[მურმან ეკალაძე]
- ”გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში. აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული”.
[ვლადიმერ ვისოცკი, ”რომანი გოგონებზე”]
ოპოზიცია და ხელისუფლება, ქართულ ინტერნეტ–ფორუმებზე მითიურ ორთავიან ფრინველს აგონებთ, რომლის თავებმაც შეიძულეს ერთმანეთი და ერთიმეორის საზიანოდ ქვების ყლაპვა დაიწყეს. ორი თავი, მაგრამ ერთი სხეული, ერთი კუჭი ჰქონდა ფრინველს და მან ვერ მოინელა მოძულე თავების ნაყლაპი ქვები და დაიღუპა.
Licemer: ”უზერებო, მერამდენედ უნდა დავისაჯოთ სიბრიყვის გამო? დღევანდელი ოპოზიციის სახეები ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, მამრაძე, კინწმარაშვილი, ზურაბიშვილი, ხაინდრავა - ეს ის ხალხია, ვინც ერთხელ უკვე გაუსინჯა გემო იოლ ფულს, ახლა ამ უძირო ხაზინიდან ”თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩნდნენ - ეს ვერ მოუნელებიათ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ქართული საზოგადოების გულისტკივილი და პროტესტი. მიშას სიმპატიას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ შეჩვეული ჭირის პრინციპიდან გამომდინარე ისევ მაგი მირჩევნია”.
ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ როცა ალასანიამ ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვა როგორი პროტესტი მოყვა მომიტინგეთა მხრიდან მის ამ განცხადებას...
VoK: ”რომ არა გრეჩიხას, მართლაც რომ ვაჟკაცური საქციელი მიტინგის მართვა შეიძლება ოპოზიციას ხელიდან გაქცეოდა...
მე არ ვიცი შეთანხმებული იყო თუ არა, ალასანიას გამოსვლა ფორუმთან და ზურაბიშვილ - ბურჯანაძის ფრთასთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მხრიდან საწინააღმდეგო შინაარსის განცხადებები არ გაკეთებულა...
მოლაპარაკებზე მზადყოფნა გამყრელიძემაც დაადასტურა ერორზე შუბლაძესთან ინტერვიუში...
მან თქვა, დაველაპარაკებით სააკაშვილს ღიად, ყველას დასანახად და გასაგონად. ჩვენჩვენ მოსაზრებებს წარვუდგენთ და დავასაბუთებთ, რომ მისი გადადგომა ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია, იმან თავისი თქვასო...
თუ ხალხს მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელად მოეჩვენება მიტინგი ისედაც დაიშლება და ამაში ჩვენც ხელს შევუწყობთ.
მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ალასანიას ფრთა ითხოვს:
1. იმედის ოჯახისთვის დაბრუნებას
2. ვანო მერაბიშვილის სუბარით შეცვლას
3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს”
king depress: ”ხელისუფლებას იმედი აქვს რომ ხალხი დაიღლება და ყველაფერი თავისით მორჩება, თუმცა ვერ ითვალისწინებენ რამოდენიმე ფაქტორს
ჯერ ერთი რომ რეალურად ოპოზიციას კიდე რამოდენიმე საპროტესტო ტალღის გამოწვევა შეუძლია ზედიზედ.
არც იმის იმედი უნდა ქონდეს ხელისუფლებას რომ ღდგომაზე ხალხი დაიშლება. ოპოზიციამ რომ აღდგომის ღამის რუსთაველზე საერთო სახალხო შეკრება გამოაცხადოს?! და კიდევ მეტიც, ილია მეორე რომ მივიდეს მომიტინგეებთან როგორც თავის მრევლთან?!
ეს თბილისის მასშტაბით, არ დაგვავიწყდეს რომ რეგიონების რესურსები ოპოზიციას ჯერ არ გამოუყენებია. ასე რომ, მიშა წადი რა!”
თუ ხელისუფლება შესთავაზებს ოპოზიციას დიალოგს, იმედია ოპოზიცია არ გაჯიქდება.
ხორხე: ”ხელისუფლება აბსოლიტურად ადექვატურია ეს დღეები, არ აჩენს ძალებს, გამაგრებულია ყველა შენობა შიგნიდან, ისე რომ სპეცრაზმი და პოლიცია არ ჩანს, ჯერ-ჯერობით გზის გადაკეტვაზეც არ ყოფილა რეაგირება, შაბათ-კვირა მაინც არასამუშაო დღეებია და არც ეხლა ღირს მომიტინგეებისთვის გზის გადაკეტვაზე ხელის შეშლა, ორშაბათიდან კი არანაირად არ უნდა მოხდეს ქალაქის ბლოკირება, თუ იქნება ერთი ალტერნატიული გზა მაინც არ უნდა ეცადოს პოლიცია გადაკეტილი გზის გახსნას, სიტუაცია უნდა კონტროლდებოდეს,
განვითარება მოვლენების:
1. მოლაპარაკება (რაზეც ჩემი აზრით ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი წამოვა, მეორე ნაწილი კიდე კიდე წლები შერჩება ქუჩებს)
2. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი დარჩება საბოლოოდ დისკრეტიზირებული”.
რასაკვირველია ქვეყნისთვის აუცილებელია პირველი სცენარის მიხედვით მოვლენების განვითარება.
სანამ პოლიტიკოსები ელექტორატის მოსაპოვებლად იღწვიან, სანამ ერთმანეთს ართმევენ სლოგანებს და ტარაბუას ახვევნ მოსახლეობას, მოვიდა თუ არა დრო, მოსახლეობას აუხსნას რასა და რას შორის აკეთებს არჩევანს!
Anamch: ”ფორუმელებო, მოგეხსენებათ მე ვარ რესპუბლიკელების ელექტორატი და ჩემი არჩევანი განაპირობა ამ ჯგუფის მკვეთრმა მემარჯვენეობამ... ნუ რასაკვირველია სიმპატიას პერსონალიების მიმართ არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ იგივე პერსონალიები არ იქნებიან ხვალ რესპებში და ამ პარტიის კურსი იქნება უცვლელი, მე დავრჩები მათ ელექტორატად, მაინც!
სტაბილური ელექტორატი გააჩნია ლეიბორისტებსაც... და არიან ცენტრისტებიც.... დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, პირადად ჩემთვის სრულიად გაურკევეველია – ვინ არიან?”.
My Webpageვინ არის მურმანი და თან ეკალაძე?