სულ ცოტა ხნის წინ, განსხვავებული (ხელისუფლებისათვის მიუღებელი, ცხადია) აზრი - ღალატად და რუსეთუმეობად ითვლებოდა. დღეს კი, მაესტროს ეთერიდან, (ალეკოსთან, სტუდიაში) ბ-ნი პალიკო კუბლაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს განსხვავებული აზრი ჰქონდესო და პროტესტი გამოთქვას ხელისუფლების შეცდომებზეო.
მაინტერესებს, რატომ შეიცვალა ხელისუფლებამ პოზიცია (ნუ, მეტ-ნაკლებად თქვენ ხელისუფლებას სახეს წარმოადგენს კუბლაშვილი)? და რა გარანტია გვაქვს, ჩვენ უბრალო მოსახლეობას, რომ არსებული სიტუაციის გადავლის (რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისათვის წარმატებით დამთავრდება) შემდეგ, არ დაიწყება მასობრივი რეპრესიები, ეს არ შეეხება მოსახლეობას, არ გაუარსდება ეკონომიკური სიტუაცია და ა.შ?
პ.ს. უკვე ვიყავით იმის მოწმე, რომ ხელისუფლებამ აღელვების გადაგორების შემდეგ, როგორ შემოატრიალა სიტუაცია მისთვის სასარგებლოდ და ხალხისთვის და ქვეყნისთვის საზიანოთ.
რას ფიქრობთ: დიალოგის შემთხვევაში და რაღაც შედეგის მიღწევის შემთხვევაში, არსებობს თუ არა იმის გარანტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაგრძელების(ნუ, ფანტაზიის სფეროდანაა, მაგრამ მაინც

) შემთხვევაში მკვეთრად უარესობისაკენ არ შეიცვლება ყველაფერი?
პ.პ.ს. უბრალოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებს და ზედმეტ კრიტიკას თუ არ ექნება ადგილი, კარგი იქნება
There's nothing that can't be done ... (2000)
მიტყდება რომ ფორუმი რომელიც მართლა ძალიან მიყვარს ძმაკაცურ-პარტიულ-სასტავურ ფორუმად იქცა...@ნიკუშა_მარქსი (2009)
აღმშენებლობითი პათოსის მატარებელი ახალგაზრდა პატრიოტები სამთავრობო ბანაკიდან...@Johnnie Walker (2009)