მოგესალმებით პატივცემულო პოლიტიზირებულო და აპოლიტიზირებულო საზოგადოებავ. რადგანაც ამ განყოფილებაში დიდი აქტიურობით არ გამოვირჩევი, იმედია ერთი თემის გახსნის უფლება მაქვს თვეში ერთხელ

თავიდანვე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ყოველგვარი რადიკალური განცხადებებისა და იარლიყების მიწებებისაგან, ეს თემა ემსახურება უბრალოდ აზრის გაგებას და მეტს არაფერს. იყავით კორექტულნი და გულწრფელნი რამდენადაც ეს ამ განყოფილებაში საერთოდ შესაძლებელია
ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის, რასაც ქვევით ვწერ, უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ნებისმიერი დამთხვევა, რომელიც შეიძლება მომავალში მოხდეს, უბრალო შემთხვევითობაა და სხვა არაფერი, მე არანაირად არ შემაქვს ეჭვი არც ახლანდელი ხელისუფლების პირსისხლიანობაში და არც ახლანდელი ოპოზიცისიის სუფთა ხელებსა და წმინდა პატრიოტულ მოტივებში, ყველაფერი, რასაც ქვევით ვწერ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უბრალო დაშვება, ანუ ზღაპარ იწყება ასე: წარმოიდგინეთ რომ....რომ მოხდა იგივე, რაც 2003 წელს, ანუ მიშა გამოვიდა და თქვა, რო მიდის სახლში. დავუშვათ, რომ არსებული ოპოზიციური სპექტრი გამარჯვებული გამოდის ამ დაპირისპირებიდან და დავუშვათ, რომ რომელიღაც ოპოზიციური ლიდერი (კონკრეტულ სახელსა და გვარს აზრი არ აქვს) იყრის კენჭს და ხდება საქართველოს პრეზიდენტი. თავისთავად ცხადია (და იმედი მაქვს ამაში ყველა დამეთანხმება) რომ ოპოზიციური სპექტრის სხვა წევრები, გაპრეზინტებულ ლიდერთან ერთად, გადაინაწილებენ სახელისუფლებო პოსტებს, ძალაუფლებას, გავლენის სფეროებს და ა.შ. ასევე ცხადია, რომ თავიდან ყველაფერი კარგად წავა, დაგებული გზები აიყრება და თავიდან დაიგება უკეთესი, შადრევნებიც გაკეთდება უფრო ლამაზი, პრივატიზაციაც მოხდება უფრო სამართლიანი და ა.შ. (ანუ გვექნება 2003-2004 წლების დეჟავუ) და ყველა ასე თუ ისე კმაყოფილი ვიქნებით. ამასობაში მოვა 2011-2012 წლები და უკვე ვიღაც ვიღაცაზე განაწყენდება, ვიღაც ბრიფინგს გამართავს და იტყვის რომ ხელისუფლებაში კრიზისია და რომ ის ემიჯნება ამ კრიზის, ვიღაც ვიღაცას შეაგინებს, ვიღაც საიდანღაც წამოვა და ა.შ.
ასევე ცხადია, რომ გარკვეული პერიოდის მერე, ვიღაცას ძალაუფლება თავში აუვარდება, ისევ იქნება უკანონო დაპატიმრება, ვიღაცის მკვლელობა, ანგარიშსწორება და ა.შ. ანუ ისევ დეჟავუ გვექნება და ის ხალხი, ვინც პირველი გამოეყოფა არსებულ ხელისუფლებას, დაიწყებს ისევ იგივეს, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა ყოველთვის: გაემიჯნება არსებულ მთავრობას. ისევ დაიწყება ეკლესიების დანგრევა, ეროვნულობის წართმევა, სისხლის სმა და ა.შ.
ანუ სადღაც 2011-2012 წლებში, ვიქნებით ისევ იქ, სადაც ვიყავით 2006-2007 წლებში. უბრალოდ სახელები იქნება სხვა, თორე შინაარისი იგივე.
ნუ მერე უსამართლობა მძვინვარებს, ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკონტროლებენ, კერძო საკუთრების ხელყოფა ხდება, მედია თავისუფალი არაა და ა.შ.
ეხლა ისმის კითხვა:
თუ გავიდა 6-7 წელი და ყველაფერი ისევ ისე იქნა, როგორც არის ეხლა, თუ ისევ წავიდა მოწოდებები ქუჩაში გამოსვლის, დაუმორჩილებლობის, პიკეტირების, ამ ხელისუფლების დასრულების და ა.შ. სად იქნება და რას გააკეთებს რიგითი ქართველი მოქალაქე?
პასუხები იხილეთ პოლში, ასევე შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ღიად, პოსტების საშუალებით

დიდი მადლობა პოლიტაქტიურობისა და პოლიტკორექტულობისათვის.