მოკლედ...
შესავალის გაკეთება მეზარება...
წაიკითხეთ და გაკრიტიკებაზე ვორნია იცოდეთ
ტიტლიკანა ქალების და გენდალფ გლდანელ-იშხნელის თავგადასავალი“…და იყო დღე მეცამეტე შექმნიდან თვალისა მნუსხველისა
და თქვა ენცელოზამ: იქმნას ჯადო - და იქმნა ჯადო”კონდოლიზას წიგნი, თავი მესამე, სტრიქონი მეთორმეტე
პროლოგიმესამე მთვარემ მეთვრამეტედ შემოუარა კამარკადიის მადლიან ჰორიზონტს მას შემდეგ, რაც იერიქონ ბუშტი ქვეყანას მოევლინა.
მისი უდიდებულესობა იგნასიო მეთორმეტის მეფობა დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ასაკმა მოუწია და სიკვდილის ანგელოზი სასთუმალთან აყუდებული ელოდებოდა ჭიქა ყავით ხელში, მეფეს კი მემკვიდრე არ ყავდა და მთელს კამარკადიის ყველაზე დიდებული სამეფოს - ოოლ’გუმ’გამანგლანდიის ტახტი გაუმაძღარ მუზუნზაილერთა ხელში უნდა ჩავარდნილიყო.
ამ დროს გამოჩნდა მეფის კარზე ვეზირი ნაბუქოდონოსორ ბუშტი, რომელმაც მისი ძე, იერიქონ ბუშტი მეფეს წარუდგინა და აღუთქვა:
“ძე ჩემი, იერიქონი, წავა შორს, ორკთა სამეფოს იქით, ლევანდიისა და ნალბანდიის სამეფოთა საზღვარზე, და წარიღებს შენს წუხილს, შეკრებილს შენი დედოფლის მიერ ერთს ჭურჭელში ცრემლად, და მიუტანს შენს წუხილს ოკოჩოკვებს და იტყვიან ოკოჩოკვები რომ იქმნას მეუღლე შენი ორსულად და იქმნება იგი ორსულად და დაბრუნდება იერიქონი და გაგიჩნდება ორი ძე და ერთი მართავს სამეფოს ოოლ’გუმ’გამანგლანდიისა და მეორეს კი მომცემ მე და დაივიწყებ”
და თქვა მეფემ: “წადი” და წავიდა იერიქონ ბუშტი ორკთა სამეფოს იქით, ლევანდიისა და ნალბანდიის სამეფოთა საზღვარზე.
თავი პირველი: იერიქონ ბუშტი, ორკთა ატამანი გრუულ’ნი და ოკოჩოკვები“თავს ნუ დაუხრი სამ რამეს ამ ქვეყანად: საკუთარ სიამაყეს, საკუთარ სიმდაბლეს და საკუთარ კატას”
პოლონიუსის მოძღვრება. თავი ოდამესამე.როგორც კი მესამე მთვარემ ინათა, შეკაზმა ნაღორი იერიქონმა და შეუდგა გზას. გაიარა მრავალი სოფელი თუ ნასოფლარი, ქალაქი თუ ნაქალაქარი, დაბა თუ ნადაბარი, ბოზი თუ ნაბოზარი და მიადგა ორკთა ქალაქს - გრშნტქს, და დაიღალა.
ტავერნის აბრას ეწერა “მთვრალი მემატიანე”. შეაღო და შევიდა და შეხედეს ორკებმა. ადამიანს.
“ელი” - შესძახა იერიქონმა ტავერნის მფლობელს. მფლობელმა კბილები დაკრიჭა და უცნაურ სტუმარს სისხლში ნარევი ელი ჩამოუსხა.
“ელი” - მეორედ შესძახა იერიქონმა ტავერნის მფლობელს. მფლობელმა მეორედ დაკრიჭა კბილები და უცნაურ სტუმარს სისხლში ნარევი ელი მეორედ ჩამოუსხა.
“ელი” - მესამედ შესძახა იერიქონმა ტავერნის მფლობელს. მფლობელმა მესამედ დაკრიჭა კბილები და უცნაურ სტუმარს სისხლში ნარევი ელი მესამედ ჩამოუსხა.
“ელი” - მეოთხედ შესძახა იერიქონმა ტავერნის მფლობელს. მფლობელმა მეოთხედ დაკრიჭა კბილები და უცნაურ სტუმარს სისხლში ნარევი ელი მეოთხედ ჩამოუსხა.
“ელი” - მეხუთედ შესძახა იერიქონმა და “იდი ნა ხუი” - შესძახა ტავერნის მფლობელმა.
დათვრა იერიქონი და მოუყვა ორკებს მისი მგზავრობის მიზანი.
