ადგილითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო და ბიბლიოთეკა.
პროგრამა1. სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური წიგნების ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობები წარმოადგენენ საკუთარ გამოცემებს, ასევე ადგილი დაეთმობა სამეცნიერო ლიტერატურას და უცხოენოვან გამოცემებს.
2. სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა
"ცოცხალი ბიბლიოთეკა", იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა (ბიბლიოთეკარები, წიგნების კატალოგი, სამკითხველო დარბაზი და ა. შ.), განსხვავება ისაა, რომ წიგნები ადამიანები არიან, ხოლო მათი წაკითხვა ხდება საუბრის საშუალებით. ბიბლიოთეკაში “წიგნებად” მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თითოეულ “წიგნს” ექნება თავისი სათაური და შინაარსი. "ცოცხალი ბიბლიოთეკა" საშუალება იქნება სტუდენტებისათვის, უფრო ახლოს გაეცნონ ლიტერატურის შიდა სამზარეულოს და ნახონ როგორ იწერება თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული წიგნები.
3. ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესტსელერების ყდები.
4. საღამოს სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება პოეზიის საღამო ცნობილი პოეტების მონაწილეობით.
My name is Richard. So what else do you need to know? Stuff about my family, or where I'm from? None of that matters.
(c) The Beach