მოკლედ, დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, თუ არასწორად გავხსენი თემა, მოდერატორებს თუ უნდათ, დახურონ, არანაირად არ მეწყინება.
მართლა მაინტერესებს, რა არის გრაფომანია და საიდან მოდის. ახლა ვიჯექი და სამ საერთო რვეულში ჩაბულბულებული რომანის შეყრა დავამთავრე კომპიუტერში. ახლა უნდა დავაკაბადონო...
არადა, გაგაღაჟღაჟებს, რომ წაიკითხო... რვეული ცალკე დაგენანება, კალამი - ცალკე. ავტორზე რომ აღარაფერი ვთქვათ - საწყალი, სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა...
ეს საკუთარი თავის დაფიქსირების ცდაა, არსებობის გამართლება თუ უბრალოდ, აკვიატება და ხელის მონოტონური მოძრაობის სურვილი.
მიპასუხეთ ფსიქოლოგებმა, გთხოვთ...