“უნდა მივიდე ლევანდიისა და ნალბანდიის საზღვარზე, ოკოჩოკვებთან და ვთხოვო ჩვენი მეფისათვის, იგნასიო მეთორმეტისათვის მემკვიდრის ბოძებისათვის. გაუჩნდება მეფეს ტყუპები და ერთი იქნება მემკვიდრე მისი, მეორეს კი მიცემს მამაჩემს, რათა მამაჩემმა შესწიროს იგი უკბილო ღვთაება კაააალს და კაააალმა მომადლოს მამაჩემს უფასო საკაბელო ტელევიზია.”
დასცინეს ორკებმა და გამოაგდეს ტავერნიდან. ტავერნის გარეთ კი ორკთა ატამანი გრუულ’ნი ძოვდა.
მოკლა გრუულ’ნიმ იერიქონი. ჩაიცვა მისი ტყავი და გაუდგა გზას ლევანდიისა და ნალბანდიის საზღვარისაკენ.
ნახეს ოკოჩოკვებმა რომ ნაცვლად დაწერილისა, მათთან ორკი მივიდა, მაგრამ არ შეიმჩნიეს. აღუთქვეს იგნასიოსათვის ძეთა მომადლებას და გამოუშვეს.
თავი მეორე: ორკთა ატამანის დაბრუნება ოოლ’გუმ’გამანგლანდიის სამეფოში“ნუ შეიძულებ საკუთარ მაცივარს, მას შენ იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე შენს კვერცხებს ჰგონიათ”
ელიზაბეტ კინგსლი. დაბრუნება ჩარლტონ-ჰოლშიდაბრუნდა ორკთა ატამანი, იერიქონ ბუშტის ტყავში გამოხვეული და ახარა მეფეს.
“გეყოლება ძე, და დაარქმევ გენდალფს და იქნება ის მემკვიდრე შენი და გეყოლება ტყუპისცალი მისი და დაარქმევ რასაც გინდა და მისცემ მამაჩემს”
გაუხარდა მეფეს.
თავი მესამე: საკაბელო“რუჩკებს არ ენდოთ, რუჩკებს”
ხალხურიგაუჩნდა იგნასიოს მეუღლეს ტყუპები და დაარქვეს პირველს გენდალფი და მეორე კი მისცეს ორკთა ატამანს - გრუულ’ნის, რადგანაც ეგონათ ის იერიქონ ბუშტი, ძე ნაბუქოდონოსორ ბუშტისა და უთხრეს:
“გვიჭირს განშორება ყრმასთან, მაგრამ სიტყვა ჩვენი უძვირფასეს არს”
გრუულ’ნიმ კი აღიღო ყრმა და გარნიტაცა და დარჩა ნაბუქოდონოსორი საკაბელოს გარეშე და დაკლა გრუულ’ნიმ ყრმა და შესწირა იგი უკბილო ღვთაება კაააალს და მომადლა კაააალმა მას უფასო საკაბელო ტელევიზია.
გავიდა კიდევ რამოდენიმე მთვარე და გაიზარდა გენდალფი, ძე იგნასიოსი, გაზრდილი გლდანელ-იშხნელის სასახლეში და შეუდგა გზას, საძებნელად უბიწოებისა და შემოხვდა გზაში ტიტლიკანა ქალები და უთხრა ტიტლიკანმა ქალებმა ყველაფერი მისი ძმის ბედზე და გაბრაზდა გენდალფი და მოკლა მამა და დედა, რომლებმაც მისი ძმა სხვას მისცეს და მოკლა ნაბუქოდონოსორ ბუშტი და ამოთხარა იერიქონ ბუშტის საფლავი და პატივი აჰყარა მის გვამს და იპოვნა ტავერნა “მთვრალი მემატიანე” და აკუწა ტავერნის მფლობელი და იპოვნა ორკთა ატამანი გრუულ’ნი და გადაუჭრა საკაბელო ტელევიზია და ჩააგო ხმალი ქარქაშში.
ეპილოგი“ყველაფრისაგან დაღლილს, სანატრელად, შენგენის ვიზა დამრჩა”
შენსპირსშაქარი. 69-ე სონეტი.ორკთა სამეფოს იქით, ლევანდიისა და ნალბანდიის საზღვარზე. მესამე მთვარე ოთდამეთექვსმეტედ კვეთდა ჰორიზონტს. ტიტლიკანა ქალები იდგა. იდგა და სიო მისი ბალახონის კალთებს აფრიალებდა. ტიტლიკანა ქალები ჰორიზონტს შეჰყურებდა. ჰორიზონტის იქით კი ცხენზე ამხედრებული გენდალფი ხელის აწევით ესალმებოდა ახალ, მეოთხე მთვარეს.
და ყველაფერი იწყებოდა. თითქოს არც არაფერი დამთავრებულა. ლეგენდა ხომ არასდროს მთავრდება. ის იყო, არის და მარად იქმნება, ვითარმცა ჰორიზონტი… ვითარმცა სამეფო ოოლ’გუმ’გამანგლანდიისა და საზღვარი ლევანდიასა და ნალბანდიას შორის…