას აიძულებდნენ შეერთო დიდგაროვნი ქალი და მისგან გაჩენოდა უფლისწული... შედეგად შესაძლოა არ შემდგარიყო "გიორგი V ბრწყინევალე" და საქართველოს სრულიად სხვა სამეფო სახეები შეძინა... ჩემი აზრით საქარველო გაუძლებადა სპარსელთა ძალმომრეობას და თემურ ლენგის შემოტევას ან თურქულ ტომთა შემოსევას უფრო ჯანსაღი ორგანიზმით დახვდებოდა...
რაც შეხება თათარ თემურ ლენგს, მან არმია მონღოლური იდეის გარშემო გააერთიანა მაგრამ თუ მონღოლტა იმპერია არ შედგებოდა ამ ადამიანს სრულიად სხვა იდეა დასჭირდებოდა ხალხის გასაერთიენბლად თუმცა მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს რომ არ უნდა შემდგარიყო ეს ადამიანი ისტორიაში, თუ ჩინგიზ ყაენს მოვკლავდით ასე რომ თემურის შემოსვლა საქართველოში მაინც მოხდებოდა მაგრამ აქ სრულიად სხვა მეფე დახვდეობდა და არა გიორგი VII რომელიც იმდენად იდიოტი აღმოჩდა(ჩემი პირადი აზრით ეს არის მეფე რომელმაც გმირის სახელით ყველაზე დიდი ანტი-ქართული საქმე გააკეთა(რაღაცით ზვიად გამსახურიას მაგონებს)) რომ თავის სახელწიფო აჟუჟინა გადამთიელს იმის მაგივრად რომ ცოტა დაეოკებინა თავმოყვარეობა მიეცა ხარკი გდებულიყო თავისთვის და თემურის ჭირს მისით მოვიცილებდით როცა მოკვდა 1505 წელს, იქნებ სხვა მეფეს ჰყოფნოდა ჭკუა და ამას მიმხვდარიყო და 8 ჯერ არ აეოხრებინა საქართველო???
სავარაუდოდ ამის მერე საქართველოში მოხდებოდდა ყიზილბაშების შემოტევა ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ საქართველო მაინც ჩავარდეოდა გაჭირვებაში მაგრამ ზოგადად ორგანიზმი უფრო ჯანსაღი ექნებოდა იმისთვის რომ ოსმალოს და ყიზილბაშის აგრესიისთვის გაეძლო.... სამწუხაროდ ამ ომში მაინც მარტო დავრჩებოდით.... თუმცა გაცილებით მეტი მანევრირების უნარი გვექნებოდა დიპლომატიაში რადგან გაჩაღებულ ომში ირანსა და ოსმალოს შორის ვის მხარეზე ვიქნებდით ჩვენ, ამას უფრო დიდი მნიშნველობა ექნებოდა როცა ერთიანი კავკასიის მფლობელი სახელწიფო იქნებოდა მათი პარტნიორი, თუმცა იქნებოდა დაშლის ტენდენციებიც. სასომხეთს ექნებოდა მრავალი ცდა გამოყოფის და მას ირანი მხარს დაუჭერდა.. და ეს ტერიტორია გახდებოდა ვაჭრობის საგანი ანუ "დამეხმარე მის დაბრუნებაში და მეც დაგეხმარები" აზერბაიჯანი არ შედგებოდა, რადგან საქართველოს თავად ირანი დაუმეზობლდებოდა საზღვრის შეკავება ძალიან რთული იქნებოდა თუმცა იქნებოდა გარდამავალი უპრატესობით რადგან საქართველო იქნებოდა "ქალივით" ის იმის იქნებოდა ვინც მას არ გააბრაზებდა და პატივს სცემდა და მისი კეთილგანწყობა ოსმალოს და ირანისთვის დიდი მნიშნველობის იქნებოდა
მაგრამ ვერფერი შეაჩერებდა რუსეთს ექსპანსიას იმერ კავკასიაში, თუცა უზარმაზარი განხვავებით, იმერ კავკასია იქნებოდა ქრისტიანული და არა მუსლუმანური, საქართველო-რუსეთის გამეზობლების შემდეგ თამაშის წესები შეიცვლებოდა... საქართველო მაინც აირჩევდ ერთმორწმუნე რუსეთს დამხმარედ, მაგრამ არა "გიორგიევსკის ტრაქტატის" მსგავსი ხელშეკრულებით არამედ უფრო სერიოზული გარანტიებით რაგდან აღა-მაჰმად ხანი ისე ადვილად ავერ ააოხრებდა თბილის რომ მერე იძლებული გამხდარიყავით რაღაც ვასალური ხელშეკრულება დაგვედო რუსეთთან...
მეოცე საუკუნეში საქართველო ვერ გადაურჩებოდა საბჭოთა კავშირს ... მაგრამ არ იქნებოდა აზერბაიჯანი იქნებოდა სომხეთის ავტონომია იქნბოდა თუ არა აფზაეთის და ოსეთის ავტონომიები რთული სათქმელია რადგან აჭარა შეიძლაბა არც გვქონოდა დასაბრუნებელი ოსმალეთისგან...
ძნელი უკვე ლოგურად დაუკავშირო მოვლენენბი ერთმენეთს 8 საუკუნიანი პროცესის ვარაუდით მაგრამ ერთ რამ ნამდვილად ვიცი თბილის სრულიად სხვაგვარი იქნებოდა რაგდან გაციელბით ნაკლებად აოხრდებოდა, (თბილიში იქნებოდა შემორჩნიელი მეფის სასახლეც, მეფეს კი ალაბთ საბჭოთა საქართველოს დროს ჩამოვაგდებდით.... ვაკე არ იქნებოდა თბილისის პრესტიჟული უბანი, თავისუფლების მოედანი არ იქნებოდა ქალაქის ცენტრი არამედ ცეტრი იქნებოდა ისანი.....
ვსიო მოვრჩი მარჩიელობას
პატიცემულო ფორუმელები ვისაც მოგეწონათ თამშის წესები გთხოვთ თქვენც დაწეროთ თქვენეული ოსტორიის მსვლელობა ვინმეს ლიკვიდაციის ხარჯზე
და არ დავანახო იდიოტური რეპლიკა "ბებიაჩემს რომ ყვ....ები ჰქონოდა ბაბუაჩმი იქნებოდაო!!"
ვინც ამ განწყობით მოეკიდება თემას სულ ნუ დაპოსტავს!!!
This post has been edited by mepar on 2 Mar 2011, 20:40